Friday, October 7, 2011

ჰილჰლიჰკლჰკლ

ყოველთვის ასე ხდებოდა ჰხოლმე
დედა დამაწვენდა საწოლში და რომ დამეძინა, ყვებოდა ლექსებს...
ლექსებს არა, ლექსს..
ან მე მახსოვს მხოლოდ ერთი...
"ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და მეთხუთმეტე კაცად შევიდა...
და ბლაბლაბლაბლა..."
მე ვიყავი წლინახევრის და მესმოდა ყველაფერი კარგად, ძალიან კარგად...
ვიცი, რომ არ გჯერათ, მარა მე მართლა წლინახევრის  ვიყავი
და
მე მართლა მახსოვს ეს ამბავი...
მახსოვს, რომ არ ვიცოდი რას ნიშნავდა სულხანსაბა
არ ვიცოდი რას ნიშნავდა ლუდოვიკო
და
კატის კნავილს შეიძლება ვხვდებოდი კიდევაც,
მაგრამ
მთელი ჩემი წლინახევრიანი არსებობით განვიცდიდი ამ სტროფს

"რამდენს აფასებ მაგ პატარას?-ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს.
უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა!-
წარმოსთქვა ბალღმა,- ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.
არა, პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი, გესმის?!
უი, დედასთან წამიყვანე, წამიყვან, ძია?

საბას ცრემლები მოეძალა,- ატირდა კაცი,-
თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია."

განვიცდიდი, იმიტომ რომ ჩემი სამყარო მაშინ მხოლოდ დედაჩემი იყო
და
ეს ლექსი კი რაღაც ამოუცნობელ შიშს ბადებდა,
ჩემს სამყაროსთან განშორების შიშს...
ჰხოდა მახსოვს ერთხელ,  სწორედ მაშინ როცა წლინახევრის ვიყავი,
დედამ ლექსის მოყოლა შეწყვიტა სწორედ იმ ადგილას "უი დედასათან წამიყვანე..."
რადგანაც იფიქრა უკვე ჩაეძინაო
და
მე კი ჩემი წლინახევრიანი მოკლევადიანი ტვინით მეგონა, ალბათ დედას ლექსი დაავიწყდამეთქი
და
წამოვყავი თავი და შევახსენე "წამიყვან ძია?"...
ასე წარმოვთქვი პირველი ფრაზა დამოუკიდებლად...
და ეს იმხელა შოკაჟიოტაჟი იყო ოჯახში, რომ წამომახტუნეს და  ყველა მეხვეწებოდა გაიმეორე კიდევ გაიმეორეო
და
მე კი ვფიქრობდი გა20ებული, რა უნდა ნეტავ ამ ხალხს ჩემგანმეთქი,....

ასე დაიწყო ჩემი მახსოვრობა...

მახსოვრობა, რომელიც   ზოგჯერ ისეთი სიმძაფრით და არც თუ ისე ადგილიან ადგილას წამოჰყოფს ჰხოლმე თავს, რომ ჩამაფიქრებს ისევე როგორც მაშინ, რა უნდა ნეტავ ამ ხალხსთქო...

ჰხოდა დღესაც კიდევ ერთხელ გამახსენდა ეს ლექსი
ოღონდ არა იმ სტროფის გამო...

ახლა როცა, აღარ ვარ წლინახევრის,
როცა ჩემი სამყარო გაფართოვდა და გასცდა დედაჩემს,
როცა უკვე ხალხს ჩემი ჩუმად ყოფნა უფრო უკვირს, ვიდრე ლაპარაკი, 
როცა უკვე ზღაპრებს ძილის და არამარტო ძილის წინ დედაჩემის ნაცვლად ტელევიზორიდან ჟურნალისტები და პოლიტიკოსები მიყვებიან,
ისევ ვიმეორებ გულში მუხრან მაჭავარიანის იმავე ლექსს, საიდანაც ჩემი მახსოვრობა იწყება
და ისევ მგონია, რომ ჩემს ახალ მეზღაპრეებს, რომლებიც ძალიან ცდილობენ, შექმნან ჩემი სამყარო, დაავიწყდათ ეს ლექსი, ოღონდ დაავიწყდათ ამ ადგილას...
'ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა,-
მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება.
ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა;
ოჰ, ოჰ … ოჰ …ოჰო- თქვა და თითქოს კიდეც ინანა,
მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა



შევახსენო გაგრძელება? რა აზრი აქვს....





2 comments:

peoplle said...

მომეწონა : )

bubu said...

მომეწონა