Thursday, September 8, 2011

ტგბრდზდბნსმ,წკლს,

"ჰხაერი ყველასია" -  თქვეს რუსებმა და ქართული საჰაერო სივრცე დაარღვიეს...
'ქართული საჰაერო სივრცე"
ჰხეხ
ჰხაერი თუ ხარ და სივრცე თუ ხარ ქართული ან რუსული ან თურქული ან უზბეკური
როგორ ჰხარ ნეტავ
მმ
ნეტავ ქართულ საჰაერო სივრცეს რუსეთში გადაჰაერსივრცება თუ უნდა
ვიზა უნდა ჰქონდეს და ამბავი
თუ თავისუფლად შეუძლია გადასვლა
ნეტავ
ნეტავ
ნეტავ
აბსურდები
მიყვარს აბსურდები
და
კიდევ უფრო ჩემი აბსურდები...
აი სერიოზული სახით რომ ვზივარ და რაღაცას ვაკეთებ სერიოზულს
და
უცბაშად სიაბსურდულგრძნობე შემომაწვება...
ანდაც უარესი... წამის მეათასედებში საკუთარ თავს ისეთ აბსურდულ ფიქრებში რომ გამოიჭერ
რომ
მერე რაც არ უნდა უარყოს, არა არა ისე შემომაფიქრდაო
მაინც გა20ებული რომ ჰხარ...
ჰხოდა ეგრე... მიყვარს მეთქი ჩემი აბსურდები
და
რადგან მიყვარს, ე.ი. მწამს კიდევაც რადგან აბსურდია არა ისა...
ბსურდ, ბსურდ, ბსურდ...
და კიდევ აბსურდული კატეგორიები...
უბაშად დავაფიქსირე, რომ ადამიანები, რომლებიც ჩემთვის იყოფიან შემდეგ კატეგორიებად 1) რომლებიც მაინტერესებს და 2) რომლებიც არ მაინტერესებს, თავისთავად კიდევ იყოფიან ქვეკატეგორიებად 1ა) რომლებთან შეხვედრასაც გავურბივარ და 1ბ) რომლებთან შეხვედრასაც პირიქით, ხშირად ვცდილო და ეს ქვეკატეგორიაც კიდევ ქვექვეკატეგორიად იყოფა 1ბA) ადამიანები, რომლებთან შეხვედრაც მხოლოდ მაშინ მგვრის სიამოვნებას, თუ მხოლოდ მე და ის კონკრეტული ადამიანი ვხვდებით ერთმანეთს და 1ბB) ადამიანები, რომლებთანაც საერთო ენას ვერანაირად ვპოულობ, თუ მესამე, ნებისმიერი მესამე ადამიანი არ იქნება ჩვენთან 1ად...
:სპყ:

ჰხოდა  როგორც ვთქვი წამის მე22947294ებში ეს დაყოფკატეგორიობა რომ ჩამოვაყალიბე ტვინის რომელიღაც უჯრედში, იმავე წამს, ჩემთვის საინტერესო ადამიანები თავისთავად გადანაწილდნენ ამ ჯგუფებში და ყველაფერი თითქოს ისევ დალაგდა, თუმცა აზრი: რატომ ამდენი უკიდურესობაა, მაინც ისა...

ჰხოდა ქალი მუშაობს ჩემთან ერთი, ზუსტად არ ვიცი 85 თუ 86 წლის...
მუშაობს რა... კვირაში ერთხელ მოდის დილის 9 საათზე, ჯდება და მერე სადღაც 3 საათისათვის მოაკითხავს ჰხოლმე შვილი და მიჰყავს...
ჰხოდა როგორც უკვე ვთქვი  85 თუ 86 წლისაა... ანუჰხთ იმ ასაკში, ყველანაირი ლოგიკით რომ აღარ უნდა მუშაობდეს, მაგრამ კანონი ჰხომ იმიტომ არის რომ ისაო....ჰხოდა რა მოსატანია ლოგიკა და კანონი იმ  დროს, როდესაც 86 წლის ხარ და ყოველ დილით გაღვიძებისას ფიქრობ, ვაა კიდევ გავიღვიძეო და როცა მეორე აზრი ის არის, ნეტავ უნდა მიხაროდეს თუ მწყინდეს ისევ რომ გავიღვიძეს, რაღას ვაკეთებ, რისთვისღა ვცოცხლობო და ამ დროს რა მოსატანია ლოგიკა, რა მოსატანია კანონი... ქალს სჯერა, რომ კიდევ ისა...  რა დებილური სიტყვაა "საჭირო"..
ჰხოდა უცბასად დავაფიქსირე, რომ ორშაბათი დღეების მეშინია, იმიტომ რომ ეს ქალი მოვა და ისეთი ბოდიშისნარევი სახით შემომხედავს, მაპატიე, რომ ისევ მოვედი და ისევ ცოცხალი ვარო, ჰხო ეგეთი სახით თორემ თქმით რა თქმა უნდა არაფერს ამბობს და ათასში ერტხელ თუ იტყვის შეგაწუხეთო... არადა  ზოგჯერ როგორ მინდა ჰხოლმე ავდგე და უბრალოდ ჩავეხუტო ძალიანძალიან.... ჩემს შვილიშვილს ჰგავხარო ერთხელ მითხრა და მე კიდევ უბრალოდ გავუღიმე იმის სანაცვლოდ, რომ მეთქვა თქვენ კიდევ ბებიაჩემს ჰგავხართ, რომელიც ზოგჯერ და ხშირზოგჯერ მგონია, რომ ამ ქვეყანაზე ყველაზეყველაზე ძალიან მიყვარს....არადა რომ მეთქვა, ჰხომ გაუხარდებოდა... ალბათ კი... და საერთოდაც, ყველასთვის ის რომ მეთქვა რა დადებითსაც მათზე ვფქირობ ჰხომ გაუხარდებოდათ და სულ ცოტა ხნით მაინც იქნებოდნენ გახაებულდადებითადდამუხტულები... არადა რა ადვილი გამოსახატია აგრესია... აი უცბაშად ბრახ და მაშინვე, ერთი მზერით აგრძნობინებ ადამიანს რომ გაქრი ახლაო..

პირდაპირ ყურებით, ცას ვერ ვუყურე, ცაში ყურებით წინ რა ხდება არ ვიცი...
მე კიდევ ორივე მინდა
თან ერთდროულად...



6 comments:

Anonymous said...

პირდაპირ ყურებით, ცას ვერ ვუყურე, ცაში ყურებით წინ რა ხდება არ ვიცი...
მე კიდევ ორივე მინდა
თან ერთდროულად...


:)poeturia...

Anonymous said...

p.s
"ცას ვერ ვუყურე...(ბ?!)"
xo?!
:S

მე-ხათო said...

:D ra sasaciloa sakutari naweri 1 dgis mere da 2 dgis mere mit ufro da sami dgis mere hxom saertod vegar waikitxav :S

Anonymous said...

Semdegi Tvis imave ricxvSi waikiTxe ra ricxvSic dawere...imave ganwyobas daiWer rac weris dros gqonda
:Yes:

მეჰხთ said...

არადა ვიტყუები - დღეს ორშაბათია, ანნუჰხთ ეს ქალი ისევ მოვიდა სამსახურში... იმ საქმეს რასაც იდეაში აკეთებდა . უკვე სხვა ადამიანი აკეთებს კომპში და ბლაბლა ანუჰუხთ ამ ქალის მოსვლის საჭიროება თეორიულადაც აღარ არის... კარგით, მაშინ წავალო და აუწყლიანდა თვალები... ნახვამდისო... 59 წელია აქ ვმუშაობდი, ძალიან მიყვარხართო და სხვა გულსი ამაჩუყებელი ამბებბი... მე კიდევ ტელეფონზე ვლაპარაკობდი და იმდენიც ვერ მოვახერხე რომ გამეცილებინა და რამე მეთქვა... მერე აქ დავწერ რომ ბკლაბლაბლა... მოკლედ.... :|

Anonymous said...

erTi maswavlebeli myavda daaxl:80-90 wlis... teqnologias Tu ragacas maswavlida(marTla ar maxsovs).
mokled,
bevri iara Tu cota bolos leqciebs acdenda...mere ki gavige sasxvataSorisod rom ambobdnen: mokvdao..!

RIP(((

p.s mag qals jvari weria