Monday, September 13, 2010

ჯპომი


გამეორება ცოდნის დედაა


და

მე კიდევ დედა მიყვარს..

ჰხოდა

ვიმე2ებ

ვიმე3ებ

ვიმე10ებ

მანამ სანამ....

რა არის გამე2ებაში კარგი

ნეტავმც...

თუმცა ყველაფერი რაც მიყვარს, იმიტომ ხომ არ მიყვარს, რომ კარგია...


ერთხელ, მახსოვს, დიდი ხნის წინ,

ერთ დღეში დაახლოებით 20 ჯერ წავიკითხე ოთარაანთ ქვრივი..

მაზოხიზმის საფუძვლები რომ ჩემში დიდი ხნის წინ გაღვივდა

ეს ისედაც ცხადია

მაგრამ ამ შემტხვევაში უფრო სხვა იყო...

ვკითხულობდი, ვკითხულობდი

და

ვადარებდი

წინა წაკითხულის ემოციას შემდგომ წაკითხულის ემოციას

და

რა მიხაროდა ეს ნამდვილად არ ვიცი... : ))


ამ პოსტის წერა გუშინდელ ჩემს ლაშქრობას თუ გაბოდიალებას ჰგავს..

შემოვლითი გზებით მთავარის თქმა და შემოვლითი გზებით სახლამდე დაბრუნება

ერთმანეთისგან მხოლოდ იმით განსხვავდება

რითაც განსხვავდება

კი არა და

მე-6 ედ ვიყავი ვარძიაში

და

6 წასვლა მოსვლის მოგონებები

აჩქარებული კადრებივით ენაცვლება ერთმანეთს...

ნეტავ რითი განსხვავდება

20 წლის წინ ვარძიაში ნამყოფი ჰხათო

20 წელის შემდეგ ვარძიაში ნამყოფი ჰხათოსგან......


მახსოვს, მაშინ კლდეში ნაკვეთ გამოქვაბულებზე უფრო

ვარძიის წინ გასაყიდად გამოფენილი ცხვირსახოცები უფრო მომეწონა...

ასეთი ცხვირსახოცები არასდროს მქონდა ნაანხი..

ფერადფერადი..

ნახატებიანი...

მშობლებმა თითო თითო ცხვირსახოცის არჩევის უფლება მოგვცეს..

ჩემმა დებმა ლამაზთოჯინებიანი ცხვირსახოცები აირჩიეს

გვირგვინიანი და გაშლილკაბებიანი ლამაზი გოგოები ეხატა..

აი ისეთი, ბავშვებს განსაკუტრებით რომ მოსწონთ...

ჰხოდა დედამ თქვა, მაგ თოჯინებიან ცხვირსახოცებს ეს პატარა ყვავილებიანი არ სჯობსო?

რა თქმა უნდა არ სჯობდა

6 წლის ბავშვისთვის ...

და მახსოვს როგორ მივიღე გადაწყვეტილება მეყიდა წვრილიებიანი ცხვირსახოცი

იმიტომ

რომ

დედა გამეხარებინა : D

და ახლა როცა 20 წლის შემდეგ

მე-6 ედ თუ მე-7 ედ

ისევ მოვხვდი ვარხარარისძიაში,

როცა ბავშვობის ეს მოგონება ისევ ისე გაცოცხლდა კლდეში ნაკვეთი ქალაქის დანახვისას,

როცა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ისევ უფრო დიდ აღფრთოვანებას იწვევდა ჩემში, ვიდრე გამოქვაბულები

და

როცა ისევ დავდექი არჩევანის წინაშე საკუთარ სურვილსა და დედის სურვილს შორის

ჰხათომ 20 წლის წინანდელი ხჰათო ისევ იპოვნა

საკუთარ თავში

და...


ყველაფერი ბავშვური ხომ ჭეშმარიტია..


განსაკუთრებით კი სიხარული..


ისევ შემრჩა თუ არა მხიარული თვალები........










6 comments:

Anonymous said...

ori ram maocebs qveynad:varskvlavebiT moWedili ca ems maRla da me-xatos ucnauri postebis rezonansi CemSi! ...

მე-ხათო said...

რეზო ვიცი და ნანსი რაღაა :უსერ:

ნილიკი said...

xatoo hmagaar! (hug) shen!

Anonymous said...

nancy ...)))
http://www.youtube.com/watch?v=YZoQ_E8GHsk

მე-ხათო said...

ჰხეჰხე
გმადლობები
:ც

Anonymous said...

c - ra ari?
არაფრის:)))