Friday, July 2, 2010

დწეწქე


ჰხეხთ 

სულ ასეა..

როცა ჩემი ტვინი მზადაა ბლოგაობისთვის, 

მაშინ

ამ ტრანსპორტში ვზივარ,

ან სადმე 2000 მეტრს ზემოთ ვიმყოფები სუბალპურ ზონაში

ანდაც ადუღებული წყალით ვიმდუღები ასეთ სიცხეშიც კი..

არადა ჰგავხსნი მერე ამ ფანჯარას

გავივლი რეგისტრაციას

დავაწვები ნეწს და სადღაა აზრები და უაზრობები..

ამ თეთრი ფურცელივით კი არა და გვერდივით იცლება და სუფთავდება ჩემი ტვინი...


მორიგი დასკვნები

არც თუ ახალი

არც ძველი

არც მნიშვნელოვანი

არც უმნიშვნელო

ჯუსტ, რა...


სახე

ლი


ხათუნა - ნიშნავს, რომ წარმომთქმელმა შუაში მიწა გაჭრა და ადიდებული მდინარე გამოუშვა გაცოფებული შხეფებით..

ვერასდროს გადმოვა ჩემს მხარეს

და

არასდროს გაადავალ მის მხარე...

უხიდობა..

მხოლოდ დროდადრო გადაძახილი ნაპირიდან ნაპირამდე...


ხათ - ნიშნავს, რომ ვიღაცას გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს, საიდანღაც მოტანილი

და

სიმართლისგან 78,5 კმ ით დაშორებული...

შორიდან ყველაფერი ლამაზად ეჩვენება

და

ამიტომ ღიმილს იწვევს, რადგან თუ მომიახლოვდა და ახლოდან დამინახა

მიხვდება, რომ ისა....


ხათო -  ნიშნავს, რომ ვიღაცას ჰგონია, რომ მხოლოდ მან იცის, რომ მე მე ვარ და თან უნდა მეც ვიცოდე, რომ ის ის არის...



პატაპუტინა - ნიშნავს, რომ ვიღაცას სძინავს და სიზმარი ესიზმრება...არ გააღვიძოთ, დაე ეძინოს... 


ხათუ - ნიშნავს, რომ ზამთარია.. და ბუხართან ჩათბუნული ბავშვი ზის... ეძინება სასტიკად, მაგრამ  ელოდება როდის მოვა ახალი წელი...


სხვა? სხვა არც რა....


 და კიდევ...


ხალხი მოაჯადოვეს...

მაგრამ ხალხმა ჯერ არ იცის, რომ მოჯადოვებულია

და

მე კიდევ არ ვაპირებ რომ ვუთხრა..

რა აზრი აქვს, 

ან არ დამიჯერებენ

ან დამიჯერებენ და ინერვიულებენ

მაინც ვერაფერს შეცვლიან...

ჰხოდა მეც ვცდილობ არ შევიმჩნიო, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში არ ხდება..

ხალხს ესიზმრებათ, რომ მე რაღაცეებს ვაკეთებ

ისეთ საქმეებს..

აი დიდები რომ აკეთებენ და ჩვენ რომ გვეუბნებიან, დასხედით კუთხეში, ხელი არ შემიშალოვო..

ხალხს სჯერა, რომ მე შემიძლია დიდი ვიყო..

და ხალხი მოდის

და 

მეუბნება, რომ მე კარგად ვაკეთებ  იმას, რასაც ვაკეთებ

და

მე თავს ვწევ, რომ არ შემეტყოს, რომ მათ სძინავთ

და

მადლობას ვუხდი

და

გულში კი ვიცინივიცინივიცინი

და

მერე კიდევ ხალხი მოდის და მეჩხუბება, რომ მე მათ რაღაც დავუშავე

მნიშვნელოვანი..

და

მაშინაც ვცდილობ არ შემეტყოს, რომ მათ სძინავთ და მე მღვიძავს

და

მაშინაც ვიცინივიცინივიცინი

გულში

ჩუმად...

ზოგჯერ ეს დაგუბებული სიცილი ჩემში აღარ ეტევა

და

თვალებიდან გადმომდის

და

ხალხი ამას ამჩნევს 

და

ეჭვობენ, რომ შესაძლოა მათ სძინავთ

და

შესაძლოა, ისინი ვინმემ გააღვიძოს

და

შესაძლოა, მათი სიზმარი მართლა სიზმარი აღოჩნდეს

და

ისინი იწყებენ გამოფხიზლებას, ჭმუნვას, წრიალს

და

მე უკან ვაბრუნებ თვალებიდან ჩემს სიცილს

და

მათთვის ნაცნობი გაზრდილი სახით მათ სიზმარს კიდევ უფრო რეალურს ვხდი..

სიზმრულად რეალურს...


გეღვიძოს

ნიშნავს

გეძინოს

და

იყო

დიდი

ან

პატარაზე დიდი

ან

დიდზე უფრო დიდი

ან

დიდზე უფრო პატარა

ანდაც

პატარაზე პატარა...


იყო, ნიშნავს გეძინოს და სიზმარში რეალობა გესიზმრებოდეს...



2 comments:

babisa said...

neta martla egre iyos, rom iyo, nishnavs gezinos da realoba gesmizmrebodes, kargi iqneboda es realoba rom amrtla sizmari iyos, magram araa da ha
:)

xissunianisaxli said...

სახელები დაუყვია
ცოტას ლაპარაკობს არა უფროსწორად
ცოტა სიტყვებით )
მიყვარს მწვანე