Tuesday, June 15, 2010

;\

ეს იყო შარშან...


მაშინ დღევანდელზე უფრო იშვიათად ვიხედებოდი "კარავის" სხვა თემებში..

ანუჰხთ, მოკლედ რომ ვთქვა

"აუჰხთ რაღაც მინდა ვსთქუას" არ ვიყავი გაცდენილი...

მაგრამ ერთ დღეს თვალი მოვკარი თემას

"კარვის ნომინაციები"

და

შევიჭყიტე...

რაღაც ბევრი აქეთური თუ იქეთური ნომინაცია იყო ჩამოითვლილი

აი ისეთები

რომ წაიკითხავ


ამიოხვდები, შენ არცერთ მათგანს 10 მეტრითაც ვერ მიუახლოვდები,

ჰხოდა კიდევ ერთი ნომინაცია იყო

სპეციალური პრიზი თუ რაღაც მაგდაგვარი ერქვა..

მოკლედ, მიველ წავიკითხე, გამოვედი

და

გადამავიწყდა

რაღათქმა უნდა...

მერე იმისთვისაც აღარ შემიხედავს, რომ მენახა

ვინ

და

როგორ

და

რანაერად გაიმარჯვა...

მოკლედ გადამავიწყდა..

მაგრამ გადავიწყებაც ხომ გავლადია...

ჰხოდა კიდევ მორიგ ერთ დღესაც

კარავზე PM დამხვდა...

ვარვარა მწერდა, ძალიან გთხოვ, დღეს საღამოს თაღლაურაში მოდიო...

ძალიან არ მინდოდა წასვლა

მახსოვს..

ძალიან, ძალიან...

მაგრამ ისე მთხოვა, რომ....

მაშინ ვთქვი კიდეც, აი სხვას რომ ეთქვა, ვეტყოდი, რომ

აუ იცი დღეს საღამოს რაღაც ხდება,

მაგრამ ვარვარას მაგას..

არა, ვარვარას ვერ...

მოკლედ მივედი....

ჰხოდა თურმე იმ უკვე დავიწყებული ნომინაციების დაჯილდოვების ცერემონიალზე ამოვყავი თავი..

და

ბევრი რამ რომ ხდება სა20არი ამ ქვეყანაზე

აი ისეთი

სიზმარადაც რომ არ მოსჩვენებიათ ჩვენს ფილოსოფოსებს,

ეს ხომ ისედაც იცი

ჩემო ჰხორაციო

კი არა და

მოკლედ, თურმე სპეციალური ნომინაცია

ვარვარას ინიციატივით დაწესებულა

და

თავად მე ხათო ვყოფილვარ ნომინაციაში გამარჯვებული...

ვარვარამ მითხრა, სამსახურში დავბდე დიპლომი

"აუ რაღაც მინდა ვთქვას" თემის დედოფალი

პატაპუტინა

: ))

ჰხოდა, კიდევ საყვარელი ინდიელი ქალი მაჩუქა, თავისი პატარა ბიჭითურთ...

ჰხოდა, მას მერე ეს დიპლომი ჩემი კომპის თავზე,

ინდიელი ოჯახი კი კომპის მაგიდაზე გადმოცხოვრდნენ...

შევხედავ ხოლმე

და

მიხარია..

არ ვიცი რა,

მაგრამ

მიხარია

და

მორჩა ვაჰხთ...


ჰხოდა კიდევ, სიხარულის გარდა ვარვარა მახსენდება...

და

ისიც მახსენდება, რომ

იმ საღამოს მერე აღარ მინახავს...


აღარ მინახავს

და

ვეღარც ვერასდროს ვნახავ....


ისევ ეს საშინელი სიტყვა


ვერასდროს..

ვეღარასდროს....


ჩემი ინდიელი ქალი კი ისევ ძველებურად ეხუტება თავის ინდიელ ბიჭს,

მე ისევ ძველებურად ვეღარ ვარ

"აუ რაღაც მინდა ვთქვას" დედოფალი,

ზოგი ალთას,

ზოგი ბალთას,

ზოგი კი....


სიტყვა იყავ, სიტყვად იქეც






No comments: