Thursday, December 10, 2009

=


აი კიდევ რას მივხვდი

ცოდნა = სიცოცხლეს !

ანუჰხთ

ადამიანი მაშინ კი არ იბადება, როცა იბადება

არამედ მაშინ როცა  სხვა ადამიანი იგებს, რომ არსებობს... :როლ:

აი, ახლა მსოფლიოში რამდენი ადამიანი ცოცხლობს?

ტრილიონრაღაცა?

და მათგან ჩემთვის ცოცხალი რამდენია?

როგორ შეიძლება ცოცხლად ჩაივთვალო ადამიანი

რომლის არსებობის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცი?

როგორ შეიძლება მომინდეს ხილი

თუ ის სადღაც უღრან ტყეში ხარობს

და

მისი გემო  არასდროს, არავის გაუსინჯავს?

ყოველი ახალი ადამიანის გაცნობა

ხომ

იმ ადამიანის შენში დაბადებაა...

აი თუნდაც ღმერთი

როცა სრულიად მარტო იყო სამყაროში

და

მის გარდა მხოლოდ ქაოსი იყო

ცოცხალი იყო??

კი არა და

ღმერთი ხომ მაშინ გახდა ღმერთი, როცა მისი არსებობის შესახებ შეიტყვეს?

ანუ 

ცოდნა, რომ ვიღაც სადღაც რაღაც იგივე არსებობაა?

თუ ასეა

რამდენი ადამიანი დაიბადა ამ ათ დღეში ჩემ ში

რააამდენი

და

ყველაზე ცუდი

ყველაზე გულის დასაწყვეტი

კი ისაა

რომ

ასევე რამდენი ადამიანი გარდაიცვალა  ჩემს გონებაში..

გარდაცვალება გარდაცვალების გარეშე

ანუხთ

ცოდნის შეწყვეტა = გარდაცვალებას...

მე ვერასოდეს

ვერასოდეს

ვერასოდეს გავიგებ

ვეღარაფერს მათ შესახებ...

უბრალო, მეორადი ეპიზოდური როლის შემსრულებელი ადამიანების შესახებ

”ჩვენ ვერ დავუხადეთ ერთმანეთის გარდაცვალებას

და

ამიტომ ერთმანეთი გამოვიტირეთ დიაგნოზის დასმისთანავე”

თუ რაღაც  მსგავსი...

გვამებით ვარ დატვირთული

ანუ

მოგონებებით..... : )


პ.ს. ბევრი უნდა გავიცნო, რომ ცოტამ მაინც იცოცხლოს ...


2 comments:

tammo said...

უფრო და უფრო მაშინებ, თუმცა ვეთანხმები შენს სულისყივილს (თუ რაღაც ასეთს)

babisa said...

moica anu mogonebebi= gvamebs?
aramc da aramc
:|