Wednesday, December 9, 2009


თქვენ გგონიათ მე არ მინდა ყველაფერი დაწვრილებით მოვყვე?

ძალიანაც მინდა

ძალიან

იმიტომ კი არა რომ

თქვენ მოგიყვეთ

იმიტომ რომ არასოდეს, არასოდეს არასოდეს

მიეცეს დავიწყებას

ის რისი დავიწყებაც ყველაზე ნაკლებად მინდა

მაგრამ ადამიანებს ხომ

ყველაზე პირველად ის ავიწყდებათ,

რაც

არ უნდათ რომ დაივიწყონ

ამიტომაც აგერ უკვე რამდენი ხანია

მინდა დავწერო

მინდა

მინდა

მინდა

მაგრამ

მარტო სურვილი რას უშველის თუ ბუნებამც არ უშველა

კი არა და

ალბათ ასე დავიწყებდი წერას

მე

რომ წერა შემეძლოს

”ღამის 12 საათზე ორმა არაბმა გამოგვიარა და უდაბნოსკენ ავიღეთ გეზი...”

მაგრამ მე წერა არ ვიცი

და ამიტომ 

ვწერ მხოლოდ იმას

რომ

ყველაფერი დაიწყი ისე

როგორც იწყება 

ძილი...

ჯერ დუნედ დუნედ დუნედ მივგორავდით

მერე სხეული უწონობის მდგომარეობაში გადავიდა

და

რამდენჯერმე შეხტა

მაგრამ მიხვდა რომ

გამოფხიზლება შეუძლებელი იყო

და

დაიძინა 12 დღიანი ძილით....


პ.ს. ცხოვრება ეგვიპტის გზებს ჰგავს

მიდიხარ მიდიხარ მიდიხარ

უდაბნოში

და

როცა გგონია, რომ მიხვედი

უცებ 

უხვევ....(ც) ნადია



5 comments:

Toma said...

au, ra dzaalian magar adgilas iyaviT!!!
meechveba rodesme daviwyebas mieces!!!

პერწკლი said...

გამიხარდი : ))
შენი მოგზაურობაც გამიხარდა.
`წელცომე

Unknown said...

მოვხვდები, მოვხვდები, მოვხვდები უდაბნოშიც

tammo said...

მეორე სერიას ველი, შენებურს თორემ ისე კი ვიცი რაც ხდებდა:))))

nati kuda said...

ცხოვრება ეგვიპტის გზებს ჰგავს

მიდიხარ მიდიხარ მიდიხარ

უდაბნოში

და

როცა გგონია, რომ მიხვედი

უცებ

უხვევ....(ც) ნადია

:))))