Wednesday, October 28, 2009

%


ვერავინ ვერაფერ უჩვეულოს ვერ ხედავს იმაში

რომ

არაფერი უჩვეულო არ ხდება...

მე კი ეს არაჩვეულებრივი უჩვეულობა

მაოცებს

არა..

კი არ მაოცებს

მაფიქრებს...

მათ ჰგონიათ, რომ  მე ერთ ჩვეულებრივ სამსახურში ვმუშაობ

ჩვეულებრივ თანამშრომელად

და ჩემი სამუშაო დღე,

ჩვეუნებრივ, ისეთივეა,

როგორც ჩვეულებრივი ადამიანის...

მე ჩვეულებრისამებრ, ვიღვიძებ 8 სთ ზე

და ჩემი სამსახური , ჩვეულებრივად, იწყება 9 სთზე

ისევე როგორც, ჩვეულებრივ ხდება ხოლმე

მე სახლიდან სამსახურამდე მისვლას ვანდომებ ნახევარ საათს

ჩემი სამუშაო დრო, ჩვეულებრივ, მთავრდება 6-7 სთ ზე

ჩემი საქმე  ისეთჳვეა, როგორიც ჩვეულებრივად, დასაქმებულ ადამიანებს აქვთ...

თითქოს არაფერი უჩვეულო არ ხდება

მაგრამ

კიდევ და კიდევ და კიდევ

ეს ჩვეულებრივობა მაფიქრებს...

მგონი დღეს კვალს მივაგენი

მგონი მივხვდი

რომ

რიცხვების ტყვე ვარ...

მგონი სამსახურში ჩვეულებრივმა რიცხვებმა დამიქირავეს

რადგან

მათ ჩემში რიცხვი აღმოაჩინეს

არ ვიცი რამდენი..

არამგონია 1...

ჰხო, ზუსტად რიცხვების ტყვე ვარ

და

რიცხვები მეუბნებიან რომ

ჩემი გამრავლება არ შეიძლება

არც გაყოფა

რადგან ჯამში მივიღებთ

0 -ს

:როლ:

სასრულად უსასრულო გალაქტიკაში გაბნეული რიცხვები მარწმუნებენ,

რომ

ჩემი მისია  სამყაროს გადარჩენაში ჯერ არ მდგომარეობს

თუმცა, ჯერჯერობით შესაძლებელია გადავარჩინო

პატარ-პატარა ობიექტები..

ამისათვის რიცხვებთან თანამშრომლობაა საჭირო...

ამისათვის, უნდა  დიდხანს, ძალიან დიდხანს

ძალიიან დიიდხანს ვუყურო 

ათასობით ციფრს...

უნდა თითოეული მათგანის ნდობა მოვიპოვო

უნდა დავანახო, რომ მეც ერთი ჩვეულებრივი ციფრი ვარ

ხანაც რიცხვი

რომელიც არც იყოფა და არც მრავლდება

უნდა დავაჯერო

რომ

მეც

როგორც მათ

მხოლოდ ერთი სურვილი მამოძრავებს

ვიპოვნო ჯამი!

და ამის შემდეგ მილიარდი პატარ პატარა ციფრი

ციმციმს იწყებს,

შესაკრებლები ადგილს იცვლიან

და

ჩემი თვალები ემსგავსება მათემატიკის უჯრიან რვეულს

რომელშიც

5 ოსანი მე8 კლასელი

უცნობ განტოლებებს ხსნინს....

სულ ესაა ჩემი სამსახური

ჩემი ჩვეულებრივი სამსახური

თავისი ჩვეულებრივი საქმით

რომელიც

ჩემს რიცხობრივად თვლად ტვინს

ზოგჯერ უთვლადს ხდის

და

არწმუნებს, რომ

ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა ერთი განტოლების ამოხსნა....









3 comments:

babisa said...

'is rac sxvistvis chveulerivia' :]

tammo said...

ართულებ ყველაფერს, არადა დარწმუნებული ვარ ეს ყველაფრი მართლაც ჩვეულებრივია, პრობლემა როდის დადგება იცი??? ჩვეულებაში რომ გადავა ეს ყველაფერი............

გურამი said...

ორიგინალური შეხედულებაა. :) ცხოვრება განტოლების ამოხსნაა. :) მდაა.. დამაფიქრასავით.