Friday, August 21, 2009

:ც


დამთაგეს 

ვაშა! ვაშა : ))

კი არა და

რაც პირველად ბავშვიბის მოგონებები თუ რაღაც წავიკიტხე

'რომელიღაც ბლოგზე

იმის მერე ვფიქრობ, ნეტავ მე რა მეგონათქო

და

ისა...

ბევრი ვერაფერი გავიხსენე :უსერ:

უფრო სწორად რაც მეგონა, სწორად მეგონა და ახლაც ისე მგონია :დ

აი წერომ მომიყვანაო და კომბოსტოში მიპოვნესო და ეგეთი სისულელეების არასდროს მჯეროდა...

კი არა და

მაინც...

1) მეგონა, რომ ვიყავი ძალიან ლამაზი და საყვარელი და ქუჩაში ვინმე თუ არ მეფერებოდა მივდიოდი და ვეკითხებოდი, ხომ ძალიან ლამაზი და საყვარელი ვარ მეთქი და მერე იძულებულნი იყვნენ მომფერებოდნენ :უსერ:

2) მეგონა, რომ აუცილებლად მოვხვდებოდი სამოთხეში და მახსოვს ჩემი პირველი რეაქცია, ვიღაცამ მითხრა რომ ეგრე თუ გააგრძელე ჯოჯოხეთში მოხვდებიო და სერიოზული დეპრესია მქონდა, როგორ მეე, ასეთი კარგი და საყვარელი როგორ შეიძლება ჯოჯოხეთში მოვხვდეთქო :დ

3) კიდევ მახსოვს ერთი ფარდაგი, რომელზეც ტყე და ცხოველები იყვნენ გამოსახული და ეს ფარდაგი ჩემს საწოლტან იყო ჩამოკიდებული და დარწმუნებული ვიყავი, რომ ფარდაგის უკან ნამდვილად ცხოვრობდნენ ეს დათვები და მგლები და მელიები და სულ ემშინოდა შემთხვევით ფარდაგი არ გამოწეულიყო და არ ჩამოხვენილიყვნენ :როლ:

4) კიდევ მეგონა, რომ ღამე ცაზე შავ ნაჭერს აკრავდნენ და ეს ნაჭერი ნემსით იყო გახვრეტილი და იმიტომ ჩანდა იქიდან სინათლე ანუ ვარსკვლავები და ერთ ადგილას მეგონა ის შავი ნაჭერი გაიხათქო და მაგიტომ ჩანს ასე დიდად სინათლე კი არა და მთვარე ლოლ

5) ჰხო, კიდევ დარწმუნებული ვიყავი, რომ როცა ვიძინებდი, ჩემი საწოლი მიფრინავდა იქ რასაც ვხედავდი სიზმარში და მეშინოდა რომ გავიღვიძებდი მალე არ გამეხილა თვალები, რომ საწოლს მოესწრო ოთახში დაბრუნება :უსერ:

6) ჰხო, ეს დღემდე შემომრჩა... მგონია კი არა და დარწმუნებული ვარ, რომ როცა სახლში არავინაა, ნნივთები მოძრაობენ და ამიტომ, როცა ვიცი რომ არავინ დამხვდება სახლში მაშინაც 5 წუთს ვრეკავ კარზე და ნივთებს ვაფრთხილებ, მოვედი და დაეწყვეთ ისევ ისეთქო  : ))))))

7)  მეგონა, რომ ბაბუაჩემი იყო შოშია :უსერ: და მეშინოდა არ გაფრენილიყო ზამთარში.... 

8) მეგონა, რომ როცა 25 წლის გავხდებოდი, მეყოლებოდა ქმარი და 2 შვილი : )) და სახლში მედგმებოდა მრგვალი მაგიდა და წარმოდგენილი მქონდა როგორ ისხდნენ  ამ მრგვალი მაგიდის გარშემო ჩემი ქმარ–შვილი და მე როგორ შემომქონდა საცივი : ))))))))))))) და მე, ჩემს წარმოსახვაში ვიყავი, მაღალი, გამხდარი, უკან შეკრული კიკინა მქონდა, თმები გადაწეული შუბლზე და კაბა მეცვა წელზე რეზინით და მერე რომ იშლება და ფართოვდება :უსერ: და თან ეს კაბა ცისფერი იყო რატომღაც :როლ:

არადა აი ახლა ვარ 25 წლის და  მაცვია შავი შორტები, იასამნისფერი მასური, მწუნე კეტები, მოვარდისფრო  შარფი მიკეთია და წითელი თმა მაქვს თვალებში ჩამოფხატული და ქმარი 2 შვილი კიდევ ისა...............: დ :დ :დ

კი არა  და

ჰხუხ

დავასრულო ბავშვიბაში მოგზაურობა

და

დავუბრუნდე დისლოკაციის ადგილს

კი არა და

დათარგვა თუ რაღაც არ ვიცი როგორ ხდება

და

ისთრე რომ ჩამოვწერო ნიკები

არ შეიძლება?

:უსერ:

უბრალოდ

მაინც

პერწკლი

5 comments:

Anonymous said...

hoo..... is rac axla gvgonia, rodis unda davwerot
lol
20 wlis mere -"25 wlisas megona" blogze davwerot :D :D :D

vasasi said...

:D :D :D

ის პატარა ხალიჩა მეც მახსოვს.. :პ
მაგრამ მე რომ ვუყურებდი თავი რატომღაც ჭალში მეგონა ხოხლმე.. :დ



შოშია მაგარი იყო... :დ


ფანტაზიოოორ... :*

გურამი said...

ჰოო.. როგორც ვატყობ გაგიარა. მარა აი ლინკები რომ არ მუშაობს, მაგის გავლას რა დრო დასჭირდება ნეტა, ჰა, პატაპუფეტე?

Toma said...

აი ეს რატომ გეგონა?
7) მეგონა, რომ ბაბუაჩემი იყო შოშია :უსერ: და მეშინოდა არ გაფრენილიყო ზამთარში....

Anonymous said...

))))ise ra bavshvi iqnebodiiii.....))))