Tuesday, March 31, 2009

ჰხ


2009 წლის მარტმა თავისი არსებობის უკანასკნელ დღეს ნამდვილი გაზაფხული მოიყვანა
აჰხაათ, მიდით, მიესიეთო - სთქუა და ისეე მიილმიიწურა,
რომ
გული დამწყდებოდა
მაგრამ
არ მაქვს....


ჰხო..
გულზე გამახსენდა
გუშინ შუა ქუჩაში გულმა დამტოვა და წავიდა
და
დავრჩი ასთრე გულწასული


დღეს რამდენჯერმე გააავტორიზაციე ბლოგი
რამდენჯერმე დავიწყე წერა
პირველად იმაზე, რომ....
ჰხო იმაზე...
მაგრამ უცებ თავი ავწიე
და
დარაბებს მიღმა გაზაფხული რომ დავინახე
ვიფიქრე, როომ...
მოკლედ არ დავწერე არაფერი


სამაგიეროდ
სამსახურიდან რომ გამოვედი
მივხვდი რომ
უთქმელდაუწერელი სიტყვები მამძიმდებდნენ
მბოჭავდნენ
მხუთავდნენ
მადედებდნენ
და......


რამდენი ხანია ჩემი თავი არ გამისეირნებია...
აი ასე..მარტო,
სრულიად უმიზნოდ რომ მიბოდიალობ
არ იცი სად
და
რაც მთავარია
საკუთარ თავს რომ ელაპარაკები...

ჰხოდა მართალია ჩემს თავს პირობა მივეცი
რომ
ყოველგვარი მოგონება
მხოლოდ მოგონება და წარსულია
და
არა მიზეზი აწმყოს განწყობისა
მაინც...

უბრალოდ, სადად, უჩუმრად, ძალიან მარტივად
გადავიხადე
წლისთავი
: ))

რომ ზოგჯერ თბილისს შეუძლია გაბოროტდეს
აიკრიფოს კალთები,
თავისი გარეუბნები
შეისრუტოს მთელი ჰაერი
და
სიგანე გაისიგრძეგანოს
რომ ზოგჯერ თბილისი იკუმშება
და
ჭყლეტს ყველას ვინც მასში მოჰყვება
რომ საშინლად გინდა გაიქცე
გაშორდე
სულსულსულ სხვა ქალაქში გადაცვალო
მაგრამ
ზოგჯერ თბილისმა შურისძიბა იცის
აიკედლება აღმოსავლეთიდან დასავლეთით
ჩრდილოეთიდან სამხრეთით
და
არ გიშვებს
გბლოკავს
გბოჭავს...
და მერე
მთელი
დღეები
კვირები
თვეები
ყოველ წუთს
ყოველ დროს
ყოველ წამს
იბრძვი, რომ თბილისი ისევ გააფართოვო
გაამზისდავარდებისმხარეო


მგონი ცოტა უკვე გამომივიდა


კი არა და


დღეს, ბოდიალისას, 2 ისეთი ადამიანი დავინახე
რომელთაც
აი უკვე წლებია
მხოლოდ ქუჩაში ვხედავ
და
რაღაცნაირად შევეჩვიე...

გამიხარდა!


გამიხარდა, რომ თბილისი ისევ უბრუნდება თავის საზღვრებს ჩემს თვალებში

1 comment:

Unknown said...

რა საყვარელი ხარ .

გამოვტყდი.