ერთი ჩვევა მაქვს ბავშვობიდან - როცა რაღაც განსაკუთრებულ/მოულონდელ/ჩემთვის მნიშვნელოვანი ხდება, საათს ვუყურებ....
ხშირას საათს ვუყურებ მაშინაც, როცა ვლოცულობ..
ალბათ, მიხვდით დროს რამხელა მნიშვნელობას ვანიჭებ..
რამხელას არ ვიცი, მაგრამ გადაჭარბებულს ..
მაგრამ ეს რა შუაშია იმ ამბავთან, რისი მოყოლის სურვილიც გუშინ ძილის წინ გამოჩნდა და ფიქრებში ისეთი კარგი და გემრიელი პოსტი გამოვაცხე, რომლის მსგავსზეც რეალში არც კი უნდა ვიოცნებო
მოკლედ უეცარმა ხმაურმა რომ გამომაღვიძა პირველი საათს შევხედე და ოთხს ეკლდა ოცი წუთი..
წამის მეასედებში მივხვდი რა ხდებოდა..
ეს არ იყო შიში ან სიხარული ან რამე მაგდაგვარი
ეს იყო სიტყვა "გაფაციცება"
საბანი ცხვირზე ავიფარე და შევეცადე სუნთქვა შემეკავებინა რომ ჩემი არსებობის შეხსენებით ის დაბნეული ჰაერი არ გამეფანტა, რაც სახლში სუფევდა
დედა გარბოდა მარჯვნივ
მამა -მარცხნივ
ბებია- ჩრდილოეთით
პაპა -სამხრეთით
და
ამ დროს ჩემმა უფროსმა დამ, რომელიც ძილბურანიდან ყველაზე გვიან გამოერკვა, ნახევრად მძინარე ხმით იყვირა: "დედა, ფეხმძიმედ ხარ?" :D
უცებ ყველა გაჩერდა, ერთმანეთს გადახედა და ყველას გაეცინა
ყველას ანუ მეც
მე დედას შევხედე და დედაც იცინოდა
და
რადგან იცინოდა, ე.ი. მშობიარობა არ იყო საშიში, ვიფიქრე მე და უფრო ხმამაღლა გავიცინე
საწოლებიდან წამოვხტით სამივე
ფეხებში ავებლანდეთ
ვიცონოდით
ვხტუნავდით
მალემალემალე
ძმა გვინდა, ძმა გვინდა :))
მე ვიყავი 8 წლის
ჩემი უფროსი და -12 წლის
და
კიდევ უფრო უფროსი და -13 წლის...
გარეთ თოვლი იყო მუხლს ზემოთ
წასვლამდე დედამ დამიბარა იმ დღისთვის ჩემთვის ყველაზე მძიმე სასჯელი - სკოლა არ გააცდინო !
"იქნებ ტყუპები იყვნენ?"
"იქნებ ცისფერი თვალები ჰქონდეს?"
"ნეტავ როგორი ხმა ექნება?"
"ნეტავ 20 წლის მერე ამ დროს როგორი იქნება"
"ნეტავ 20 წლის მერე ამ დროს ჩვენ როგორები ვიქნებით?"
"20 წელი... 20 წელი... 20 წელი"
20 წელი დროის აღქმის ყველაზე დიდი საზომია... 20 წლის შემდეგ... 20 წლის წინ...
"ბიჭი იქნება თუ გოგო" - ეს შეკითხვა არც განიხილებოდა, მიუხედავად იმისა რომ მაგ დროს ეხო ჯერ ახალი ხილი იყო და ექიმები ისევე ხედავდნენ, როგორც ახლა მე :D
სკოლაში მქონდა გაკვეთილი კომშზე
რა მეკომშებოდა...
სახლში გავაკეთეთ საჭმელი - შემწვარი კარტოფილი
რა გვეკარტოფილებოდა..
სამჯერ მოვიდნენ და სამჯერ დაბრუნდნენ სამშობიაროდან
ჯერ არაფერია
ჯერ ადრეა
მერე როგორც ხდება ხოლმე
მანქანების ხმა
სიგნალები
სიცილი , ხმაური, ესა, ისა..
არა, თოფი არ გაუსროლიათ :)
და მაინც ეს 20 წელი...
20 წლის მერე მე ვიქნები მოხუცი - ამბობდა მამა
20 წელის მერე თუ მოვესწრები ნეტავ როგორი იქნება ჩემი შვილიშვილი -ამბობდა პაპა
20 წლის მერე მე ვიქნები დიდი - ვამბობდი მე
მამა არ დაბერებულა, მე ისევ ისეთად აღვიქვამ როგორადაც 20 წლის წინ
პაპა ვეღარ მოესწრო 20 წლის შემდეგ თავისი შვილიშვილის ნახვას
მე გავიზარდე
ანუ
გამოხდა ხანი
ხვალ არა და ზეგ
ამ ისტორიას 20 წელი შეუსრულდება
:)
კახაბერ ჯაყელი – პროფესორის დაკრძალვა ანუ ამბავი უ-საზოგადოებისა
-
პ რ ო ფ ე ს ო
რ ი ს დ ა კ რ ძ ა ლ ვ
ა ...
1 year ago
1 comment:
Dacã te-ai sãturat de numãrul usilor care þi-au fost închise în fatã, înscrie-te la un curs calificare si asigurã-ti mãcar o usã deschisã. Datoritã programelor de formare pe care le derulãm, caltitatea unui curs calificare este la cel mai înalt nivel, garantându-ti performanþa si oferindu-ti cheia succesului. Alege varianta potrivitã tie si înscrie-te la un curs calificare Expert Training!
Post a Comment