Saturday, May 15, 2010

ნკჯნ;კჯნ;


ბუნებაში ყველაფერი თუ კანონზომიერად

მიმდინარეობს

ანუჰხთ გამოდის, რომ

ახლა, ღამის 2 სთ ზე ამ სისულელეების წერაც\

კანონზომიერია?

თუმცა ვინ თქვა, რომ კანონზომიერი მხოლოდ ანტისისულელე შეიძლება იყოს

ჰხუხ

რა ხდება გვერდით ოთახში

როცა

მე

მეორე ოთახში ვარ

ნეტავმც...

ან ვინ იცის

იქნებ უფრო საინტერესო სიუჟეტები

ვითარდება ჩემი ორი სათვალთვალო თვალის მიღმა...

ვინ იცის, ის

რაც არავინ არ იცის...

მეძინება. მაგრამ არ ვიძინებ...

ესეც კანონზომიერია

ალბათ...

ჯაჭური რეაქციები..

გადასვლა ერთი რგოლიდან მეორეზე

მეორედან მესამეზე

მესამედან.....

და მერე ისევ პირველზე

და

რგოლიდან რგოლზე გარდამავალი ცხოვრება...

ჯაჭური რეაქციები..

ვინც იყო

იგი

რომ არა,

არ იქნებოდა

რაც

არის

ო


ცხოვრება ძალიან ჰგავს რიცხვებს

უფრო სწორად მათემატიკურ ჩანაწერებს..

ერთ დღეს მოინდომებ

ნაშთი ნახო შენი ცხოვრების

და

შედეგი თუ ის არ აღმოჩნდა

რასაც ელოდი

მოგიწევს

მთელ ცხოვრებას დეტალურად გადაავლო თვალი

რომ

იპოვნო სად დაუშვი შეცდომა...



მეზარება ნაპოვნი შეცდომების გამოსწორება...


ალბათ იმიტომ რომ

ნაშთი

დღევანდელი დღის მდგომარეობით

მაინც არ შეიცვლება....



არ გაივლის დღე

რომ არ დატოვოს

სიტყვა

ცივი

ო





ჩამქრალი ლაჟვარდოვანება.........

Wednesday, May 12, 2010

ეწქექწ


გაზაფხული მოვიდა მთელი თავისი გაზაფხულობბით

ანუჰხთ

ამწუანდა მდელო, ამწუანდა მთები..

ტყემ მოისხა ფოთოლი

სიმართლე, რომ გითხრათ,

მერცხალი ჯერ არ ჭყივის,

მაგრამ

ხომ იჭყივლებს?

მოკლედ გაზაფხული მოვიდა.....

ჰხოდა ვის გაუხარდება ყველაზე მეტად გაზაფხულის მოსვლა

თუ არა

ჩემს ფეხებს :უსერ:

ჰხო, სწორედ ფეხებს...

გამოზამთრებული და გაუსაქმურებულები

როგორც იქნა

ამოძრავდნენ

დ

ა

ერთ ადგილას არც თვითინ ჩერდებიან და აღარც მე მაჩერებენ :ს

მიხარია..

მიხარია, რომ ამ გაზაფხულსაც

ბუნება მიხმობს

თუ მეძახის

ან იქნებ არც მიხნობს და არც მეძახის,

იქნებ ამბობს კიდევაც რა გამიწყალა გული

რას მიტკეპნის ამ სიმწრით ამოსულ ბალახებსო..

ჰხუხ

მწუნე ბალახში ძილი გერჩივნოს იმას

ო

რა ჰქვია...



და მაინც, სა20არია, ადამიანი ხომ არის ბუნების შვილი და არა ხელოვნურად შექმნილი რაიმე ნივთი

ხომ დამეთანხმებით, რომ არის?

და თუ არის, მაშინ ადამიანი რატომ არ უხდება ბუნებას?


აი, როგორც გადაგდებული ნაგავი

და

დაყრილი ერთჯერადი ჭურჭელი

ისე რატომ მეჩხირება თვალებში

ადამიანი

?


დღეს შემომაფიქრდა ეს და

მერე

იმ ხალხსაც

და

ჩემ თავსაც

და

ბუნებასაც

პირობა მივეცი, რომ ამ საკითზე ვიფიქრებდი

და

გასაღებს ვიპოვნიდი..

მაგრამ ახლა არა\

ახლა მხოლოდ უსასუტიკესად გადაღლილ, მაგრამ ბედნიერე ფეხებს ვგრძნობ

დ

ა

ვულკანივით მეფრქვევა თავში აზრი:

სასიარულო კიდევ ბევრია...



და სანახავი კიდევ ბევრია...



და ბევრია

ბევრია

ბევრია

მწუნე ბალახები, რომელებიც თანახმანი არიან ფეხი დავადგა

ოღონდ მივიდე

და

ვნახო



:ც










ალუჩები..........

Friday, April 30, 2010

bhubo

ისა..

აი რა მაგარი გრძნობაა

იმ

ტრანსპორტში რომ ზიხარ

რომელიც

იქ არ მიდის

სადაც შენ მიდიხა...





ან აი, საკუთარ გაჩერებამდე რომ მიაღწევ

და

რომ წამოიწევი,

პირს რომ გააღებ, რომ სთქუა

გააჩერეთ

ო

და

უცებ რომ გაჩუმდები

და

"მარშუტკა" კი მიდის და მიდის

და

შენ

კიდევ

სცილდები

და

სცილდები
და

შორდები

და

შორიშორდები

იმ ადგილს

სადაც

მიდიიოდი,

სადაც უნდა ჩასულიყავი,

არადა როგორ გეჩქარებოდა

როგორ ძალიან....



და

რაღაც..არ ვიცი რა ჰქვია

სიმშვიდე?

თუ ცინიკური ღიმილი,

თუ რაღაც სიამაყის მაგვარი,

რომ

აი

გასცდი საზღვრებს..

იმ საზღვრებს

სადამდეც

უ

ნ

დ

ა

მისულიყავი

და.....



და ერთრხელაც იქნებ მართლა გაჰყვე იმ ტრანსპორტს

რომელიც

წაგიყვანს

და

სულ ახალახალახალ ადგილებს განახებს

და

თუ დაიმსახურე, იქნებ საშენთავგადასავლო ამბებიც გგისახსოვროს......







ბოშა მინდა ვიყო!ესწე

Thursday, April 22, 2010

ნმბვდფ


ვინ თქვა, რომ კაცობრიობას დროის მანქანა ჯერ არ გამოუგონიაო

აბა ინტერნეტი რა არის..

მმ...

აი ახლა, აწმყოში

აწმყოს შესაფერ გრძნობაშესატყვისთავისგასართობ ინფორმაციებს ვეძებდი

და

უცებ

2 წლის წინა დროში ამოვყავი თავი..

ჰხუხ

ჰხო...ზუსტად ორი წლის წინანდელი ჩემი თავი ვნახე..

ფორუმის ერთ-ერთი ძველი თემა შემოემხნა

მივყევი

მივყევი

შემდეგ ჩავყევი

ჩავვარდი

და

2 წლის წინა პერიოდი თავიდან გავიარე..

ჰხუხ..

როგორ ვფიქრობდი

და

როგორ განვიცდიდი

და

როგორ მინდოდა

და


კი არა და



გავზრდილვარ...


უფრო სწორად მისწავლია, რომ უნდა გავიზარდო..


ჰხეხ




როგორც სიზამრში..


რომ იცი რომ სიზმარია

და

შენ მაინც ვერაფერს შეცვლი

და

ყველაფერი ისე იქნება

როგორც იქნება

ეგეთი გრძნობა შემომეგრძნოვა....


როგორ სჯეროდა მაშინ მას თურმე : \

და

როგორ მომინდა

რომ

აი ახლა

ორი წლის მერე

მიმეწერა, რომ

არა!

ნუ გიხარია..

ნუ გჯერა..

აი გაივლის კიდევ 2 წელი

და

ყველაფერი ისე არ იქნება როგორც 2 წლის წინ...

როგორ მინდოდა

და

როგორ აზრი აღარ ჰქონდა ამის თმას

აახლა

ორი წლის მერე....


: \



ზოგჯერ მართლა

როგორ

იშლება

ყველანაირი ზღვარი...

ზოგჯერ მართლა

როგორ ეკარგება

აზრი

რეალობასა და სიზმარს...



და ზოგჯერ

ეს

ზოგჯერ

როგორ

ხდება

ხშირად..........

Saturday, April 17, 2010

uberavs Karavi.wmv

ეს უნდა იყოს აქ !!!!!

Thursday, April 15, 2010

ცია


როდის უჩნდება ადამიანს წერის სურვილი?

ან საერთოდ წერა რა არის?

წერა წერაა

ბედის იქნება

თუ

სიტყვის..

თეთრით შავზე თუ პირიქით..

ყველანაირი წერა, ბოლოს მაინც ბედის წერაა ალბათ

თუმცა, ისიც ხდება ჯერ დაწერ და შემდეგ დაწერილი იქცევა ბედის წერად...

ჰხახ

რა ამოძრავებს ადამიანს?

ახლა, ამას რომ ვწერ, რა მაძლევს იმის ძალას, რომ თითები ვატყაპუნო კლავიატურაზე?

ციები

ციები

ემოს

ციები..


მეემოციები

შენემოციები

ისემოციები..


თურმე, ემოცია ყყოვლად უფორმო და უსხეულო ყოფილა..

ამიტომ როგორც კი ადამიანის გულში თუ ტვინში თუ მთლიანად სხეულში გაჩნდება,

მაშინვე

რასაც კი დაინახავს ფორმიანს და შინაარსიანს და სხეულიანს,

მასში ჩასახლდება

და

მერე ადამიანის ტვინში ამ ემოციიას სწორედ იმ სხეულიანფორმიანის სახელი ჰქვია...



აი, როგორც ოდესღაც ბორჯომის ემოცია ჩასახლდა ჩემთვის წითელ ქვიშაში

და

სიმშვიდის ემოცია კიდევ სიმწუანეში..



ჰხოდა, ახლა აღარ მიკვირს, რატომ მეუფლება ზოგჯერ გაურკვეველი სიხარული

ზოგიერთი

უცნობი ადამიანის დანახვისას,

ანდაც

რატომ მიფანცქალებს გული ინტერნეტში რიცხვ 1- იანის დანახვისას..


ალბათ, ოდესღაც ფორუმზე PM ის მოლოდინის ემოცია სწორედ ამ 1 იანში ჩასახლდა : )) აი, უცებ რომ შემოგეფეთება თვალში და გული აგიფანცქალდება, ვაა, მოუწერიაო : ))


ჰხოდა სიკვდილის ემოცია, კიდევ ჩემი სახლის საათში ბუდობს..

თან ისე ძლიერ და ფესვებგადგმით,

რომ

საკმარისია

სახლში ვინმემ სიტყვა " სიკვდილი" ახსენონს, რომ

მომენტალურად საათს ვუყურებ : D



ჰხოდა ასთრე...


ბლოგი ჩემთვის უკვე დიდი ხანია იქცა

ემოციების სასაფლაოდ..

: )



ვავტორიზაციავდები,

შემოვდივარ,

ვიხდი ემოციას,

ვაგდებ ამ თეთრ ფანჯარაში

და

გავდივარ

გამსუბუქებული : )



ჰხოდა გავედი ახლა ჩამოემოციებული

იმ

იმედით, რომ

ოდესმე

კიდევ

გავემოციავდები

და

ემოცია

კი

მერე

ახალ პოსტებს შობს


: )

Friday, April 2, 2010

; )

ზოგჯერ კინაღამ მართლა დავიჯერო,

რომ

ადამიანი,

როგორც ადამიანი,

მართლა არსებობს...





ყველამ თუ არა, ნაწილმა მაინც გაიგეთ ალბათ ჩემი

ტრაგი/კომედიური ამბავი

ბანკომატთან და კარტასთან დაკავშირებით..

ვინც იცის იმან მოუყვეს ვინც არ იცის

იმას

კი არა და

კაი, ჰხო

ორი სიტყვით გავცოდნისდედავდები...

მოკლედ ხუთშაბათს სამსახურის მერე , როგორც იქნა მეღირსა ნანატრი ხელფასი

და

გავიქეცი საქართველოს ბანკისკენ..

თან გულში სულ კაპიკ/კაპიკ

კი არა და

თეთრ/თეთრ გადავანაწილე

რაში დავხარჯავდი ხელფასს : D

მაგრამ ხანგძლივ ეს სოფელი

თუ ქალაქი გაახარებს

ო?

თუ რაღაც...

მოკლედ, კარტა ჩავდე ბანკომატში

ბანკომატმა დააღო დიდი პირი

და

ჩემი საწყალობელი და სამგზის სანატრელი

კარტა

გადამიყლაპა... : უსერ:



ჰხოდა რადგანაც სამუშაო დღე უკვე გასული იყო

და

წინ კიდევ

4 უქმე დღე მოჰყვება

ბანკში გამმიცხადეს

სამშაბათიდან 3 სამუშაო დღე გადათვალე

ო

და

შენი კარტა ისევ შენს წითელ საფულესა შიდან აღმოჩნდება

ო





: D : D



ვაიჰხთ....





ჰხოდა მთავარი...



ეს ამბავი რა თქმა უნდა, გავაფეისბუქე

ვიფიქრე

ხალხს გავაღიმილებ მაინცთქო

და

ისა....





არ ვიცი, ამის დაპოსტვის მერე რამდენი ზარი დაფიქსირდა ჩემს ტელეფონზე

ტექსტი

1 და იგივე

" ჰხათო, ვიცი უარს იტყვი, მაგრამ ყველაფერს გაფიცებ, მოვალ და ფულს გასესხებ კარტის დაბრუნებამდე"





:ჩუყ:





ჰხოდა ისა...

ჯერ არ დავიჯერე,

მერე გავოცდი

მერე გავოთხმოცდი

მერე 100გრადუსზე ავჩუყდი

და

ბოლოს

კინაღამ მართლა დავიჯერე

რომ

ადამიანი,

ჰხო ადამიანი,

მართლა არსებობს... : )







თან ამ დღეს, წითელ პარასკევს............