Thursday, January 27, 2011

ghgkj.gkj.gkj.gkjgkj


დღეს სამსახურის ლიპტს ველოდე 15 წუთზე მეტხანს
ან ცოტა ნაკლებხანს, არ ვიცი..
როგორც იქნა მოვიდა
და
ის იყო შესვლა დავაპირე, რომ
საკაცე დავინახე
და
სანიტრის გაბრაზებული ხმაც გაისმა
"რას აჭერთ ამ ღილაკს ხელს, ორი საათია მიცვალებულს დავატარებ ლიპტით და პირველ სართულზე ვერ ჩავიყვანეო"....
მოკლედ დღის მანძილზე გადატვირთულგადიდებულგაღიზიანებული ხასიათი გამომიკეთდა...
კარგად ვიცინე...
დღის განმავლობაში სამჯერ -ოთხჯერ მოვყევი ეს ამბავი
და
სხვებიც ვახალისე...
მერე ისიც გამახსენდა, დააახლოებით 10 წლის წინ მცხეთაში მივდიოდი
და
უჩვეულოდ ცარიელი ავტობუსი გავაჩერე,
მძღოლმა მახსოვს რაღაც ჩაიბურტყუნა , წესიერად არ მოვუსმინე, ისე ავედი ავტობუსში
და...
მოკლედ, თურმე 2 საათის წინ საავადმყოფოში გარდაცვლილ ადამიანს მოასვენებდნენ,
ეგრევე, საწოლში როგორც გარდაიცვალა, ისევე აასვენეს ავტობუსში...
მახსოვს, ავტობუსის იატაკზე ჩვეუკლებრივი ზეწარი იყო გადაფარებული და იქვე ესვენა ფეხშველა ფეხებით...
ცოლი ეჯდა თავთან,
გაოგნებულგონზე ვერ მოსული სახით
და
ისტერიულად იმეორებდა,
"რა ვქნა,სახლში ჯერ არავინ იცის და ასე რომ მივაყენებ, როგორ შეეშინდებათო..."

ჩემი ძალად მოკრძალებულობის ამბავი ხომ იცით,
შემრცხვა მძღოლისთვის მეთქვა, გააჩერეთ, ჩამოვალთქო
და
ამიტომ მთელი გზა მიცვალებულთან ერთად ვიმგზავრე...
ჰხოდა აგერ უკვე ათი წელია გასული ამ ამბიდან
და
შესაძლებლობას არ ვტოვებ, ეს ამბავი სიცილით არ მოვყვე ...

ჰხოდა დღის ბოლოს, დაღლილდაქანცული "მარშუტკაში" ჩემს საყვარელ ადგილას რომ მოვკალათდი
და
გარეთ რომ უკვე ღამე იყო
და
27 იანვრისთვის შეუფერებლად გაზაფხულის შხაპუნა წვიმისნაირი წვიმა რომ მოდიოდა
და
მუსიკაც ყურებში შესაფერისსაამინდო რომ იყო,
კიდევ ერთხელ გამახსენდა ჩემი
ეს მიცვალებულებთან დაკავშირებული თავგადასავლები
და
ჯერ გამეღიმა,
მერე უცებ დავფიქრდი, ნეტავ ლიპტში შემთხვევით გადყრილი მიცვალებული
ქალი იყო თუ კაცითქო,
ან მოხუცი იყო თუ ახალგაზრდა
ან იქნებ ბავშვიც იყო
და
იქნებ ლიპტთან, პირველ სართულზე დამდუღებულსახიანი ახლობლებიც ელოდებოდნენ
და
ახლა, ამ წუთას, როცა ამას ვწერ, ალბათ რომელიღაც ოჯახში ცხარე ცრემლებით გლოვობს
თავის მიცვალებულს
და...
მოკლედ, არც ისე სასაცილოა ეს ამმაბი, როგორც მე ერთი თვალის მოსმით თუ გონების გაელვებით მეჩვენა...

რთულია იყო ყველასთვის გულდასაწყვეტი მიცვალებული..

ალბათ, სადმე აუცილებლად გამოჩნდება ჩემნაირი ადამიანი, რომელისთვისაც შენი ტრაგედია მხოლოდ მხიარულების საბაბია....
მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ზურგზე ხელის თითზე ჩამოსათვლელად, მაგრამ მაინც ჩამოსათვლელად მეგულება 1-2-3 ადამიანი, რომლისთვისაც ამ ეტაპზე ჩემი უეცარი გარდაცვალება შესაძლოა შვება იყოს, მაინც მგონია, რომ ბევრისთვის ეს გულის ტკივილის საბაბი იქნება
და
სწორედ ამიტომ ჩემი სიკვდილი მანამდე მოიცდის, სანამ საშუალო სტატისტიკურ მიცვალებულად არ ვიქცევი...


არ ვიცი ადვილია თუ ძნელია საშუალო სტაისტიკურ ადამიანად ყოფნა,
მაგრამ ცხადია,
რომ
მე
ეს
მოვახერხე!
ორი ნაბიჯის იქიდან დამკვირვებლური თვალებით დანახულ მეზე თუ ვიმსსჯელებთ
გასაშუალსტატისტიკურება ნორმისა და საზღვრების ფარგლებში მიმდინარებს..
25 წლამდე დრო გაატარა და 25 ზე გადაირია

ანუჰხთ
შეუძლებელიც იმდენად შესაძლებელია, რამდენადაც ჩემნაირი ადამიანის სურვილი საშუალო სტატისტიკურ დღეს საშუალო სტატისტიკური ზომის ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმისა... :||


და ეს მაშინ, როცა დააახლოებით 365 დღის წინ ჩემთვის ქუსლიანი ფეხსაცმელი საკმარისი იყო ადამიანისთვის წითელი არა და შავი ხაზის გადასასმელად...

ყველაფერი საზღვრებში ჯდება
ყყველაფერუ ბუნებრივია
არაფერია გასაკვირი, იმის გარდა რომ არაფერია გასაკვირი...

ძნელად ვეგუები ცვლილებებს
თუმცა
უფრო ძნელად ვეგუები მათ არ არსებობას,
ამიტომაც
მე თანახმა ვარ,
თანახმა ვიყო იმაზე რაზეც თანახმა არ ვარ...

არადა ყოველთვის ვიცოდი, რომ
მე
იმდენად ჩვეულებრივი ვარ
რომ
ჩემი გადამეტებული ჩვეულებრივობა
არაჩვეულებრივს მხდის..


არაფერია გასაკვირი.....

სულსულსულ
არაფერი

Saturday, January 15, 2011

ჯბჰჯფტყვრყ/ უ/ლუ/


ყოველთვის მეგონა, რომ ჩემს ცხოვრებაზე წიგნს დავწერდი : )


მემუარების წერას ცნობილი და საზოგადოებისათვის საინტერესო ადამიანები იწყებენ
და
რადგან არც ერთი ვარ და არც მეორე
და
საინტერესოც
დიდიდდიდი მხოლოდ ჩემი თავისთის შეიძლება ვიყო,
ამიტომ
წიგნის წერასაც მხოლოდ ჩემი თავისთვის ვფიქრობდი ( ეგოისტი),
ვფიქრობდი რა..
ზოგჯერ ახლაც ვფიქრობ...
აი ასე...
როცა
რაღაც ხდება
ან კარგი
ან ცუდი
მთავარია, რომ შენს თავს ხდება
და
შენ კი(დევ) ამ დროს ფიქრობ ამ ამბავს როგორ დაწერ...
უფრო სწორად, ეს ამბავი რომ წაგეკითხა,
როგორ იქნებოდა დაწერილი...
ან კიდევ უფრო მარტივად (ან სულაც უფრო რთულად)
როგორია გვერდიდან დანახული საკუთარი ისტორია...
ჰხოდა წერა ხომ ყველას შეუძლია მოყოლისგან განსხვავებით,
ამიტომ მეც წერის გზას ვირჩევ

ეს ამბავი კი ასე დაიწყო
დილის 6 საათზე პეკინის შუადღითგადაჭედილ და დილაადრიან დაცარიელებულ ქუჩაზე მანქანამ შემოუხვია...
ასე წერიას იმიტომ ვიწყებ რომ
პირველად წერის სურვილი ზუსტად იმ დროს გამოჩნდა დილის 6 საათზე მანქანამ რომ შემოუხვია...
ჩვეულებრივი დილა
იყო
ჩვეულებრივი მანქანის შემოხვევით, მაგრამ
მაინც არაჩვეულებრივი
აი როგორც :ოსტატი და მარგალიტაში:
იმ უსაზღვრო სიჩვეულებრივობაშიც რომ იცი
რომ
სადღაც ვიღაც ანუშკამ ზეთი უკვე დაღვარა...

ჰხოდა ვფიქრობ, რამე ახალი ბლოგი ხომ არ გამეკეთებინა
შინაარსით ჰხათო ჰხათოს შესახებ
სადაც იმ ამბავსაც მოვყვები
რომლის მოყოლაც ახლა მინდა
მაგრამ
შინაგანი ცენზურა წითელს მინთებს
და
რომელიც ასე იწყება

"....დილის 6 საათზე პეკინის შუადღითგადაჭედილ და დილაადრიან დაცარიელებულ ქუჩაზე მანქანამ შემოუხვია..."

Friday, January 7, 2011

ეპოეპწოკჯეოწჯ

2011 წელო
ზამთრის სვანეთში წამიყვანე\
და
ზამთრის ბათუმში წამიყვანე\
და
გაზაფხულის ირანში წამიმყვანე
და
გაზაფხულის კაბადოკიაში წამიყვანე
და
ზაფხულის ბახმაროში წამიყცვანე
და
ზაფხულის ტობოვარჩხლიზე წამიყვანე
და
შემოდგომის თუშეთში წამიყვანე
და
შემოდგომის ხევსურეთში წამიყვანე
და
ნებისმიერ სეზონზე
ნეპალში წამიყვანე
და
ნებისმიერ სეზონზე
ნორვეგიაში წამიყვანე
და
ნებისმიერ სეზონზე
კუბაშიც წამიყვანე
და
ნებისმიერ სეზონზე
მატარე
და
მატარე
და
მატარე
და
არ გამაჩერო...
მაბოდიალე
ბევრიბევრიბევრი


ბევრს ვითხოვ?
ცოტა მაინც ამისრულე.....