Thursday, June 30, 2011

არსდფხდფ


ერთხელ ერთი ემოცია გაიზარდა
გაიზარდა
გაიზარდა
და
თავის კანში ვეღარ დაეტია....
ახტა/დახტა
და
გარშემო ვერავინ რომ ვერ იპოვნა
ერთ ბავშვში ჩახტა...
მას შემდეგ ამ ემოციამ ბავშვის სახე მიიღო
და
ყველგან და ყოველთვის ამ ბავშვის სახით ეემოციურებოდა ჰხალხს...
ემოცია, როგორც დანარჩენი სხვა ემოციები, ფორმაცვალდებადი იყო
ამიტომ
ძნელი იყო მისი გავლა...
ერთი ნაემოციარს ის ის იყო უნდა გაევლო
რომ
უცბაშად ახალ სახეს ღებულობდა
და
მერე იმ თავსაც რომ მოსჭრიდი
კიდევ
სამი ამოსდიოდა....

ყველაზე მეტად და ხშირხშირად ეს ემოცია
თავის
შესაძლებლობებს სიზმარში სცდიდა..

გადასახლდებოდა ბავშვის სახეში
და
დარბოდა სიცილით ადამიანების სიზმრებში...
ადამიანებს ძილში ეღიმებოდათ და თვითონაც დასდევდნენ ბავშვს და იყო სიზმარი ჟIვილ-ხივილიანი
და
ის ის იყო რომელიმე ადამიანი თავის სიზმარში თავისივე დასიზმრებულ ბავშვს დაეწეოდა რათა გულში ჩაეკრა ან იქნებ თმებიც კი მოეჩეჩა
რომ
უცბაშად ემოცია მთლიანად ბავშვის თვალები ხდებოდა
და
თანაც რაღაცნაირად სხვებზე უფრო სევდიანსაყვადურიანი...
ისეთი, რომ ადამიანს ძილიდან ერთი მზერით გამოაგდებდა სიღვიძილეში
და
მერე გამოღვიძებულსაც არ ტოვებდა
და
გულს ჩაუთხრობდა და დაანაღვლიანებდა...

ჰხოდა არ იცოდნენ ადამიანებმა რა აწყენინეს ასეთი ამ დიდ თვალება ბავშვს
და
სევდა უმანჭავდათ ზოგს ისედაც დამანჭულ სახეს...

ადამიანებს ეშინოდათ დაძინების
და
კიდევ უფრო ეშინოდათ გამოღვიძების
რადგან შესაძლოა გამოღვიძებულნი ქუჩაში უკვე არასიზმრიან, თუმცა ნასიზმრად ბავშვს გადაყროდნენ
და
სიზმრიდან უსიზმრობაში გადმოსვლა ჰხო უფრო მარტივია
ვიდრე პირიქით...
ამიტომაც ისა...

გადიოდა დღეები და თვეები და ბოლოს წლებმა გაირბინეს
თანაც
ხუთმა
ან
ოთხმა
ანდაც
სამმა
ან იქნებ
არც ერთმა...

ჰხოდა ერთ დღესაც, როცა ადამიანების ნაწილს
ემოცია ჯერ კიდევ ახსოვდათ
მაგრამ
ბავშვის სახე
დროს გავლაში გაეტარებინა,
უცებ
ქუჩაში მიმავალ ადამიანს ეს ბავშვი შეხვდა თავისი დიდი თვალებით,
რომელიც არც კი იცოდა რომ ემოცია იყო...
ჰხოდა ადამიანი შეკრთა და
დაელოდა როდის გაეღვიძებოდა
მაგრამ
უკვე გაღვიძებულის გაღვიძება კიდევ უფრო რთულია
ვიდრე
ერთხელ გაღვიძებულის დაძინება
და
ამიტომ ადამიანიც იძულებული გახდა დალოდებოდა
როდის გახდებოდა სიზმარი რეალობა
და
როდის ჩასახლდებოდა ბავშვის ჯერ კიდევ გაღიმებულ თვალებში
ემოცია სახელად საყვედური
რომელიც
ამ სიედაც პატარა ადამიანს კდიევ უფრო დააპატარავებდა
და
ვინ იცის
იქნებ კუზის კი ამოსვლოდა...

მაგრამ ბავშვმა ადამიანის დანახვისას თვალებში კიდევ უფრო მეტი ღიმილი შეუშვა
ვიდრე
მანამდე ჰქონდა
და
ადამიანის წლობით დასევდიანებული გული
გათბა
და
დაიწყო გალღვობა
და
მოისხა სიხარული
და
ბავშვთან შეხვედრისას მოსალოდნელი ემოციური შიში გაუშვა თბილ ქვეყნებში სამოგზაუროდ....

ასე დაიბადა ახალი ემოცია
რომლის სახელიც ადამინმა ჯერ არ იცოდა
იმ
მარტივი მიზეზის გამო რომ
ამ მოვლენიდან
მოყოლებული
აქამომდე მას ჯერ არ დაუძინია
და
ნამდვილი ემოცია
ჰხო
ძილში მოდის
და
მერე ხდება
რეალური......


პ.ს. ნამდვილი ამბავი...........





Monday, June 27, 2011

ნჯკ;ლნჯკნჯ;კ


ვერ ვიტან ჩემს თავს დაიმედებულს...
იმედის პატარა ძაფს რომ ძლივს ჩაავლებს ჰხოლმე ფრჩხილს
და
მერე რომ თანდათან არღვევს თავის მომავალს
და
ისეთ დიდ აბლაბუდას გამოაცხობს,
რომ
თვითონვე იხლართება
და
იჯერებს , რომ
ამ ძაფით შესაძლოა ის ამოქარგოს,
რისი
არსებობაც თვითონვე არ სჯერა...

ვერ ვიტან, ჩემს თავს უიმედოს
ყველა კოშკის ყველა კარი რომ ერთად ჩაეცხრაკლიტურება ჰხოლმე ცხვირწინ
და
გარს უვლის უმიზნოდ,
არც ლოდების შენგრევას ცდილობს
ზის
და
უმზერს
როდის ჩამოიშლება კედელი წყლის წყვეტივით,
როდის გალღვება
და
აორთქლდება....

ვერ ვიტან ჩემს თავს ოქროს შუალედში
მყოფს
ისე რომ დატივტივებს დროში
თითქოს ზღვის ტალღებზე ნებივრობდეს
და
თითქოს
თავის ყველა უჯრედს ერთიანად გრძნობდეს
და
აკონტროლებდეს
რომ
მარჯვენა ნახევარსფერო
მეათასედისათასობით უფრო მძიმე არ აღმოჩნდეს
მარცხენაზე
და
არ გადაიხაროს...

ვერ ვიტან ჩემს თავს, რომელიც ვერ იტანს თავის თავს
და
რომელიც ფიზიკის მასწავლებლივით დასტრიალებს დაფასთან გამოჩახებულს
რომ
ერთი პატარა შეცდომა მაინს დაინახოს
და
საშემოდგომო გამოაყოლოს....

ვერ ვიტან ჩემს თავს, რომელიც ცდილობს
დამჯერი მოსწავლესავით კარგად მოიქცეს
და
გულდასმით მიაპყროს სასმენელნი საჩინონი იგი თვალთა, გულთა და ყურთა....




ვერ ვიტან ჩემს თავს
დაბრძენებულს
გასულელებულს
დაჭკვიანებულს
დადუმებულს
ახმაურებულს
ცენტრში მდგომს
კუთხეში მიმალულს
თავს ათას კაცს შორის
და
თავს უდაბნოში მარტოდმარტო მყოფს
ბარში
ავდარში
წუიმაში
მზეში.............






....დაეყრდნო თავსა შენსა, რათა არ დაეცე
შეიყვარე თავი შენი ნუგეშისცემისთვის
და
ყოველ დილით, სალამ/ქალამი უთხარი თავსა შენსა
სიტყვა პასუხის გასაგონად....

ბედნიერებაა რომ ვარსებობს
თორემ
მერე გენახათ თქვენ ნაღველი........

Friday, June 24, 2011

ჯკჯკლნ'კლ

O_O

მკვდრეთით აღსდგა ჩემი მწუნე ბლოგი O_O


მე კიდევ ვუღალატე და სხვა ბლოგი გავიჩინე :\


ახლა იმ ბლოგს ვუღალატებ და ისევ ამასთან დავბრუნდები....

მაგრამ ისიც რომ მენაანება მისატოვებლად ?!
ჰხუხთ...

სხვა გზა არ არის
ამას უნდა დავუბრუნდე სამმუდამო თანაბლოგობისათვის
და
ის მეორე http://www.hxato.blogspot.com/ საყვარელბლოგი გავხადო
მარტო მოგზაურობის ამბებს დავწერ ჰხომე იქით
თუ არ დამეზარა და არ მივაგდე :\



კი არა და


დასკვნა : ყოველი კაცი ცრუ არს !



პ.ს. მით უფრო ქალი.....