Monday, December 26, 2011

ერიწპოროქწ

6-7 წლის წინ მე ვიჯექი სამარშუტო ტრანსპორტში
რეისით
საბურთალო-ავლაბარი..
იყო დილის 10-11 საათი..
ვიჯექი ფანჯარასთან და ვფიქრობდი: გამარჯობა ღმერთო,
ახლა დილაა და მე მივდივარ გასაუბრებაზე, რათა დავიწყო სამსახური..
თუმცა შენ ეს ჩემზე კარგად იცი...
ისიც კარგად იცი, რომ ეს ჩემი მეორე მცდელობაა სამსახურის დაწყების..
პირველი ტრაგიკულად დასრულდა
ტრაგიკულად კი არა უარყოფითად...
ჰხოდა ახლა მემივდივარ გაუსაუბრებაზე და გეუბნები შენ ღმერთო,
რომელმაც ყველაფერი იმაზე კარგად იცი ვიდრე მე, რადგან შენი მახსოვრობა ჩემზე ბევრად დიდია და შენ კი ყველგან ხარ სადაც მე ვარ და ანუ ჩემზე კარგად გახსოვს ყველაფერი,რაც მე მეხება..
მაგრამ მაინც ღმერთო.. მე მინდა ამ წუთად ზუსტად აგიხსნა, რის გამო  მინდა ამ სამსახურის დაწყება
ეს არ არის მარტო კაპრიზი
ან უბრალოდ ამოჩემება
მე ეს სამსახური მჭირდება!
მჭირდება ამიტომ, ამიტომ, ამიტომ, ამიტომ, ამიტომ
და
კიდევ ამიტომ...
მე ვიცი, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ამ სამსახურს
ვიცი რას მივიღებ და რას დავკარგავ,
ვიცი და ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში პლუსი აღემატება მინუს..
დანარჩენი შენი გადასაწყვეტია
დანარჩენი ისე იყოს როგორც შენ გინდა..."
ამასობაში მივედი დანიშნულების ადგილზე
გავაჩერე და ჩამოვედი
და სანამ გასაუბრებაზე შევიდოდი, მივხვდი, რომ მთავარი გასაუბრება მთავარ გამომცდელთან წარმატებით ჩავაბარე.....დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი არგიმენტები ძლიერი იყო, რომ კარგად ავუხსენი ღმერთს, რა მინდოდა და რატომ მინდოდა და რისი მომტანინ იქნებოდა ეს ყველაფერი...
გასაუბრების შედეგს არც დავლოდებივარ
უკვე ვიცოდი, რომ მეორე დღეს ჩემი პირველი სამსახური მელოდა...
ჰხოდა ასეც მოხდა...

ახლა ვზივარ და ვფიქრობ, როგორ ვიპოვნო ჩემში ის ძალა
რომელიც
ჩემს ღმერთს დააჯერებს, რომ რაც ამ წუთას მინდა,
უბრალოდ კი არ მინდა
არამდ მჭირდება...

ვიცი, რომ ჩემზე უკეთ იცის, მაგრამ დასაბუთებული არგუმენტები ყოველთვის საჭიროა...

ჰხოდა ვიწყებ

მისურვეთ წარმატებები : )

Wednesday, December 21, 2011

2011

10 დღეც და მორჩა 2011 და მოვიდა ნანატრი 2012 : D
მოკლედ მოვიდა წლის ბოლო და აჭრელდა სამყარო კი არა და ინტერნეტსამყარო და ჩვენი გულები წლის შემაჯამებელი პოსტებით თუ ფიქრებით..
წლის ყველაზე საინტერესო მოვლენა
წლის ადამიანი
წლის სიცილი
წლის ტირილი
წლის ეს
წლის ის
რას ვერ აპატიებდი 2011 წელს
და
ა წერტილი შ წერტილი


მიყვარს წლის ბოლოს დაწყებული ეს აჟიოტაჟი
მიყვარს ამ ნომინაციების გამო
უფრო კონკრეტულად: ნომინაცია "წლის ფოტოსურათების გამო"...
ისე მიყვარს, რომ წლის ბოლოს რა ტქმა უნდა ვერ ველოდები ჰხოლმე
და
დავძვრები ნეტში და ვსერჩავ "იანვრის თვის საუკეთესო სურათები"
"თებერვლის თვის საუკეთესო სურათები"
მარტის
აპრილის
მაისის....

მიყვარს, მაგრამ ამ სიყვარულის მიუხედავად, პირადად მე ვერ დაგისახელებთ არათუ წლის საუკეთესო ერთ ფოტოს, ვერც 10-ს, ვერც  20-ს : ))
ვერც წლის ყველაზე დასამახსოვრებელ მოვლენას გავიხსენებ
და
ვერც რომელიმე ნომინაციაში დავაჯილდოვებ ვინმეს
ძალიან მარტივი მიზეზის გამო
სასტიკად ეგოისტი ვარ ...


რაც შეეხება ამბავს, რის გამოც ამ პოსტის დაწერა გადავწყვიტე
ისევ და ისევ
ნომინაციები
და
ისევ და ისევ
საკუთარი თავია...

სამსახურში ჩავატარეთ არჩევნები სხვადასხვა კატეგორიებში
და
გუშინ დავთვალეთ შედეგები...
აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი
ყველაზე მხიარულ, ყველაზე ხშირად მომღიმარ და ყველაზე კრეატიულ ადამიანად მთვლის...
ჩემს სამასხურში დაახლოებით 100 ადამიანი მუშაობს და უკვე ორი წელი ხდება მათთან ყოველდღიური ურთიერტობა მაქვს... მეტ ნაკლებად თითოეულ მათგანს ვიცნობ და თითოეული მათგანი მიცნობს,,, მეტ/ნაკლებად...
ჰხოდა გამიკვირდა
გამიკვირდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მისამართით გამოთქმული მოსაზრებებიდან ყველაზე ხშირად სიტყვა "მხიარული" დომინირებს...
გამიკვირდა, იმიტომ რომ მეგონა 2 წლის მანძილზე ბევრმა დაიინახა, რომ ამ ერთი შეხედვით "მხიარულღიმმილიანკრეატიული" ადამიანის მიღმა, ნევროზიანი და სწერვა და ჩვეულებრივამბებზეჩვეულებრივრეაქციებიანი ადამიანი დგას..
გამიკვირდა და თან არც გამკვირვებია
გამიხარდა და თან არც გამხარებია...

მერე ფეისბუქზე ერთ სტატუსს მეორე მოჰყვა და ერთ კომენტარს მეორე და ბავშვებმა დავიწყეთ ერთმანეთის დახასიათება..
ჰხოდა ადამიანებმა, რომელთა უმრავლესობაც ერთხელაც კი არ მყავს ნანახი, ჩემი დახასიათებისას ერთხელაც კი არ იხმარეს ისტყვა "მხიარული" 
და კიდევ ერთხელ გამახსენდა, რომ ნეტში გაცნობილი ადამიანი სხვაა..
რომ ვირტუალური შეხედულებები რეალურისგან თითქმის 100 % ით განსხვავდება
თუმცა, რომელია მათგან ჭეშმარიტი, არავინ იცის
2011 წლის მიწურულსაც კი...
სავარაუდოდ, იგივე იქნება 2012 წლის ბოლოსაც
2013 წლის ბოლოსაც
2020 წლის ბოლოსაც

ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვები კვლავ უპასუხოდ რჩება
აწ და მარადის
რა გითხრათ
რით გაგახაროთ........ :