Thursday, January 28, 2010

..

ყველაზე დიდი სიმართლე

საკუთარი თავის წინაშე

გამჟვირვალედ ყოფნაა...

ულაქოდ....

ცხოვრებამ ამსწავლა, რომ საჭიროა ვისწავლო ცხოვრება

თეორია

უაზრობაა პრქატიკის გარეშე,

პრაქტიკა 

ახალახალ ლეველებს გთავაზობს..

უფიქრელობა ისევ მაფიქრებს

საკუთარ თავში ვთევზაობ,

ზოგჯერ თევზს ვიჭერ..

ძირითადად თავკომბალებს

მაინც მიხარია...

არ მეგონა

რომ

მეგონა 

რომ

არ მეგონა..

თვალებში დიდხანს ყურება ელემენტების დასმას გამოიწვევს

არ უყურო

დაჯდები

და

ვეღარ დაიტენები...

უფრო დიდი ვარ 

ვიდრე

გუშინ ვიყავი

უფრო პატარა

ვიდრე ხვალ..

წაგება არ ნიშნავს წაგებას..

თუ მთავარი მონაწილეობაა

ე.ი.

გავიმარჯვე..


საითაც არ უნდა წაგიღოს მდინარემ

მუდამ გახსოვდეს

რომ

ნაპირი არსებობს...


ცხოვრებაში კომპასის როლს თუ ასრულებ

სულაც არაა ტრაგედია


ვიფანტები

და

ვერ ვიკრიბები



გავბრინჯავდი


: \


კი არა და


პატარა დამარცხებები დიდი გაამრჯვების

სა

წინ

და

რია





Friday, January 22, 2010

3


ეს მინდა, რომ აქ იყოს



: D




თბილისი საქორწინო კონტრაქტი ----2007 წ.

1. საერთო დებულებები
1.1 ეს ხელშეკრულება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1172-1181 მუხლების შესაბამისად განსაზღვრავს მეუღლეთა უფლება-მოვალებებს.
1.2 ხელშეკრულების მხარეებს შეადგენენ ერთი მხრივ ქმარი-ბატონი------------------(შემდეგში ~ქმარი~) და მეორეს მხრივ ცოლი-ყმა-------------------.(შემდეგში ~ცოლი~)
1.3 ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და ძალაშია განქორწინებამდე.

2. მეუღლეთა პირადი ურთიერთობანი
2.1 ცოლი მოვალეა მორჩილებდეს ქმარს, აჭმევდეს და ასმევდეს ქმარს ნოყიერად, ვიტამინებითა და ნახშირწყლებით გაჯერებულ საკვებს. ცოლი უნდა ხვდებოდეს როდის შივდება ქმარს და სანამ მოშივდება მანამდე ამზადებდეს საჭმელს.
2.2 ქმრის ნება-სურვილი არის ოჯახში უზენაესი გადაწყვეტილება, მისი ყოველგვარი ნება-სურვილი უნდა სრულდებოდეს დაუყოვნებლივ ყოველგვარი შეკამათების გარეშე.
2.3 ცოლს ეკრძალება ყოველგვარი პრეტენზიის გამოთქმა, ნებისმიერი ფორმით, ბოიკოტის ან საყოველთაო დაუმორჩილებლობის გაცხადება. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველი ამდაგვარი ფაქტი დაისჯება წკეპლის 100 დარტყმით. დაუმორჩილებლობის დროს მოქმედებს პრინციპი `Шаг в лево шаг в право расценивается как побег и стреляем на поражение без предупрежденя~
2.4 მასაჟი - ცოლი მოვალეა ქმარს ყოველ საღამოს ძილის წინ ჩაუტაროს ფეხების მასაჟი.
2.5 ცოლი მოვალეა პატივისცემით და მოწიწებით მოეპყრას ქმრის ყველა საყვარელს. არ გამოთქვას პრეტენზია მათ ხშირ სტუმრობაზე და უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით დროებით გავიდეს სახლიდან – მიზეზით: ,,ჩავალ რამეს ამოვიტან თორემ უხერხულია’’. ცოლმა თითქმის ისევე უნდა მოუაროს და გამოკვების სახლის სტუმრები როგორც ქმარი (ამ მუხლის მიზნებისათვის სტუმრებად არ ითვლებიან სიდედრი, სიმამრი, ცოლის ძმა-და, ცოლის მეგობრები და სხვა ოფიციალური თუ არაოფიციალური ცოლეულობა).
2.6 აკრძალულია ცოლის იზოლაცია. ქმარი ხელს უწყობს ცოლს ურთიერთობა ჰქონდეს ოჯახთან ნათესავებთან და სხვა ახლობლებთან. ცოლს უფლება აქვს შეხვდეს ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს მშობლებს, ბებიას ..... ამ უფლების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ უსაფრთხოების და ოჯახში წესრიგის დაცვის მიზნით. ცოლს ეკრძალება ახლობლებთან შეხვედრისას იწუწუნოს ცხოვრებაზე, იმაზე რომ მისი ქმარი სულ ძმაკაცებთანაა, სამსახურშია ან/და უგზოუკვლოდ დაეხეტება კლდე-ტყე-ღრეში ყოველგვარი საერთო სასარგებლო მიზნები გარეშე.
2.7 ცოლს უფლება აქვს ქონდეს ნათესავებთან თვეში არა უმეტეს სამი შეხვედრისა, რის შესახებაც მან წინასწარ წერილობით უნდა აცნობოს ქმარს 2 დღით ადრე, ქმარს შეუძლია საპატიო მიზეზით ან სახდელის არსებობისას აკრძალოს ეს შეხვედრა.
2.8 ცოლს ეკრძლება თავის ეგრეთ წოდებულ ~ძველ მეგობრებთან~ ან/და ~ბავშობის მეგობრებთან~ ქმრისგან მიღებული წერილობითი თანხმობის გარეშე კონტაქტი, რომლის მისაღებადაც მან 1 კვირით (ანუ 7 დღით) ადრე უნდა ცოლმა წერილობითი თხოვნით უნდა მიმართოს ქმარს. ამ საკითხის დასაწყვეტად ქმარს ეძლევა ვადა მინიმუმ 10 დღის ოდენობით და უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვალდებული არაა მოტივირებულად დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება.
2.9 ცოლს უფლება აქვს შეუზღუდავად ისარგებლოს ტელეფონითაც, კვირაში სამჯერ ოღონდ საუბრის ხანგრძლოვობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.
2.10 ცოლს გააჩნია სუნთქვის უფლება და თანაც განუსაზღვრელი ოდენობითა და ვადით, გარდა ამისა ცოლს გააჩნია წყლის დალევის უფლება, ოღონდ გარკვეული გრაფიკით დილის 11:00 საათიდან 11:30 საათამდე და საღამოს 17:00 დან 17:02 მდე.
2.11 იმ შემთხვევაში თუ ქმრის ჭამის შემდეგ რაიმე დარჩება ცოლს სურვილის შემთხვევაში შეუძლია თავადაც მიირთვას მხოლოდ წერწეტი ფიგურის დაცვის პირობით.
2.13 ცოლს უფლება აქვს ქონდეს ოფიციალური სამსახური, მხოლოდ მაღალი ანაზღაურებისა (რომლიც სრულად ბარდება ქმარს) სახლიდან გაუსვლელობის პირობის დაცვით;
2.12 ცოლი წახალისდება კარგი ქცევისა და სამუშაოსადმი პატიოსანი დამოკიდებულებისათვის – წახალისების სახეებია:
ა. მადლობის გამოცხადება;
ბ. სასჯელის ვადაზე ადრე მოხსნა;
გ. წყლის დალევის გრაფიკის გაზრდა;
დ. ოჯახის წევრებთან დამატებითი შეხვედრის უფლების მიცემა.
2.13 ნებისმიერი სადაო საკითხი ოჯახში ან სასამართლოში უნდა გადაწყდეს ქმრის სასარგებლოდ.

3. მეუღლეთა ქონებრივი ურთიერთობანი
3.1 ქორწინების შემდეგ ყოველგვარი ქონება და/ან მატერიალური აქტივი რაც ოჯახს მიემატება წარმოადგენს ქმრის საკუთრებას, მიუხედავად ამ ქონების ფორმირების წყაროსა.
3.2 განქორწინებისას თუ ეს ცოლის ინიციატივით მოხდება ცოლი ვალდებულია აუნაზღაუროს ქმარს მატერიალური და მორალური ზიანი ყოველთვიური გადასახადის სახით 500 აშშ დოლარის ექვივალენტის სახით ლარებში ქორწინების ყოველ დღეზე..

4. დასკვნითი დებულებები
4.1 ხელშეკრულება შედგენილია ორ ეგზემპლარად. მეუღლეებს გადაეცემათ ხელშეკრულების თითო-თითო ეგზემპლარი. ყოველ ეგზემპლარს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა.
4.2 ყოველგვარი ცვლილება ხელშეკრულბაში შესაძლებელია მხოლოდ ქმრის გადაწყვეტილებით, ცოლის თანხმობა არ მოითხოვება.

5. ხელმოწერები:

"ქმარი-ბატონი" "ცოლი-ყმა" 

(გვარი, სახელი, მამის სახელი) (გვარი ახალი და სახელი ძველი)

- - - - - - - - - - -









ჰხოდა ეგრე


: \

Wednesday, January 20, 2010

ნებ


ისა...

იქნებ ადამიანს მართლაც შეუძლია იყოს თავისუფალი..

იქნებ თავის თავზე უფლება მართლა შეიძლება ჰქონდეს ადამიანს

იქნებ სულაც არ არის აიუცლილებლობა იყო თავისუფალი

იქნებ ადამიანს შეუძლია თავისუფლად აირჩიოს თავისუფლება და მონობა

იქნებ ჩემი არჩევანია, რომ მე ვიყო ის

იქნებ ჩემი არჩევანია, რომ მე ვიყო შენ

იქნებ ჩემი არჩევანია, რომ მე ვიყო მე

იქნებ მე მართლა მაქვს უფლება მინდოდეს, არ მქონდეს რამის უფლება


იქნებ იმ ცხრა თვის განმავლობაში

დედის მუცელში

რომ

ვნებივრობდი

მე თვითონ

მხოლოდ მე 

გადავწყვიტე

რომ მინდოდა

ვყოფილიყავი გოგო...

იქნებ მართლა საკუთარი სურვილით დავიბადე


იქნებ ისა....

იქნებ ყველაფერი მართლა ისა...

და ყველა ისა

თუ მართლა იისა

მაშინ

2 თვეში ერთხელ

არა

3 თვეში ერთხელ

ანდაც სულ რაღაც 8 თვეში ერთხელ

სრულიად შემთხვევით

ჩემი სურვილით არა,

შენი სურვილით არა,

უცაბაშად შეგხვდებოდი

და გეტყოდი

რომ

ჩემი სურვილი იყო

ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ გვემოქმედა...




იქნება 1 ელ

ანდაც 2 ჯერ

თუნდაც 3 ჯერ....



იქნება

იქ ნება

იქ იქნება ნება

ნება ჩემი

შენი

სხვისი


იქნებ ცხოვრება უნებური ნებაა ჩვენი...



Monday, January 18, 2010

}


კიდევ ერთხელ

და

ორჯერ

და

სამჯერ

და

ბევრჯერ

მინდა

ხაზგაუსმელად არა

არც ხაზგასმით
არც ხმამაღლა

არც ჩუმად

არც ჩემთვის

არც შენთვის

არც მისთვის

არავისთვის

ისე

უბრალოდ

მაინც

ნება-ნება 

პატაპუტინა

აღვნიშნო

თუ

ავღნიშნო

თუ

ვსთქუა

არა და

დავწერო, რომ

საქართველო ის ქვეყანაა

სადაც

იდეალები

რეალური ადამიანები ხდებიან...



ჩემნაირები

შენნაირები

მისნაირები


ხორცშესხმულები...



სამწუხაროდ


: )



არ მინდა ჩემთვის მისაბაძი მაგალითები

დილაობით ერბოკვერცხს იწვავდნენ

და

საღამოობით ფაცებოოკ ში პოსტავდნენ..


არ მინდა, ვაჰხთ

არ მინდა...

: |

Saturday, January 16, 2010

good

მშუენიერია..
გარეთ თოვს და თოვს და თოვს
და
სიწყნარე და სიწყნარე და სიმშუიდე და სიმშუიდე
და
ბეეევრი ყავა ...ცხელი ყავა...
და
მთები მთები მთები მთები...
სახლში სითბო განუზომელი
და
ღია ფანjრიდან შემომავალი ჰაერი,
ოღონდ არა .............
ყველაფერი ისეა როგორც მინდოდა ყოფილიყო
მაგრამ ეტყობა კარგად არ ვიცოდი როგორ მინდა ყოფილიყო, რადგან ავდექი და კომპი ჩავრთე..
ადამიანებისგან შორს ყოფნას მოწყურებულ ადამიანს ყველაზე მეტად უადამიანობა უჭირს...
კი არა და
გუდ აურა.........
თოვლითოვლი
ბევრი თოვლლი..........

Wednesday, January 13, 2010

:ც


დღეს დიდი დღეა, დიდი : ))

დიდი რა, გუშინდელზე ალბათ რამდენიმე წუთით დიდი

თორემ

ჯერ ისევ ადრე ღამდება...

მაგრამ მაინც დიდი დღეა

ვოტ!


ჯერ პირველი იმიტომ რომ

ჩემი 25 წლიანი ცხოვრების მანძილზე

პირველი ჯარიმა ავირტყი..

ნუ ხო, ავირტყი რა

ჯარიმა ისეთი რამეა

ვერ მიიღებ

და

ვერ იპოვნი

უნდა აირტყა..

ჰხოდა მეც ისა..

ახლა ჩანთაში მიდევს ფურცელი

რომელსაც

შავით  თეთრზე

კი არა და

ლურჯით ყვითელზე აწერია

რომ

სამართალდამრღვევი კვახაძე დაჯარიმდა 5 ლარით ავტობუსში უბილეთოდ მგზავრობის გამო :\

ჰხოდა მთელმა ავტობუსმა იხილა

ჩემი გაბადრული სახე

სახელწოდებით

"უიიი, ჩემი პირველი ჯარიმაა"

ჰხოდა ასთრე..

ვინმე კეთილმა ან არაკეთილმა შემახსენეთ რა

რომ

30 დღის განმავლობაში გადავიხადო

საყვარელი 5 ლარი

40თეთრის სანაცვლოდ

რომ მერე მთლად

საყვარელი 50 ლარი არ გახდეს

5 ლარის სანაცვლოს

ჰხუხ...

ეს პირველი..

ახლა ნაწილი მეორე

აი დიდი ხანითქო ვერ ვიტყვი

მაგრამ

კააარგა ხანია ლეპტოპი მინდა :ც

სანტასაც ხომ ეგ ვთხოვე წელს

ჰხოდა

დღეს, ძველით ახლა წლამდე

12 საათით ადრე

შემეძინა წითელი პრებედინა :ც

წონა 1,7 კგ

სიგრძე 13,5 

:ც

პატარა და მუშა

კი არა და

წითელი

:ც

მართალია, ჯერ ჩემამდე ვერ მოაღწია

და

ახლა ვხედავ ჩემი თანამშრომლები როგორ დაჰფოფინებენ ზედ

და

როგორ მიპროგრამებენ

მაგრამ სულ რამდენიმე წუთში მთლად ჩემთან გადმოინაცვლებს

და

აწ და მარადის

ამ ბლოგზეც

მორიგი სისულეეები

მისი წყალობით დაიწერება...:ც

ვულოცავ ჩემს თავსაც

და

სახლში მომლოდინე იუზასაც მეგობრის შეძენას : D


ახლა მესამე

გუშინ ალექსამ ისაო... 

შენ დას თუ ბიჭი ეყოლა მამიდა ხდები

და

თუ გოგო - დეიდაო?

:როლ:

ჰხოდა დღეს უკვე დანამდვილებით ვიცი

5 თვეზე ცოტა ნაკლებში

მამიდა გავხდები :ც

ანუჰხთ დეიდა მამიდა...:ც:ც


დიდი მადლობა 2009 -ვ ბოლოს მოტოვებული საჩუქრებისთვის


: *

Sunday, January 10, 2010

\/


ოჰხთ

ეს მოვალეობები და პასუხისმგებლობები...

კი არა და

მორალური კანონები

ჩემ

ში

რამდენჯერ შევეცადე ვარსკვლავებით მოჭედილი ცით შემეცვალა

მაგრამ

ჯერ კიდევ ვერ გამომივიდა...

არა უშავს

დღეს არა

ხვალე მოვკვდები

სოფელი ასთრე მქმნელია

კი არა და

ერთი კვირაა არაფერი მეწერინება ბლოგზე

და

დანაშაულის გრძნობასავით გამიჩნდა

აი, დაახლოებით ისე,

ფეისბუქზე მთელი თვეები ფეთის მოვლა/პატრონობაში

რომ

ვათენვაღამებდი

და

ახლა

2-3-4 კვირაში ერთხელ

ისევ ამ რაღაც ჯანდაბა პასუხისმგებლობის თუ რაღაცის გამო

რომ

შევდივარ

და

ვბან

ვამხიარულებ

ვაჭმევ

და

დამშვიდებული სინდისით გამოვდივარ :უსერ:


ჰხოდა

ალბათ ადრე თუ გვიან

ცხოვრებაშიც,

ვირტუალური სამყაროს მსგავსად,

ყველაფერი

სიამოვნებიდან მოვალეობაში გადაედინება...

ალბათ,

რეალურად გავა ვირტუალური დრო

და

მოვალეობის  თუ პასუხისმგებლობის 

გამო

ნაძალადევად მოვიკითხავთ თვეში ერთხელ

ერთმანეთს

და

სინდისს დავიმშვიდებთ

რომ

ჩვენი წილი მოვალეობა პირნათლად შევასრულეთ...

ჰხახ

რა სისულელეა ყველაფერი

სისულელეა ის, რაც იყო

და

სისულელეა ის, რაც იქნება

და

მე კიდევ როგორ მიყვარს ეს სისულელეები

კი არა და

ბედნიერი საქართველო ახლა იქმნება

ყველაფერი, ყველაფერი

კარგად

იქნება


თუ არც.......


რამდენ სიცოცხლეს გადის ადამიანი ერთი სიცოცხლის გამვალობაში?

თვლა ამერია

მე

რამ

დენ

ე,

მაგრამ

ვგრძნობ

მერამდენეღაცა დავიწყე........

საინტერესოა ამ შემთხვევაში რას შემოგვთავაზებს ამ სიცოცხლის რეჟისორი

სხვა ჟანრში მინდა ვცადო ბედი

: )

Monday, January 4, 2010

20/10


"ახალი წელი მოვიდა

მოადგა სკოლის დერეფანს

ეთერი მასწავლებელო

გისურვებთ ბედნიერებას”

ბავშვობაში მეგონა, რაც უფრო ხმამაღლა ვიტყოდი

ლექსს

მით უფრო ემოციური და გულიანი იქნებოდა...

ჰხოდა 

12 საათზე რომ არნახული

ბათქი/ბუთქი ატყდა

ეგ ამბავი განახსენდა

კი არა და

ჯერჯერობით მხოლოდ

გაინსულტიანებული დეიდა

და

გაფილტვებისანთებიანებული დედაა

2010 წლის ანგარიშზე

მინდა მჯეროდეს

რომ

14 იანვრამდე

2009 წელი კუდს იქნევს


:უსერ:




პ.ს.  დიდი მადლობა სანტა კლაუს საჩუქებისთვის...ის ორი მაისური ისე გამიხარდა და ვოლტერი და კავაბატა ხომ საერთოდ და ისი პარის-სასაჩუქრე ბილეთს ხომ ჯერ ვერც კი ვხარჯავ და ის ულამაზესი ჭიქა თავისი ულამაზესი ყუთით ხომ მთლად დიდი სიურპრიზი იყო, სხვებზე რომ აღარაფერი ვსთქუა, მაგრამ ის ლეპტოპიც მომიტანე რა..14 მდე დრო გაქვს :უსერ: ვიცი, რომ ნაგლი ვარ, მარა მაინც :მო: