Saturday, January 31, 2009

ელი.....


ისაო...
ვინ იცის რა იქნება 1 თებერვალსო
მაისი იყო..
მაისის ბოლო..
გაზაფხული მიდიოდა
და
ვიფიქრე, რომ
1 თებერვალს ყველაფერი ისე იქნება, როგორც იქნებათქო...
ჰხოდა დღეს 1 თებერვალია
და
ყველაფერი მართლა ისეა, როგორცაა...
თუმცა ისე არა, როგორც მაისის ბოლოდან ჩანდა
რა მნიშვნელობა აქვს კარგია ეს თუ ცუდი
რა მნიშვნელობა აქვს შეფასებებს
რა მნიშვნელობა აქვს მნიშვნელობას,,,

უბრალო ფაქტები!



































პ.ს. ყოველთვის ასეა...მთელი ცხოვრება, ელი ელი ელი ელი ელი ელი ელი ელი ელი ელი ელი
და მერე მოვა
ისეთი
როგორსაც ელოდი
ანდაც
სხვანაირი...
მოვა და გაგიკვირდება, რომ ის რასაც ელოდი, თუუუურმე.....

ქორწილი დასრულდა, ქორწილი დაიწყო


Friday, January 30, 2009

I


ცხოვრებაში ყველაფერი ოდესღაც პირველად ხდება

კი არა და
რაც პირველია - პირველია
და
რაც მეორეა - მეორე


ჰხუხ
მენერვიულება
კი არა და
მეფორიაქება
და
მეშფოთება
და
ჯერ გაურკვეველენითაუღწერელგამოუთქმელდაუწერელად
მეგრძნობინება...
დაუღვინებელ-გაუფილტრავი
შე
გრძნება
რომლელსაც არც სახელი აქვს ჯერ
არც ის ვიცი მიხარია
თუ
მწყინს
არარარარარარა

სულ სხვა...

ახალი შემოგრძნებობილობა...

დღეს კიდევ არახალია ძველიას მივხვდი
შენს ადგილას დღეს აუცილებლად დავავლებდი ორ ხელ ტანსაცმელს ხელს
და
გავიქცეოდი...
არ ვიცი სად, მაგრამ აუცილებლად გავიქცეოდი და დავიმალებოდი
აუცილებლად
: ))
კარგია რომ მე არ ვარ პირველი და გაქცეულ მაგალითს არ მოგცემთ
თქვენ დიდი ხუთეულის მეოთხედ ნაწილებს : ))
კი არა და
ელ - ხვალ შენ მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო თეთრკაბოსანი იქნები
ვიცი
:)



ახალსახოვანი ცხოვრება - ხვალიდან მე გათხოვილი არა, უბრალოდ თავისოჯახიანი მეგობარი მეყოლება
პი

ვე

ად

: ))

Thursday, January 29, 2009

ჰხოდა ასთრე


ყველაფერი თანმიმდევრობით მოხდება

ჯერ ტვინში წაიშლება ის ფაილები, რომლებიც ხმას ინახავს..
მერე სიზმრების პერსონაჟები შეიცვლებიან..
მერე თვალები გაიცრიცება
შემდეგ გამოსახულება გაშავთეთრდება
და
დარჩება მხოლოდ გაშეშებული კადრი, რომელსაც მოძრაობაში ვერ აღიქვამ...

მეხსიერება ვერ ინახავს გრძნობებს - მხოლოდ ფაქტები რჩება გონებაში!

სულ ეს არის
და
ვიწყ
ება
და
ვიწყებ
მეც...... : )

Wednesday, January 28, 2009

გავასოციაციავდი


გამძაფრებული ასოციაციური აზროვნება გამძაფრებულ ფსიქიკურ მოშლილობაზე მოითითებსო
კი არა და
ეგ არახალია, ძველია...
მოკლედ ისა..
რიცხვებს რომ ფერები აქვს
და
ანბანი და სიტყვები რომ ფერებად და ფორმებად შეიძლება წარმოიდგინო, არც ეგაა ახალი...
ვინ გაბედავს და შემეკამათება, რმ კვირა ოქროსფერი არ არის
ან ხუთშაბათი შინდისფერი
ან სამშაბათი მწუუანე...
ჰხო, მწუუანეზე გამახსენდა...სამკუთხედი რა ფერია? - რა თქმა უნდა მწუანე..
ოთხკუთხედი? - სტაფილოსფერი...
სამწუხაროდ ხათო სულაც არ არის მწუანე - ლობიოსფერია
რას ვიზამ..
ჰხოდა ფერები მონაფერები მე გეფერები ვერა ფერებით არაფერები ყველაფერები
მოვრჩეთ..
ახალი აღმოჩენა!
ავტობუსების ნომრები ადამიანების სახელებს ჰგავს...
მაგალითად
1ად1 ავტობუსი, რომელსაც ჩემს სახლამდე მივყავარ და რომელსაც დღეში ზუუუსტად 1 საათს ველოდები, იმიტომ რომ ზედმეტი 10 ნაბიჯი არ გადავადგა
ანუჰ ავტობუსი # 58 საოცრად ჰგავს სახელ - ზურას? :სპყ
ანუჰ გამოდის, რომ დღეში ზურას 2 საათი მაინც ველოდები..ბრრრ...არადა როგორ ვერ ვიტან ლოდინს...
ჰხო, ეს იმ დროს, როცა გაჩერებაზე ზურას ანუ 58 ავტობუსის ლოდინში სულ მცირე 5-ჯერ მაინც ჩამოივლის იგივე ხათუნა (88 ნომერი ავტობუსი), ხათო (44 ნომერი ავტობუსი), მამუკა (6 ნომერი ავტობუსი) და ნუცა (5 ნომერი ავტობუსი)...
ჰხოდა ეგრე...
დღეს ყვითელი ოთხშაბათია ბლანტი ამინდით, არაფრისმთქმელი დრო 13:06 სთ და თავზესაყრელი საქმე, რომელიც რატომღაც ნაცარს მაგონებს...
ჰხო, მე ისევ ხათო ვარ - ისევ თავი მგონია რიცხვი 8 ისევ მინდა ვიყო მწუანე და ვგავარ სიტყვა ”მაშასადამეს”...
სულ ეს იყო
გმადლობთ ყურად თუ არა და თვალად ღებისათის


:ც

Tuesday, January 27, 2009

ისა...


ისა.....
1ელ უნივერსიტეტში ლექტორმა დაგვისვა ბავშვებს ეს შეკითხვა
და
იმის მერე რატომღაც ხშირად მეფიქრიანება ხოლმე...
ანუჰ
აი წარმოიდგინეთ რომ მოხვდით უკაცრიელ კუნძულზე, სადაც ყველანაირი საცხოვრებელი პირობაა, უბრალოდ ადამიანები არ არიან
და
იცი რომ
არც არასდროს მოვლენ...
ჰხოდა
ტანსაცმელს ჩაიცვამდით თუ ისე ივლიდით?
დაიუთოვებდით თუ ისე?...
ან დილაობით პირს მაინც დაიბანდით?
მაკიაჟს გაიკეთებდით?
საწოლს ალაგებდით?
სახლს დაალაგებდით?
:უსერ:

კი არა და
ახლა რომ ეს შეკიტხვები ჩამოვწერე მივხვდი რომ მათ უმრავლესობას აქ ამ ხალხმრავალ გარმეოში ცხოვრებისასაც არ ვაკეთებ, მაგრამ მაინც ...: )))

ჰხოდა ანუჰ..
თუ არის ისეთი რამ რასაც ახლა აკეთებთ ყოველდღიურად და უკაცრიელ კუნძულზე უადამიანოდ ცხოვრებისას არ გააკეტებდით............:უსერ:

Monday, January 26, 2009

{’.’}


გუშინ ღამე გავათენე
თითქმის..
ძაღლები ყეფდნენ კი არა და ყმუოდნენ თუ წკავწკავებდნენ თუ არ ვიცი რა ჰქვია ძაღლურ ტირილს ადამიანურ ენაზე
გამეღვიძა
და
ძალიან მშვიდად დაველოდე, როდის მოხდებოდა მიწისძვრა..
ჰხო, ჯერ კიდევ ძალიან ძალიან ძალიან დიდი ხნის წინ სადღაც წავიკითხე თუ მოვისმინე, რომ ცხოველები რამდენიმე საათით თუ წუთით ადრე გრძნობენ მიწისძვრის მოახლოებას...
მოკლედ ყველაფერი ერთად გამახსენდა, 2-3 კვირის წინ წაკიტხული სტატია, რომ თბილისში, ბაქოსა და ერევანში მოსალოდნელია 8 ბალიანი მიწისძვრა,,,
მერე გამახსენდა სამი დღის წინ დასიზმრებული თათო (მექსი), რომელიც მეუბნებოდა, რომ ბავშვი მინდა, ოღონდ 21-ის მერე...( მმმ)
მერე შემომახსენდა, როგორ ვლაპარაკობდით სამსაურში დარწმუნებული ხმით, რომ ალბათ ახალგაზრდები დავიღუპებით (იმ თანამშრომლენიდან რომელიმე თუ გადავრჩით, ალბათ მერე ვიტყვით გული გვიგრძნობდაო - ეგეც კი გავიფიქრე)
მოკლედ რა არ გამახსენდა - გუშინ დილით რუსთავი 2-ზე ნანახი რაღაც მულტფილმმიც კი ვამპირებზე თუ კაციჭამიებზე...
მერე წარმოვიდგინე მიწისძვრის შემტხვევაში როგორ ჩამოინგრეოდა მარჯვნიდან და მარცხნიდან 18-18 სართულიანი შენობები , თავზე როგორ დამეცემოდა მთელი 13 სართული და მე თვითონ როგორ დავეცემოდი მტელ 5 სართულს :უსერ:
ვიჯექი,
ველოდე
ველოდე
ველოდე
ველოდე
მიწისძვრას და არ მოვიდა...
მერე ძაღლებსაც ჩაეძინათ და მეც ჩამეძინა...
დილით, რა თქმა უნდა, გამეღიმილა ჩემს ღამეულ კოშმარებზე
მიწისძვრა არა ის - მზის სინათლით გათამამებული შემოფიქრება


ჰხოდა ეს ყველაფერი რატომ დავწერე...
წეღან
სრულიად შემთხვევით,
მოულოდნელად რაღაცის წაკიტხვის დროს,
არათუ სამი 18 სართულიანი შენობა
მთელი სამყარო თავის პლანეტებითა და ვარსკვლავებით თავზე ჩამომეშალა
ერთ წამში, თავბრუსხვევისგან 3 წრე დავარტყი მსოფლიოს და ისევ ჩემს საწერ მაგიდასთან აღმოვჩნდი...
მაგრამ მაინც ცოცხალი ვარ..
არ ყოფილა საშიში მიწისძვრა..
მითუმეტეს თუ მხოლოდ შენთვის ირყევა სამყარო...

Sunday, January 25, 2009

:S


მდეას...
უკვე ერთი კვირაა ცხვირიდან აღმოსავლეთით მდებარე ნახევარსფერო ორიჯერ აღემატება დასავლეთით მდებარეს...
კი არა და
საკუთარი კბილი რომ ასე გაგამწარებს სხვა რას გიზამსო - ახალი ქართული ანდაზა!


არადა ხომ ხედავს, რომ არ ვიმჩნევ, რომ მტკივა - გამიაროს, ვახ......


ჩვეულებრივად, პირში კბილებს მაშინ ამჩნევენ, როცა სტკივათო - მეორე ახალი ქართული ანდაზა, სულ ცხელცხელი, გადაიღეთ...
ეგოისტი კბილები - სულ უნდათ რომ ყურადღების ცენტრში იყვნენ
ჰხუხ
თუ მარჯვენა თვალმა შეგაწუხა ამოირე და გადააგდეო, თუ კბილი აგტკივდაო..ისაო...
კი არა და
ვერა...
:ს
წავალ, ისევ თვითგვემას მივეცემი... ;ს

Friday, January 23, 2009

: /

ამდენი მცდელობის მიუხედავად,
ერთხელ მაინც აუცილებლად ვიკითხავ
”რატომ”?
და
სამწუხაროდ,
პასუხი მექნება.... სამწუხაროდ......

მელაპარაკე...

წარსულში ვიქექებოდი და ძველი ემოციების აღდგენას ვცდილობდი
ცოტა გამომივიდა
შემომახსენდა
რას რატომ როგორ და რისთვის ვწერდი
ვწერდი არა
გავიცდიდი
მაშინაც ვიცოდი, რომ ყველაფერი გავლადი იყო
მაგრამ
მაინც იმაზე მეტად გაუვლია იმას რის გავლაშიც ეჭვი მეპარებოდა, ვიდრე იმას, რის გავლასაც ყოველწამობრივად ველოდი....
ჰხოდა რამდენიმე კი არა და 2 ლექსი
ორი წლის წინანდელი ემოციებიდან......

გიორგი ზანგური
:)


უძრაობა ქალაქში,
უძრაობა სრულიად.................
ირგვლივ ყველას თვალები
გახდომია უაზრო
იქნებ მე ამ წვიმაში
გზა რომ დანისნულია
შენი ნახვა მოვასწრო......
შენი კოცნა მოვასწრო.....................
მთელი ჩემი ცხოვრება სველი სინანულია
მინდა თვალზე ცრემლების, ალუბლების დაკრეფა
და ღრუბლებიც, გარშემო მერცხლები რომ უვლიან
შენი ქარით გაქრება.............
შენი სუნთქვით გაქრება..........
მარტოობა ოთახში
მარტოობა რთულია
რაღაც ნისლის მაგვარი შემოიჭრა ფანჯრიდან,
რომ არ გამომეღწია შენი სიყვარულიდან
ეგ თვალები დამჭრიდა.........
ეგ ღიმილი დამჭრიდა...........
უთქმელი განშორება ჩემთვის არაფერია
შენ ხომ ზღვაში დაკარგულ მარგალიტის ფასი ხარ.
მიწას ორსულობისგან მთები გამობერვია
იცი რა ლამაზი ხარ..........
იცი რა ლამაზი ხარ..................
ლამპიონი-ჩემსავით მასაც მოუწყენია,
თავდახრილი გაჰყურებს ქუჩას, მთვრალი ლოთივით
ჩამქრალია იმედია მისი ნატვრა- ნათურა
შენი-ცა მოლოდინით
შენი ზღვა-მოლოდინით...........
მთვარე თითქოს ჯალათის ალესილი ცულია
თავი მოსჭრეს აისს და მზე გაგორდა ბურთივით
კარგო, ისე მიყვარხარ,
კოცნა ისე მწყურია
მაგ თვალებმა რა იცის..........
მაგ ტუჩებმა რა იცის..........
უძრაობა ქალაქში,
უძრაობა სრულიად.................
ირგვლივ ყველას თვალები
გახდომია უაზრო
იქნებ მე ამ წვიმაში
გზა რომდ ანისნულია
შენი ნახვა მოვასწრო......
შენი ნახვა მოვასწრო..........
შენი ნახვა მოვასწრო............
შენი ნახვა მოვასწრო.............
დუდუნ-დუდუნ, დუდუნ-დუდუნ დუდუნიით
შენს ფიქრებში გავახვიე თუთინი
ნუგეშ-ნუგეშ, ნუგეშ-ნუგეშ ნუგეშით
კვამლი იდგა მატარებლის კუპეში................
რადგან-რადგან, რადგან-რადგან რადგანაც
შორს წახვედი ჩემგანაც და მათგანაც
ჩქარი-ჩქარი, ჩქარი-ჩქარი, ჩქარია
ამ სუსლწრაფი ვაგონების არია.........................


და ესეც.......:)


იყიდება ჩემი წილი ძილი
უხეირი ერთი ლექსის შექმნად,
გაიფანტა ჩემი სატრფოს მძივი
თუ იპოვნეთ იქნებ ერთად შეკრათ...............
წინსწარ გიხდით მადლობას...........
თუ თქვენ აპირებთ დათრობას
ქართული ადათ-წესით
სასწრაფოდ ყანწი შესვით................
ვცვლი ფერად სიზმრებს
საინტერესო ოცნებაში
ვამზადებ თურქებს, არაბებს, მონღოლებსა და სპარსებს
ოთხ ენაში:
ქართულში.......
ქართულში......
ქართულში..........
ქართულში........
ვარ გამოცდილი მეზღაპრე
შევიძენ ფანტასტიურ ამბებს დევებზე, ჯადოქრებსა და რაინდებზე.........
ვარჩენ იმეგაცრუებას,
ვხსნი დაბღვერილ წარბებს,
სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა სიყვარული
წაბლისფერი თმებით, ლურჯი თვალებით,
ტანთ ეცვა უთვალავფერი აპრილი...........
ის დილით გავიდა სულის ოთახიდან
ოდნავ გულნატკენი და მზერა დახრილი
მადლობას უთვლის კოჯრის ტყე
ყვავილებს დროულად მოსვლისთვის,
მადლობას უხდიან ჩიტები ინდოეთს
ბულბული მგოსნისთვის..........
ბაღები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ
უდროოდ გარდაიცვალა პაემანი...
ორი წყვილის ერთად დაგვიანებით
და შადრევნის უწყლოდ დაზიანებისათვის.........
იყიდება ყველაფერი ის, რასაც ხვდება შუქი ოქროს მზის
შევისყიდი წელიწადის ყველა დროს,
რომ სიმშვიდემ ვერ დამღალოს ვერასდროს....
დამეკარგა ქარში ქალის თმა
თქვენთვის მინდა ყველა ამის თქმა..........
გაიხედეთ გარეთ................
ისევ წვიმს
და წვეთებით სატრფოს ვუკრავ მძივს
გადაგღალათ პრესამ?
გადაკეცეთ ქუდად
ან გუბეში ჩუმად შეაცურეთ ნავი..........
დღეს გაზეთის მტერდი ისე ცუდად
რომ აპრილის ნიავს ვერ გაართვა თავი
და
დაეცა მიწას
ვით ფოთოლი ხმელი
უფერო.....
უსულო განცხადების მთქმელი.........






ეს კი კიკი დიმულა
დღევანდელი ემოციებიდან......
თუ
უემოციობიდან
:)




მელაპარაკე.
თქვი რამე, რაც გინდა.
ნუ დადგები ოღონდაც გულქვა არმყოფობასავით.
ამოირჩიე რაიმე სიტყვა,
ყველაზე მჭიდროდ რომ გკრავს ბუნდოვანებით.

თქვი:
”უსამართლოდ”,
”ხე”,
”შიშველი”.
თქვი:
”ვნახოთ”,
”განუზომელი”
”სიმძიმე”.
რამდენი სიტყვა ოცნებობს გააჟღერო მათი მოკლე, მყიფე სიცოცხლე.

მელაპარაკე.
რამხელა ზღვაა ჩვენს წინ
იქ, სადაც ჩვენ ვმთავრდებით,
იწყება ზღვა.
თქვი რამე.
თქვი ”ტალღა”- ის არასდროს დგას.
თქვი ”ნავი” - ის იძირება
თუ გადატვირთავ ზედმეტი ზრახვით.
თქვი ”წამი”- საშველად გვიხმობს, გვეუბნება, რომ იხრჩობა,
ნუ გადაარჩენ,
თქვი
”ვერ გავიგე”.

მელაპარაკე.
სიტყვებს მტრობა აქვთ ერთმანეთთან.
ანტაგონიზმი.
თუკი ერთ-ერთი მაინც შეგიპყრობს,
მეორე გათავისუფლებს.
გადმოათრიე ღამიდან ერთი სიტყვა
ბედისაკენ.
მთლიანი ღამე.
თუმცა, ნუ ამბობ: ”მთლიანი”,
თქვი ”ცოტაოდენი”
და ეს შენ წასვლის უფლებას გაძლევს.
ცოტაოდენი
შეგრძნება,
ხოლო
სევდა
მთლიანი
ჩემია.
მთელი ღამე.

მელაპარაკე.
თქვი:” ვარსკვლავი” - ის ქრება.
არც იზღუდება ეს სიჩუმე ერთი ნათქვამით.
თქვი: ”ქვა”-
უტეხი სიტყვა........





:):):)



ჰხოჰხოჰხო
მელაპარაკე...... ჩუმად მოგისმენ... მელაპარაკე......

Thursday, January 22, 2009

: - |



შემომეგანცდა...
ყოველ დილით, თვალის გახელისთანავე ვიღაც უჩინარი
ანდაც
ჩინარი
ჩემში
დიდ
დიიდ
დიიიდ
ლოდს აგდებს
და
მე ვიმღვრევი, ვიმღვრევი,ვიმღვრევი, ვიმღვრევი
ვნაცრისფერდები და ვტალახისფერდები
ვმსუყდები
და
ვიბლანტები....

არადა როგორ მიყვარს ჩემში თევზების ჭერა...

Wednesday, January 21, 2009

<>

------------------------------------------------------
-----------------------------------------------------
------------------------------------------------------
------------------------------------------------------
------------------------------
----------------------------------------------------
-------------------------------------------------------
-------------------------------------------------------
---------------------------------------------------
----------------
-----------------------------------------------------
--------------------------------------------------------
-------------------------------------------------------
--------------------------------------------------------
--------------------------------------
--------------
----------------------------------------------------
------
---------------------------
-------------------------------------------------
----------------------------------------------------
---------------------------------------------------
---------------------------------------------------
---------------------------------------------------
------------------------------------------------------
----------------------------------------------------
--------------------------------------------------
----------------------------------------------------


მე
დუმ
ილ
ები
შენ
დუმ
ილ
ებ

ბევრი
ბევრი
ბევრი

Friday, January 16, 2009

ეგო


მეორეხარისხოვანი გვამები...

ალბათ ამიტომ მეშინია მიწისძვრის

ეგოს არ სურს კადრში შემთხვევით იყოს მოხვედრილი

სამაგიეროდ

იზმი უჩინმაჩინის ქუდზე 20 ნებობს....

Thursday, January 15, 2009

ბრბრბრკჭსწ


ისაო.... 

დღეს ძველი ახალი თუ ახალი ძველი ბედობაა

ჰხოდა ანუჰ მთელი წელი რა დამებედება

2 საათამდე ძილი 

თმის შეღებვა

მეგობრები

ცეკვა

სტუმრები

ყავაყავაყავაყავაყავა

ნამცხვარი

სამსახურის შემოთავაზება და უარის თქმა

დის ქორწილისთვის მზადება

კიდევ?

აა, ხო...

გადაუწყევტელობა

მინდა-არ მინდა

თუ მინდა?

აუ მინდა? არა, არ მინდა...

არადა მინდა

მმმმმმმ

ბევრი ფიქრი

30%გონება

10% გრძნობები

10% გული

და

50 % სიცარიელე....

ჰხო....კიდევ ის, რომ...2009 წელსაც

ისევე როგორც

2008

და

2007

და

2006

და

2005

და

ა.შ.

წლებში

მჯერა, რომ

ყველაფერი გავლადია!

წელსაც მექნება თაბდაყოლილი შეგრძნება, 

რომ

არსებობს სიმართლე

ჰხო სიმართლე

რომელიც მხოლოდ მე ვიცი

და

რომელიც საშინელია..........

რატომ ან საიდან ან რისთვის მაქვს ეს შეგრძნება არ ვიცი

მაგრამ

ფაქტია, რომ მიზეზების ძიებამ 

მას თან მიმიყვანა....მმმ უნდა ვუმკურნალო...

ჰხო კიდევ რა

კიდევ ის, რომ

ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან

ერთი -კლიტეა

მეორე- გასაღები....

კიდევკიდევ ის, რომ.....

ის რაც პირიქით ჩანს პირაქეთაა

და

რაც პირაქეთაა პირიქითაა

და მთავარი:

ყველა ადამიანს აქვს საკუთარი სისაკუთრე, რომელიც მხოლოდ მისია! მხოლოდ მისი.....და ვერავინ  ვ ე რ ა ვ ი ნ ვერავინ შეცვლის ერთ პწკარსაც კი......

ამიტომაც.......ისა...

ხო

2009 წელსაც ისა.......

Wednesday, January 14, 2009

ბჟუტურფრუტუნ


ჩემს სურვილებს ფანტაზიის უნარი აქვთ დაქვეითებული - როგორც ვსურვილობ ზუსტად ისე ხედებიან კი არა რეალურდებიან........არანაირი ნორმიდან გადახვევა.....კხმ...სურვილები გამირობოტდა..ვაიჰხთ...

აი მაგალითად, ვისურვილე....ნეტავმც ცოტა ხნით დამასვენა მეთქი

ჰხოდა მეორე დღეს სამსახურში მითხრეს, რომ წადი, დაისვენე ერთჳ კვირითო....

ჰხდა ვზივარ სახლში

და

ვიღლები დასვენებით

არა..... კი არ ვიღლები

ვზივარ და  ჩემს სურვილებს ვეჩხუბები

რომ

”დასვენება მინდაში” სახლში ჯდომა კი არ ვიგულისხმე, არამედ...ისა....

ჰხუხ

ძალად მოკრძალებული რომ არ ვიყო ერთ სიტყვას დავწერდი ახლა...[url=http://smiles.myweb.ge][img]http://smiles.myweb.ge/smileDB/12125-mmm.gif[/img][/url]

ჰხოდა ისა...

წარსულის გადმონაშთები მეზედმეტებისზედმეტება... ვიქექები...ვცდილობ ვიპოვნო მცირე ელემენტიც კი, რაც წარსულში მეხალისებოდა...ვერ ვპოულობ....

სიახლეები იმაზე უფრო უცხო აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი...მზად არ ვყოფლივარ..ამიტომ უჩემოდ ვითარდებიან... განვითარდნენ და იქნებ მანამდე ვეც გავითარდე და მივუახლოვდე...

შუაში ვდგავარ და ყველაფერი საშუალო კი ისეთ გრძნობას იწვევს, როგორიც ახლა მაქვს...

მეჭირვეულება!

ჩემში წლინახევრის ბავშვმა გაიღვიძა...ახალლაპარაკდაწყებული გამუდმებით რომ ტირის ტირის ტირის და ვერ აგებინებს ხალხს რა უნდა...ანდა როგორ უნდა გააგებინოს, თვითონ არ იცის...უბრალოდ ტირილით ტკბება......[url=http://smiles.myweb.ge][img]http://smiles.myweb.ge/smileDB/12024-worried.gif[/img][/url]

მაინც მიხარია...

გარდატეხის ასაკი კი არა და პერიოდი იმის მომასწავლებელია, რომ რაღაც ახალი დაიწყება...ანუ კარგად დავიწყებული ძველი...ცოტაც, ცოტაც და....

ახალი აკვიატება:

გადავწყვიტე სურათების გადაღება დავიწყო...

უფრო სწორად

გადავწყვიტე ცის სურათების გადაღება დავიწყო...

ამიერიდან მხოლოდ ღრუბლებს გადავუღებ სურათებს....

ღრუბლებს და ბალახებს...

პირველი იმიტომ რომ  მაღლაა და თან ცვალებადფორმიანია - როგორც ჩემი ხასიათი

მეორე იმიტომ რომ მილიონში ერთ-ერთია...ერთ-ერთი ჩვეულებრივი...თან მწუანე - როგორც...ისა... ჰხო....

[url=http://smiles.myweb.ge][img]http://smiles.myweb.ge/smileDB/11822-itwasntme.gif[/img][/url]

ჰხოდა ეგრე........

არაუშავს 

გამეორება ცოდნის დედაა

არაფერია

გადა

ტანელი.....

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი 

გაზაფხული

მოვა

1თვესა

და

14 დღეში.........

დასკვა ნომერი10381273827


ადამიანები მხოლოდ ფორმას იცლიან

შინაარსს არა...

Monday, January 12, 2009


ჩემი სახლი - ჩემი ციხე-სიმაგრე

ჩემი ცა - ჩემი ქამარ-ხანჯალი

ჩემი ღამე - ჩემი უჩინ-მაჩინის ქუდი

ჩემი ციალი - ჩემი მწუანე ციალი

დღეს სულ სხვას

ეცავესახლეღამეეციალება

მაგრამ

ოდესმე ხომ

მეც

მომეციხესიმაგრმექამარხანჯალუჩინმაჩინისქუდციალება

ოდესმე

ყველა უძღები შვილი თავის სახლს დაუბრუნდება

ოდეს

მე......

Sunday, January 11, 2009

:::::::::


ადამიანებს ვუყურებს, ვუსმენ

ვუსმენ და ვუყურებ

და

ვხედავ:

იცინიან, მოძრაობენ, ფიქრობენ, ტირიან, უხარიათ, წუხან, ლაპარაკობენ

სცივათ, შიათ, სწყურიათ,

არსებობენ

და

უცებ თვალწინ მიდგას როგორ გაშეშდებიან ერთ დღეს და დაწვებიან ოთხკუთხედ ყუთში...

ჰხო...ეს მოძრავი ადამიანები

ყველანი ყველანი ყველანი

ისიც ისიც ისიც

და

შენც

და

მეც კი....

ერთ დღეს...აუცილებლად.....

მანამდე კი...მანამდე....

ზურგი!

ჰხო, ზურგი!

ცუდია,

ცუდია,

როცა ადამიანური სი კარგი ს მაქსიმალური გამოვლენის დროს

მხოლოდ

ადამიანური სი ცუდი ე მახსენდება....

და პირიქით...

თუმცა რა მნნიშვნელობა აქვს კარგია თუ ცუდი

ან საერთოდ რას აქვს მნიშვნელობა

ან საერთოდ...

უბრალოდ

დღეს

1-1-1-1

სი კარგი ევე დღე იყო

ძალიან

კარგი

მაგრამ მახსოვს მახსოვს მახსოვს

და

ვერ ვივიწყებ

რომ

ხვალ ან ზეგ ან მაზეგ ან მერე და კიდევ მერე და კიდევ უფრო მერე

მერე 

ისა........

Saturday, January 10, 2009

იმედი


მგონი მივხვდი!

ყველაფერი ცუდის სათავე არის იმედი..

ჰხო, ზუსტად იმედი!

არა ტელეკომპანია იმედი არა

არც რადიო იმედი

იმედი რა....ჩვეულებრივი..

აი ყველაზე ბოლოს რომ კვდება და სადაც კვდება იქ სიცარიელე რომ იწყება და იმედი არ მოგვიშალოს ღმერთმაო ერთმანეთს რომ ვუსურვებთ მთელი გულით და ზოგიც ნახევარი გულით და რომ არ ვიცით, რომ თურმე სულაც არ გვდომნია კარგი იმისთვის, ვისაც ვაიმედებთ...

რამდენიმე ფაქტი შემომახსენდა უცებ ისეთი

როცა

ცხოვრების ჩვეული რიტმიდან მინუსებში გადავინაცვლე...

ჰხოდა ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ რომ იმედი მქონდა... რაღაცის იმედი... იმედი იმისა, რომ ისე არ იქნებოდა როგორც სინამდვილეში იყო...იმედი, რომ რაღაც, ვიღაც, სადღაც, რატომღაც...ჰხო სწორედაც რომ რატომღაც....

რატომღაც მქონდა იმედი, როგორც სიმდიდრე, რომლის გადაცვლასაც ვაპირებდი ყოველდღიურ საჭირო ნივთებში და როცა იმ ნივთების ყიდვა გადავწყვიტე, აღმოჩნდა, რომ ყალბი იყო...

იმედის არსებობა თავისთავად მის არსებობას ნიშნავს..

მაგალითად 

თუ გაქვს იმედი რომ ყველაფერი კარგად იქნება და ესეც მხოლოდ იმედის დონეზე, ტავისტავად გულისხმობს, რომ შეიძლება ყველაფერი სულაც არ იყოს კარგად, უბრალოდ შენ გინდა რომ ეგრე იყოს...

ჰხო ანუ იმედი იგივე სურვილია

სურვილები კი...

სურვილები კი პირველია რაც უნდა მოაშთო და აღგავო პირისაგან მიწისა თუ არა სულისა და ხორცისა მაინც...

რატომ?

იმიტომ რომ...ეგ იმას ჰკითხეთ...ძის..ლაოს... ოღონდ ახლა არა 100 წლის შემდეგ...

ჰხოდა იმედი სხვა არაფერია, თუ არა სურვილები, თანაც  ისეთი სურვულები, რომელთა სურვილშიც თავადაც გეპარება ეჭვი..

არადა სავსე ვარ

აღარ მინდა..აღღარ.....

წაიღეთ, მოიხმარეთ, გაიხარეთ ჩემი იმედებით...

თან იმდენი მაქვს

ყველას გეყოფათ...

წაიღეთ...

გამოთავისულფებულ ადგილას მკვდარი იმედების სასაფლაოს გავხსნი

უნდა დავასაფლაო

თორემ

აშმორდა....

აშმორებული იმედი...ჰხეხჰე...

რომ არა იმედი  

სამყარო სულაც არ იქნებოდა მწუანე

ალბათ შავ-თეთრი იქნებოდა

ანდაც

ნაცრისფერი...

სამაგიეროდ

უფრო შორს შემეძლებოდა დამენახა...

თანაც მწუანე სათვალის გარეშე..

წაიღეთ!

Friday, January 9, 2009

არაფერი!

არაფერი! ჰხო, არაფერი.......

Thursday, January 8, 2009

----------


მივხვდი:

ჩემი გრძნობები  კუჭზე გადის!

პირდაპირი მნიშვნელობით...

ანუჰ:

როცა რაღაც მიხარია ძალიანძალიან ან არცთუ ისე ძალიან ან ნელთბილად ან თუმცა რა, თუ გიხარია, გიხარია, მეტ-ნაკლებობა რა შუაშია

ჰხოდა

რაღაც თუ მიხარია ან რაღაც თუ არ მიხარია, ბედნიერი თუ ვარ(ეგეტებიც ხდება) ან უბედური თუ ვარ(თქვენ წარმოიდგინეთ, ეგეთებიც ხდება), მოკლედ რამეს თუ განვიცდი, საჭმელს ვერ ვჭამ...

გრძნობები - დადებითი, უარყოფითი- მნიშვნელობა არ აქვს - პირდაპირ გავლენას ახდენს მადის მომატება-დაკლებაზე.....

ჰხოდა

ეს ყველაფერი იმიტომ გამახსენდა, რომ

ბოლო დღეებია

თუ კვირებია

იმდენს ვჭამ , რამდენიც 24 წლის მანძილზე ერთად არ მიჭამია.....

ეტყობა

ემოციები დამიბლაგვდა...

Tuesday, January 6, 2009

******


ვფეთქავ!

მაშასადამე ვარსებობ.......

მე

დუმ

ილ 

ება

ისევ.......

დიდი დუმილის შემდეგ დიდი ხმაური იწყება

კი არა და

ვგრძნობ მოახლოებას....ვგრძნობ...

შე

ვი

გრძნობ..

ცოტაც მაცალე, სულ ცოტა, სულსულსულ ცოტა

და

ფუღუროდან გამოვალ

ვივლი ვივლი ვივლი

ვივილი

მოვძებნი

და

ბორკილებს მოვიხსნი....

თურმე მართლა არსებობს ომები

რომელსაც არ დამარცხებული ჰყავს

და

არც გამარჯვებული....

პროცესი ყოველთვის მეტია შედეგზე... ყოველთვის....

თუმცა გამონაკლისები მაინც არსებობს...

უცნაურად შემეშინდი დღეს...

გამიკვირდა

:)

შობის მე12 ღამეს შობა ღამის ალქაჯები საშობაო სიმღერას შეასრულებენ

არ გაცივდე...... :)

Monday, January 5, 2009

წავეძილისშინათე


წერის მოთხოვნილების შემოტევას ვგრძნობ - ვიცი თუ არ დავწერე, ვერ დავიცლები და შესაბამისად ვერ დავიძინებ...

არადა უნდა დავიძინო!

უნდა!

 ძილი მაგარი რამ არის.... ძირითადად, მაშინ იძინებ ადამიანი, როცა უნდა დაიძინო... არადა ეს  ვალდებულებითი ძილი რომ არ არსებობდეს და მხოლოდ სურვილებითი ძილი იყოს ხმარებაში რამდენი რამ შეიცვლებოდა თქვენი არ ვიციდ ა ჩემს ცხოვრებაში...

უპირველესად, მაღვიძარა დაკარგავდა თავის ფუნქციას და დარჩებოდა უმუშევარი.... ჩემი სამუშაო საათები დაიწყებოდა 2 საათზე და გაგრძელდებოდა ერთ საათს... 3 საათზე ძილი ისევ მომესურვილებოდა და დავიძინებდი იქვე, სამსახურში...გამეღვიძებოდა  7-8 სსაათისათვის და მერე...ჰხო აი მერე....მერე მეღვიძებოდა დილის 6-7 საათამდე....

ჰხო, ალბათ ასე იქნებოდა...

არაფერი სჯობს ღამის სიჩუმეს, როცა სუნთქვასაც ფრთხილობ, რომ არ არსებული ადამიანები არ გააღვიძო...

არაფერია ღამით მოფრენილ აზრებზე უფრო ფხიზელი

არც ყავას აქვს დღისით ისეთი გემო, როგორიც ღამის 3-4 საათზე....

პასუხისმგებლობის გამძაფრებული გრძნობა - იყო ერთადერთი ფხიზელი ადამიანი, რომელიც მძინარე დედამიწას დარაჯობს...ჰხუხ...შეუდარებელია....

შეუდარებელია

მაგრამ უნდა დავიძინო..

უნდა!

ახლა ამ ჯდომიარე მდგომარეობიდან უცებ უნდა გადავინაცვლო მწოლიარე მგომარეობაში....

სასაცილოა ფხიზელი ადამიანი, რომელიც საკუთარი ნებით ჰორიზონტალურ მდგომარეობას იღებს....

მახსოვს  

ერთხელ ისე ნათლად წარმოვიდგინე რა სასაცილო იყო თვითონ წოლის პროცესი, რომ მთელ ღამეს ჩემი გადავჟირჟჳრჟირჟირჟირჟირჟირჟირჟირრებუული სიცილის გამო არ დამეძინა....

ჰხო ეგეთებიც ხდება...

უფრო უცნაურობებიც....

1-2-3-4-5-6-7-8-9 წლის წინ გზაში შემთხვევით ჩემი  თაყვანისარადაიმისმცემელი შემხვდა და ისე გავწითლდი, რომ ზაგარი მივიღე და მთელ ზაფხულს შემდეგ გარუჯულმა ვიარე : ))))) ჰხეხ...

ხო...გამახსენდა..იუმორიც სხვანაირია ღამღამღამღამღამობით....

აი თუნდაც...ხვალ ამ ნაწერს წავიკითხავ დღის შუქზე და ვიფიქრებ, რომ...ვუი....

ჰხო...იმასაც ღამით მივხვდი, რომ ჩემს ფიქრებს არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან... ამიტომ გადავწყვიტე აღარ ვიფიქრო.... ჰხო, აი მარტივად....ვიფიქრო მხოლოდ იმაზე, რომ არ ვიფიქრო და შემდეგ ვიფიქრო, რომ არ ვიფიქრო, რომ აღარ ვიფიქრო და მერე კიდევ და საერთოდაც....

თუმცა არა

არა

არ ღირს

ღამე არ ღირს იმაზე წერა

ბედნიერების მსუყე გაქონილ განცდას მშიერი ყოფნა  რომ სჯობს.....

გულის რევამდე მისული სიხარული....

იყოს..თქვენთვის დამითმია...

მე კი წავალ...წავესვენები....

უნდა დვაიძინო!

უნდა!

მერე რა, რომ გაზაფხულის მოსვლამდე დარჩა 1 თვე და 22 დღე....

მერე რა....

Sunday, January 4, 2009


ეს არის ახალი წელი?

ეს მომიტანა ამ ახალმა წელმა?

ამისთვის ველოდი ახალ წელს?

ამისთვის ვიდექი თოვლში  12 საათზე და ვისროდი ხლაპუშკებს?

:დ

კი არა და

ჰხო....

სულაც არ მოსულა ახალი წელი.... არაფერი ახალი არ დაწყებულა

ისევ ძველ სამსახურში ვზივარ

ისევ ძველებურად მცივა

ისევ ძველი საქმე მაქვს გასაკეთებელი

ისევ ხათო მქვია

და

ისევ კვახაძე ვარ......

ისევ ძველებურად ვფიქრობ

ისევ  ძველი პრობლემები

ისევ ძველი სიხარული

ისევ........

არადა როგორ მინდა ახალი წელი

ნამდვილი ახალი წელი

ახალი

!

ყველას ცხოვრებაში ახალი წელი სხვადასხვა დროს მოდის....

ამიტომაც 

ერთი და იგივე ასაკის ადამიანები, სულაც არ არიან თანატოლები....

ამიტომაც

შეიძლება შენი თავი 80 წლის ადამიანში აღმოაჩინო...

ალბათ 80-მა ახალმა წელმა შენთან მოსვლა სულ რაღაც 20 წელში მოასწრო...

ალბათ ასეა...

ჰხო...ნამდვილად....

ყველას ცხოვრებაში ახალი წელი სხვადასხვა დროს მოდის

ჩემთან რამდენჯერ მოვიდა არ ვიცი

სამაგიეროდ ვიცი, რომ 24 -ჯერ არ მოსულა...

ან ცოტა მეტჯერ, ან ცოტა ნაკლებად...

და კიდევ ის ვიცი, რომ

ჩემი ახალი წელი

ყოველთვის

ყოველთვის გაზაფხულობით მოდის.....

გაზაფხულამდე კი დარჩა

1

თვე

და

23 დღე.............

Friday, January 2, 2009

გმადლობ, მეც გილოცავ........


გილოცავთ გილოცავთ გილოცავთ

გილოცავთ

გილოცავთ

გილოცავთ

არა,

ახალ წელს კი არა

იმას გილოცავთ

რომ

გაზაფხულის მოსვლამდე დარჩა

1 თვე და 27 დღე