Tuesday, November 27, 2012

bbbbbbbbbbbbbb

გუშინ ვიფიქრე, რომ მეტს ვეღარასდროს დავწერდი
დღესაც ასე ვფიქრობ,
მაგრამ
ჯერჯერობით ემოციების გადმოცემის სიტყვებზე უკეთესს საშუალებას ვერ მივაგენი
მითუმეტეს, თუ ეს სიტყვები დაწერილია...
აი, მაგალითად
ზიხარ კომპთან წარბეუხრელი
ურეაქციო სახით,
ერთ ემოციას რომ ვერ წამოიკითხავს  გვერდით მჯდომი ადამიანი
და
ამ დროს მეგობარს სადმე ჩათში წერ
ლოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ -ს
ანუ ხარხარებ სიტყვიერად..
ხარხარებ რა მაგარი სიტყვაა ისე არა?
ხარ ხარ ებ
ვარ ვარ ებ
არის არის ებ
ანუ მე როცა ვხარხარებ
მე ვშენაობ?
მმ
არადა სიცილი ისეთი რამეა, მხოლოდ შენი შეიძლება იყოს
მეორე პირი რა შუაშია?
აა, მივხვდი, ეტყობა სიცილი  ადამიანის ბუნებისთვის ისეთი უჩვეულო რამაა,
როცა იცინის ის ის არ არის
არამედ სხვა ვინმე მეორე
ამიტომ მე ვხარხარებ და არა ვვარვარებ
ჰხო, ეგრე იქნება...

დრო მიშლის ნერვებს
მაბრაზებს
თვითონ ჰხომ გადის და გადის
და
მეც გადავყავარ სხვადასხვა განზომილებებში
მე რაღას მერჩის
არ ვიცი
აი მე რომ 5 წლის წინ ვიყავი ამ დროს
ნუ 5 წლის წინ რა ხდებოდა და სად ვიყავი არ მახსოვს, მაგრამ სადაც არ უნდა ვყოფილიყავი
მაგალითად, ამ დროს ალბათ სახლში ვიყავი
ჰხო, ხუთი წლის წინ ამ დროს რომ ვიყავი სადღაც და ახლა ჩემს მეხსიერებაში რომ ვიცი და ვაცნობიერებ რომ იქ ვიყავი, მაგრამ ახლა აქ ვარ, ეს რას ნიშნავს, რომ იქ აღარ ვარ? თუ ახლა აქ ვარ და იქაც ვარ, ოღონდ მაშინ? ო_O ანუ ბევრი ვარ  და ყველგან ვარ სადაც კი ოდესმე ვყოფილვარ მიმობნეული მილიარდ ადგილას, უბრალოდ, როცა ერთსა და იმავე ადგილას ვხვდები დროის სხვადასხვა მონაკვეთში ორი მე ერთდება ოღონდ არც იმ დროში რასაც "წარსულს" ვეძახი და არც იმაში რასაც "აწმყოს", არამედ რაღაც ჯერ უსახელოში და ჩემთვის გაურკვეველში და ამიტომაც მაგ დროს განსაკუთრებულად რთულს, რადგან იცი რომ ბევრი ხარ მაგრამ არ იცი სად.....

დრო, სივრცე და რაოდენობა დაძმობილდნენ
გაუდგნენ გზასა

შინაგანი სიმყუდროვე იმას ჰგავს
ხის ტოტები რომაა ერთმანეთზე გადაჯაჭვულ-გადმოჯაჭვული
ისე რომ ცა არ ჩანს
და
მის ძირში კი პატარა მოტბო-მოგუბოვო რაღაცაა
და
ოდნავ ნიავი უბერავს
სულ ოდნავ
აი წყალზე ოდნავ ზოლებს რომ აკეთებს სასიამოვნო სანახავს...
თუ მოხდა და ტოტები გადაიწია
მზემ თუ გამოანათა
ბედნიერებამ,
ლამაზი სანახავი კია ეს გუბეტბოვანება, მაგრამ ბევრი მზისგან და სიცხისგან მალე შრება და ქრება საერთოდ,
თუ მოხდა და  წვიმა წამოვიდა
ქარი ამოვარდა და თოვლიც თუ ჩამოფანტელდა
ხომ საერთოდ აიმღვრევა
გაიყინება
გაუშნოვდება...
ამიტომ, ისევ მყუდროება სჯობს
ოღონდ ნიავი
სულ ცოტა ნიავი მაინც უნდა ჰქონდეს..

და ყავა
და მუსიკა
რამე ისეთი... :)

Monday, November 12, 2012

ფჯჯფე

როცა ამბობენ, რომ ყავა უყვართ
და
როცა წერენ, რომ სვანეთზე გიჟდებიან
და
როცა ფიქრობენ, რომ მწვანე მათი ფერია
და
როცა კითხულობენ "სოფის სამყაროს"
და
როცა უყურებენ " სიმღერები მეორე სართულიდან"-ს
და
როცა უსმენენ სერგის და ბიბის "გაგივლის"
და
როცა ოცნებობენ "ჩრდილოეთის ციალის" ნახვას....





ვგრძნობ, რომ ფრჩხილები მეზრდება...........