Wednesday, October 7, 2009

მმმ


გვაპატიე მუმია!

ჩვენ შენი შესაძლებლობები ვზომეთ

ვზომეთ

ვზომეთ

და

სახაზავი გადაგვიტყდა

შევცდით!

გვაპატიე მუმია!

ჩვენ შენი იუმორის გრძნობა

ვირუსზე ავცერით

თუმცა

წამალი შეგვეშალა და...

გვაპატიე მუმია!

ჩვენ წლოვანებით

ბებიის

ბებიის

ბებიის

ბებიის

ბებიის

დიდიდიდიდიიდიდიდიიდიდიდიდიდიიდიდიდდიდიიდიდიდდიდიიდიდ

ბებიად მოგნათლეთ

და

ვერ შევნნიშნეთ რომ 

ჩვენხელა ყოფილხარ!

გვაპატიე მუმია!

შენ სიცოცხლე გწყუროდა

თურ

მე

ჩვენ წყალი გვეგგონა

მაგრამ

ვერც წყალი

შეგა

სვით...

გვაპატიე მუმია!

გვაპატიე

და

ნუღარ ეძებ შურს ჩვენში

ნუღარ იძიებ შურის ჩვენით

ნუღარ მოგვძებნი ჩვენ საშუროდ

გვაპატიე მუმია!

გვაპატიე, 

რომ

ჩვენ  ვერ გაპატიეთ!

უსახელო.........

მუზეუმის  სურნელიანი სამუზეუმო ქალი მოგვიბრუნდა

და

გვითხრა:

ნუ დასცინით მუმიას, მუმიებმა ხომ შურისძიება იციან

ო

და

კიდევ უფრო გაგვეცინა....

ზაფხული იდგა

ან შემოდგომა

შესაძლოა გაზაფხულიც

ანდა  მაისი

თუმცა ზამთარი არ........

წელი 2006 

ან

5

მაშინ ჯერ კიდევ არ გვქონდა ბბორბალი აგორებული

ბედის

ავაგორეთ

დ

ა

თავქვე დაეშვა

გვაპატიე მუმია!

Friday, October 2, 2009

შემო დგომა

ყვიითეეეელი ფოთლებიიიი

თააან მიიიაააქვს ქაააარს............

და აააყრიიის ფიფქეეებად

შენს სახლიიის კაააარს......

გეეეეძახიიი, არაააავიიიიიიინ

არააააა მცეეეემს ხმაააააააააააააას

:ტან :ტან :ტან

კი არა და

ის მიდიოდა ქუჩაში მააარტოოო

სახეზეეე ჰქოოონდაა

ღი

მი

ლიიი

იდგა შემოდგომის დღეები გარეთ

და

ქუჩა სახელად ტკივიიილიიიის

ოქროს ფოთოლთააა ლივლივიიიის

ყვითეეელ ფოთოოოლთა ლივლიიივიიიის

:ტან :ტან :ტან

და მაინც ყვითელი ფოთლეეების მწამს!

ო

და

ყველაფერი თავიდან იწყება

როგორც ყოველთვის

ჭკნობით

ო

და

თუ ცხოვრება არ იღლება ახალ/ახალი სიძნელე/დაბრკოლებების მოგონებით

მე რატომ

ღა

უნდა დავიღალო

ღიმილით

ო?!

– ვსთქუი მე

:როლ:

ჩემსა და ჩემს თავს შორის

ვიღაც

მესამე

ჩადგა

ვგრძნობ

აგერ უკვე რა ხანია.....

შენობით ვეღარ ველაპარაკები ჩემს თავს

უკვე მესამე პირზე გადავედი

მმმ

ან ავშენდები

ან მაინც ავშენდები

ყველაფერი ხომ უკეთესობისაკენ მიემართება

მითუმეტეს

რომ

ყვითელი ფოთლები სიჩუმეს ჰგავს

ო

და

კომფორტულად ვგრძნობ თავს საკუთარ თავში

მიხარია

: )

პ.ს.  მორიგი გამოცდის ჩაბარება მიწევს, თუ არ მოვკვდი, გავძლიერდები...

წარმატებებს გისურვებ

ხათო

:ც

Wednesday, September 30, 2009

:


უკვალობამ დიდი კვალი დატოვა

ჩემ

ში...

ვგრძნობ...

სა20არია

აღმოვაჩინე

რომ ნაწერ/წაკითხული

ბევრად უფრო მე ემო ციურება

ვიდრე

გაგონილ/მოსმენილი

მიზეზსაც მივხვდი, მაგრამ არ მომეწონა,

ამიტომ

დავივიწყე

და

ჩემთვის უფრო ხელსაყრელი მიზეზის ძებნა დავიწყე

თუ ვიპოვნი გეტყვით...

დრო ისევ მემტერება

და

ისევ მინდა

გაუდაბურებტყევება

სულ ცოტა ხნით.......

.....ისევ შემრჩა თუ არა მხიარული თვალები

თუ დრომ გადაუარა

და

ჩამიქრო 

ალ

ები........

ორ ურთიერთსაწინააღმდეგო თეორიას 1დროულად ვამტკიცებ

და

არც კი ვიცი

რომლის მხარეს უფრო ვარ

კი არა და

ყველაფერი თუ გავლადია

მაშინ

გამოდის, რომ

ადამიანები იცვლებიან?

მმმ

ყველაფერი არის ძლიერ კარგად.........  : )

Monday, September 28, 2009

:o

ერთი დღით ადრე და ერთი დღით გვიან

დაწერილი პოსტი

ანუჰხთ

გუშინ მინდოდა ამ პოსტის  დაწერა

უფრო სწორად

გუშინწინ,

ჯერ კიდევ მაშინ როცა  გავიფიქრე

ნეტავ ხვალ რა რიცხვიათქო

და

ვუიჰხთ, 27 სექტემბერი მოსულა  მეთქი

მერე ტვინმა დასერჩა და  ჩემი ტვინის 27 სექტემბრიდან რამდენიმე ამოაგდო...

 პავიჩს არ დაუწერია იმდენჯერ ეს ფრაზა

"მოგონებები სულის ოფლია"

რამდენჯერაც მე გავიმეორცოდნისდედავე

დაე, კიდევ ერთხელ...

 ყოველ წლის 27 სექტემბერს დედაჩემის 19 წლის ძმის საფლავზე გასვლა

ოჯახური ტრადიცია იყო

განსაკუთრებთ მაშინ,

როცა ჩემ ჯერ კიდევ ვერათეულწლიან ასაკში

მის გარდა სიტყვა "გარდაცვალება" არავისზე ვრცელდებოდა...

16 წლის წინაც იგივე იყო

ჯერ სასაფლაო, 

მერე ბებიაჩემთან სადილი

და

ბიძაჩემის  მიერ მონათხრობი

"დღეს ღამით დამესიზმრა, რომ თეთრი და შავი ერთმანეთს ებრძოდა

და

შავმა აჯობაო"

ეს ალბათ იმ ერთადერთი სიზმარია

რომელიც მე თავად არ მინახავს, 

მაგრამ აგერ უკვე 16 წელია მახსოვს...

იმ ღამით, სახლში დაბრუნებისას, ტელევიზორმა თქვა, 

რომ

სოხუმი დაეცა....

მარტო ეს სიტყვები მახსოვს

"სოხუმი დაეცა"

და მერე დაიწყო  ქართული ფილმი

"მოკვეთილი"

და

ეს იყო პირველი ქართული ფილმი, რომლის დაწყებაც არ გამხარებია...

მაშინ მეგონა, რომ

ომს საზღვრები ჰქონდა...

რომ სადღაც აფხაზეთში ომის დაწყება / დამთავრება მე არ  მეხებოდა

მაშინ მეგონა რომ

ჩემამდე ვერასდროს მოაღწევდა ვერც ტყვია

და

ვერც ცეცხლი...

არც მაშინ ვიცოდი

და

არც შარშან

როცა 10 აგვისტოს 

გორის დაბომბვის დროს, 

გორის ცენტრში საშინელ ქაოსში

საცობში ვიყავი გაჭედილი

და

მხოლოდ იმას ვოცნებობდი, რომ

მალე დამენახა 

გორის ე.წ. "ფასიანი ტუალეტი"

რადგან დარწუმენლი, ვიყავი, რომ

სწორედ აქ

გორთან მთავრდებობდა ომი...

მერე ის მოხდა რაც მოხდა

მერე ომის საზღვრებიც ისე დაინგრა

როგორც ჩემი წარმოდგენები

ომზე

და

არა მარტო ომზე

და ახლა

ამ

უსაზღვროობიდან

ყველაფერი უფრო  მკვეთრად ჩანს, 

თუმცა

შავ–თეთრად.......

ჰხოდა ასთრე

პ.ს. გუშინ მოვიბირთვისე.....

არც ბირთვისები აღმოჩნდა ისეთი, როგორიც მეგონა 

და

გამიხარდა : ))

Tuesday, September 22, 2009

პპპპპპპპპპპპპ


ალბათ ბოშა ვარ

ჩვეულებრივი ბოშა- მომთაბარველმინდორმწვერვალე ცხოვრებით

ჰხო , ნამდვილად ბოშა ვარ

ჯერ მივალ შემოვუვვლი ადგილს

და

ერთხელ გავიარ-გამოვივლი ისე, გაუბედავად

და

თუ ჩემს ბარგსაც დამადებინებე ჯერ უჩუმრად დავრჩები

ვერც კი შემამჩნევს ვინმე

და

მერე როცა თანდსათან გავშინაურგავსახლიანდები

მერე უკვე ყველა მეზობლის ყოველდღიური სტუმარი ვხდები

და

ბოლოს ისეც კი ხდება, ხოლმე რომ

მთლიანად დასახლების ბატონ-პატრონ-1ად1 ბინადარი

და

კარის გამღები დილაობით

და

კარის ჩამკეტი საღამოობით

და მერე ერთ მზიან ან მთუარიან ან ვარსკვლავიან

ან სულაც უკუნ ღამეს

სხვები მოვლენ

ჩემ

სავით

გაუბედავად

ფეხაკრეფით

და

მე ღიმილი დამენანება

და

გაბრაზებაც დამენანება

და

საერთოდ, რეაქცია და ემოაცია დამენანება

და

უბრალოდ

მშუიდად

სუულსუუუსლსუუუულ

ცოოოტა დანანებდანაკლულგულიანად

ავიკრეფ ჩემს ბარგს

და

წავალ ახალი ადგილის საძებნელად

ახალი ციხე კოშკის ასაგებად....

უკვე მერამდენედ

შევეჩვიე გამგზავრებეს

და

გადასახლებებს

და

ახალ ქალაქებს

და

ახალ ბინადრებს

და

ქუდი კი არ მაქვს

არც ერთი და არც ათასი

რომ სადაც მივალ დავიხურო ყველგან თავისი

და

ამიტომ ყველა უქუდობით მცნობს

კი არა და

აწმყო მიმტკიცებს, 

რომ

რეალური მხოლოდ ისაა

და

წარსული ჩემი მოგონილია

და

მომავალი მაიმედებს

რომ

ეს აწმყო მომავლის წარსულია

და

შესაბამისად ესეც მოგონილი

ანუჰხთ

ცისკარას ქვის ქალაქი...

მოჯადოებული

და

დაამნეზიავებული ხალხით

არ ღირს გაღვიძება

დაე, ეძინოთ....

სიზმარში შემომაფიქრდა, რომ ყველა

ღირსეული ადამიანი

ეულია

და

თან

ღირსია ეულობის

და

ღირსეულობაც ალბათ აქედან მოდის....

ვერ ვღირსეულდები

: \

პ.ს. თმა შემომეღება....

ნეტავ რა ფერი ვარ

:უსერ

Monday, September 21, 2009

ძბს

:სურათი:

მე არა ვარ ჩერჩილი

მე არ მქონია არჩევანი

ომსა

და

მშვიდობას

შორის

და

მე არ ამირჩევია მშვიდობა

რის გამოც 

არ მიმიღია

ომი....

მე  ვარ ხათო

და

ეს არის ჩემი არჩევანი,

რადგან

სიტყვა

არჩევანი

თავის თავში მოიცავს უარყოფას

არ ჩევანი

და

გვეუბნება,

რომ

ყოველი  ჩვენ მიერ გაკეთებული არჩევანი

მცდარია,

რადგან

შედგება სიტყვისგან ”არ”...

ჰხო, აბა ადამიანს რომ არჩევანის უფლება ჰქონდეს

ამ სიტყვას

კიჩევანი

ან

დიახჩევანი

ან

ჰხოჩევანი ერქმეოდა

და

არა

არჩევანი

და რადგან მე მაქვს არ ჩევანი

და

არ მაქვს დიახ ჩევანი

ამიტომაც

ძალიან

ძალიან

ძალიან

მშუიდად

გაგრძელდი, ცხოვრებავ..... 

მე ეს იმედიც

მე

ყოფა

სა

გზ(ლ)ა

დ

იმედი, 

რომელიც

ჩემი

არ

ჩევანია,

არ............

ძილისწინა ბოდვების სერიიდან

Sunday, September 20, 2009

:ვჩუმ:


”დაეცი?! წამოდექი და გაიარე !!!!”

რაც უფრო მებევრფიქრიანება

მით

უფრო

მეერთწინადადებბლოგიანება

: \

მანამ, სანამ გამივლის.........