ალბათ ბოშა ვარ
ჩვეულებრივი ბოშა- მომთაბარველმინდორმწვერვალე ცხოვრებით
ჰხო , ნამდვილად ბოშა ვარ
ჯერ მივალ შემოვუვვლი ადგილს
და
ერთხელ გავიარ-გამოვივლი ისე, გაუბედავად
და
თუ ჩემს ბარგსაც დამადებინებე ჯერ უჩუმრად დავრჩები
ვერც კი შემამჩნევს ვინმე
და
მერე როცა თანდსათან გავშინაურგავსახლიანდები
მერე უკვე ყველა მეზობლის ყოველდღიური სტუმარი ვხდები
და
ბოლოს ისეც კი ხდება, ხოლმე რომ
მთლიანად დასახლების ბატონ-პატრონ-1ად1 ბინადარი
და
კარის გამღები დილაობით
და
კარის ჩამკეტი საღამოობით
და მერე ერთ მზიან ან მთუარიან ან ვარსკვლავიან
ან სულაც უკუნ ღამეს
სხვები მოვლენ
ჩემ
სავით
გაუბედავად
ფეხაკრეფით
და
მე ღიმილი დამენანება
და
გაბრაზებაც დამენანება
და
საერთოდ, რეაქცია და ემოაცია დამენანება
და
უბრალოდ
მშუიდად
სუულსუუუსლსუუუულ
ცოოოტა დანანებდანაკლულგულიანად
ავიკრეფ ჩემს ბარგს
და
წავალ ახალი ადგილის საძებნელად
ახალი ციხე კოშკის ასაგებად....
უკვე მერამდენედ
შევეჩვიე გამგზავრებეს
და
გადასახლებებს
და
ახალ ქალაქებს
და
ახალ ბინადრებს
და
ქუდი კი არ მაქვს
არც ერთი და არც ათასი
რომ სადაც მივალ დავიხურო ყველგან თავისი
და
ამიტომ ყველა უქუდობით მცნობს
კი არა და
აწმყო მიმტკიცებს,
რომ
რეალური მხოლოდ ისაა
და
წარსული ჩემი მოგონილია
და
მომავალი მაიმედებს
რომ
ეს აწმყო მომავლის წარსულია
და
შესაბამისად ესეც მოგონილი
ანუჰხთ
ცისკარას ქვის ქალაქი...
მოჯადოებული
და
დაამნეზიავებული ხალხით
არ ღირს გაღვიძება
დაე, ეძინოთ....
სიზმარში შემომაფიქრდა, რომ ყველა
ღირსეული ადამიანი
ეულია
და
თან
ღირსია ეულობის
და
ღირსეულობაც ალბათ აქედან მოდის....
ვერ ვღირსეულდები
: \
პ.ს. თმა შემომეღება....
ნეტავ რა ფერი ვარ
:უსერ
No comments:
Post a Comment