უბრალოდ, იცვლება აღქმა...
1998 წელი
"დახასიათების რვეული"
:)
მე - 13 წლის
საკუთარი თავის შესახებ :)
15 წლის შემდეგ - შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი. ჩემს უარყოფით თვისებებს რაემატა კიდევ რამდენიმე, დადებითზე ისევ არაფერი შემიძლია ვთქვა... გარეგნულად ისევ მსუქნად მივიჩნევ საკუთარ თავს, ისევ მოკლედ მაქვს თმა და ტუჩები არ გამზრდია :D. ისევ მიყვარს სიცილი, ანეგდოტები, კვერცხი და.... "ცეცე" სხვა "ცეცეებმა" შეცვალეს, თუმცა ობიექტები იცვლებიან, გრძნობა იგივე რჩება .... : ))
ანუკა - ჩემი უფროსი და - 16 წლის
ვფიქრობ, რომ დღეს რომ ვთხოვო ჩემი დახასიათების დაწერა, სიტყვა-სიტყვით იგივეს გაიმეორებს :)
თამუნა - ჩემი შუათანა და - 14 წლის :)
დღემდე სჯერა, რომ გადავლახავ "ამ პერიოდს" და "დავსერიზულდები" :)
გიორგი - ჩემი ძმა - 4 წლის
15 წლის შემდეგ ისწავლა წერა და იგივეს, რასაც 4 წლის წინ ჩემი დის ხელით წერდა, უკვე საკუთარი ხელით დაწერს ახლა :)) დღესაც ვაბრაზებ და თვლის რომ ვარ ცუდი "ბავშვი", გულკეთილი ალბათ აღარ ვარ მის თვალში, მაგრამ მაინც ვუყვარვარ (ნონ) : ))
თამარ კარელიძე- ვასასი - 8 წლის
ჩემი ფავორიტი ჩანაწერი ამ რვეულში :)))))))))
ყველაზე ყველაზე ყველაზე უცვლელი დამოკიდებულება ; D
"როცა ვინმე მოვა მათ გადავყვები და ყურადრებნას არ ვაქცევ, მაგრამ ძალიანძალიან ვუყბარვარ" <3
თეონა ( გვარი არ მახსოვს) - ქართულის მასწავლებელი - 27-28-29 წლის
როგორც აღმოჩნდა, ჩემს ცხოვრებაში მაშინაც არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ჩემში რაღაც ისეთებს ხედავ(დნ)ენ, რასაც მე ვერც მაშინ და ვერც ახლა ვერ ვხედავ :) თუმცა გამოგიტყდებით და მაშინაც მსიამოვნებდა და ახლაც მსიამოვნებს ასეთI უტოპიების კითხვა : D
და კიდევ....
15 წლის წინ
ისევე როგორც ახლა
ძალიან მინდოდა შემძლებოდა ხატვა
მაააააააააააააგრამ
ჰხეხ
:))))
პ.ს. გუშინ ამ რვეულის არსებობის შესახებ ჩემს მეგობრებს მოვუყევი:) გაეცინათ.. შოთიკომ, უი ჰხედავო, მაშინაც კი, 13 წლის ასაკში, როცა ყველას "მეგობრობის დღიური" ჰქონდა და "რომელი მსახიობი გიყვარს", "რა წიგნს კითხულობ" -ს ეკითხებდონენ ერთმანეთს, მაააშინაც კი როგორი ეგოისტი ყოფილხარ, ხალხს მხოლოდ ერთ შეკითხვას უსვამდი "რას ფიქრობთ ჩემზე" - ო.... ძნელია არ დაეთანხმო... ეგოისტობაც არ ყოფილა გავლადი........ ყოველ შემთხვევაში 15 წლის მანძილზე.............. :)
1 comment:
bavshvoba, bavshvoba
Post a Comment