პირველად ვნახე თოვლიანი რაჭა
და
მითუმეტეს პირველად ვნახე თოვლიანი რაჭა აგვისტოში
შეფასებები ყოველთვის ასეთია
ვარიანტი 1) კარგი იყო
ვარიანტი 2) ცუდი იყო
ვარიანტი 3) არაუშავდა რა
აირჩიეთ სასურველი ვარ იანტი
და
თქვენ მოგიებთ ხოხბის ჩახოხბილს
:ვაშა: :ვაშა:
იანტიც ხარ და უარესიც
ჰმ
კი არა და
როგორც ხდება ხოლმე
შევხვდით
ჩავბარგდით
ვიარეთ ვიარეთ ვიარეთ
და
კიდევ უფრო ბევრი ვიარეთ
და
მივედით
დავიძინეთ გავიღვიძეთ
ვიარეთ ვიარეთ ვიარეთ ვიარეთ
იმაზე ნაკლები ვიდრე უნდა გვევლო
ვჭამეთ
ვიცინეთ
ვიცეცლვიკოცონეთ
გავიყინეთ
დავიძინეთ
გავიღვიძეთ
ვიარეთ ვიარეთ ვიარეთ ვიარეთ ვიარეთ
იმაზე მეტი ვიდრე უნდა გვევლო
ჩავბარგდით წამოვედით
დავიძინეთ
გავიღვიძე
და
ახლა ამას ვწერ
ჰხუხ
საყურადღებო ფაქტები:
1) დასკვნა ნომერი 721037103
სიარულისას ფიქრი უფრო თავისუფალია
მას შეუძლია
საერთოდ გაგშორდეს
და
დაგტოვოს უფიქვრელი....
2) ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ
მოვკვდები...
3200 მეტრზე
ორი ხელით ჩუელებრივ მწუნე ბალახზე ჩამოკიდებულს
და
ორივე ფეხით უფსკრულში გადაკიდებულს
მხოლოდ ერთი რამ მადარდებდა
რომ
ჩავვარდნილიყავი,
მერე ისევ თავიდან მომიწევდა აცოცება იქ, სადაც უკვე აცოცებული ვიყავი...
არადა რომ ჩავვარდნილიყავი
ნამდვილად აღარ მომიწევდა მეორედ აცოცება
ჰხახ
3) აგვისტოს ომის წლისთავზე
ჩვენ
ჰხო ჩვენ შევძელით
ყოველგვარი ბოროტგულშიჩადებულსიძულვილის გარეშე
სამ რუსთან ერთად
საქართველო–რუსეთის მეგობრობის სადღეგრძელო დაგველია!
მართალია მიწა ყველას თავისი აქვს
მაგრან
ცა ყველას ერთი გვახურავს
ო
თუ როგორ არის ეგ?
ალბათ მაგიტომაც
რაც უფრო უახლოვდები ცას
მით მეტ საერთოს პოულობ ადამიანებთან...
4) მაგარი ვინმეა ნისლი .... :დ
5) გვიმრები მიყვარდებიან, მაგრამ ვერ ვუმხელ.... :უსერ:
6) ჩემსა და პასუხიმგებლობას შორის უფსკრულია
7) მე შემიძლია, არ შემეძლოს...
და ბოლოს
8) რაჭა – ჩემი ფესვურძარღვულსისხლიანი სიყვარული.......!
4 comments:
ramdeni giwvaliat, magram mtavaria rom mainc kargi iyo :)) mara mgoni eg ar aris mtavari :user:
”ცუდი” გოგო ხარ შენ. დებ აქ ასეთ ბოტოებს და მე ვზივარ და დორბლები მომდის.
განა მართლა, ბევრი დადე!
vicecxlikoconet -
momewona . tan rarac sxvanairad wavikiTxe tavidan( exlac ar vici, sworad wakiTxulia Tu ara cems mierf,Tu martla aseti originaluria rogorc wavikiTxe?)
siarulsebze kargad cer xolme da kide kai sityvebs igoneb :)))
Post a Comment