მიველ, ვნახე, დავსველდი და წამოვედი
კი არა და
ლაპარაკი
არ უნდა
ლაპარაკს
წერა არ უნდა
საწერს
ო
რამდენი ხანია
ახალს აღარაფერს მივმხვდარვარ
ო
ახლიდან ვხვდები ისევ
ყველაფერ ძველს
ო
კი არა და
1) რეალობაარ შეესაბამება წინათგრძნობას!
2) რაც მკლავს, ის მაცოცხლებს და რაც მაცოცხლებს, ის მკლავს - მაგრამ დღემდე ვერ გავიგე რომელი უფრო მნიშვნელოვანია!
3) სისულელეა ყველაფერი - თვით სისულელეც კი!
4) გავლა იწვევს გავლას - ამიტომ გა ვიაროთ, ბეეევრი გა ვიაროთ და ვიაროთ და ვიაროთ!
5) თეორია ორი ნაბიჯით წინაა პრაქტიკაზე, ან პირიქით!
6) რეალურს ნუ გაავირტუალურებ და ვირტუალურს ნუ გაარეალურებ - ო !
7) თავო ჩემო! მე შენგან ვცხოვრობ რამდენიმე საფეხურით მოშორებით და ამიტომაც მუდმივად უცნობია მოქმედებანნი და ზრახვანნი შენნი
8) ტაბუ დადებული შეკითხვები:
ა) რატომ იცინი?
ბ) ეგეთი სახე რატომ გაქვს?
გ) სახლში რომელ საათზე მოხვალ?
ვიკ:
ჰხოდა ასე იყო ეს ამბავი
კი არა და
სამეგრელომ მოისხა გაზაფხული
აგერ
წვიმაც წვიმს
-
ო
მიველ
ვნახე
დავსველდი
და
წამოვედი
მაგრამ
კიდევ წავალ
კიდევ ვნახავ
კიდევ დავსველდები
და
კიდევ წამოვალ
ქვა ქვას მიემატა
ო
ჰხუხ
1 comment:
xato dagvibrunda :))))
Post a Comment