აიღეთ
სამი მეტრის ცხრაჯერჩაშლილიდაერთხელარავინამოყოლილი ნაწნავის თმის ღერი,
ზედ ააცვით 8 დაწყვეტილი გული,
მოასხით ფეხდაცურებული იმედები,
მოაყარეთ ტყუილუბრალო მოლოდინი,
აურიეთ მნიშვნელობის უმნიშვნელობაში
შეწვით გავლის გაუვლელობაში
და
მიირთვით
თითო ყავის კოვზი
დღეში სამჯერ
ჭამის წინ და ჭამის შემდეგ.......
იხილეთ შედეგი მის უშედეგობაში
:ვაშა:
No comments:
Post a Comment