Saturday, May 24, 2008
Sunday, May 18, 2008
--
"მე ვცხოვრობ წყალთან,
მარტო.
ცოლისა და შვილის გარეშე.
რამდენნაირი გზა მოვსინჯე,
ვიდრე აქამდე მოვიდოდი:
ჩვენ არ ვირჩევთ ასეთ რამეებს, მაგრამ ის ვართ, რაც გამოგვდის ჩვენი თავისგან.
ჩვენ ვიტანჯებით, წლები მიდიან; ვერევით ტკივილს, მაგრამ არა მოთხოვნილებას ტკივილისა....
სიყვარული კი – ქვაა, რომელიც გდია ზღვის ფსკერზე;
ზემოთ წყალია, ნაცრისფერი წყალი.
მე უნდა გავხდე უგრძნობელი, დავივიწყო ჩემი ნიჭი.
რაც, შეიძლება, ბევრად მეტიადა ბევრად ძნელიც, ვიდრე ცხოვრება – ვიდრე რასაც თვლიან ცხოვრებად....."
სათნოება
--=-----=--=
ჩააქრე შუქი. ჩემს ძარღვიან ხელებს დააკვირდი
დაღლილი ქუჩა. დაღლილი მანქანები
ურთიერთობა ეგვიპტელების პირამიდაა.
ყველა იმ სურვილს რომელსაც მე და შენ
ოდესმე ჩვენი სხეულიდან ვასახლებდით
კაფეში მოგიტანს გამყიდველი,
მოგიტანს ლანგარზე დადებულ სევდას.
როდესაც ზიხარ და უბრალოდ ზიხარ დაუბრალოდ იღიმები.
უამრავი იდეა სიკვდილს გავს.
-------------------
--------
სიტყვებს გიგზავნი
დედა
მე დედა მყავს ფუნთუშების გამყიდველი.
ფულს აგროვებს – ჩემი სიხარული უნდა რომ იყიდოს.....
დედა დამისხამს გაბზარულ ჭიქაში ბინდისფერ ჩაის და თავის ცრემლებს თან ჩააყოლებს.
და ამ ჭიქიდან ამოიზრდება სევდის ტოტები.
აყვავდება სისხლისფრად ასკილი.
მე დედა მყავს და ხომ შეიძლება ის ყველას ჰყავდეს – სადღაც შეჩერებულო, დაღლილო უფალო?"