Wednesday, March 31, 2010

კჯჰლგ


მერამდენე დღეა

და

მე

რამდენ

ე

კვირა

ვწერ/ვშლი,

ვწერ/ვშლი,
ვწერ/ვშლი....





და მაინც ვერ წავშალე.....



მაინც იწერება ის,

რაც

აქ ვერ იწერება...



როგორ შეიძლება წაშალო ის, რაც არც არასდროს დაუწერია ვინმეს

როგორ შეიძლება

როგორ

როგორ

როგორ

და

მშუენივრად....


ფარები მინდა

ბევრი ფარდები

დიდი დიდი სქელი ფარდები...

უნდა ჩამოვაფარო,

რომ

მერე ავხსნა,

რომ ფარდა აეხადოს იმას,

რასაც აქამდე ფარდა არ ჩამოჰფარებია...








არადა, მართლა იმდენჯერ იცვლება ადამიანი,

რომ

ბოლოს ისეთი

ც

ხდება, როგორიც თავადაა...



ჰხახ

ჩემი ეს ნაწერი იმ ადამიანს მაგონებს, რომელიც ტელეფონზე ურეკავს ვიღაცას

და

სალაპარაკო არ აქვს..

არადა არც ტელეფონის გათიშვა უნდა

რაღაც სისულელეებს მიედმოედება

და

თვითონაც ხვდება

რომ

დროს უაზროდ კარგავს

უბრალოდ, უნდა რომ ელაპარაკოს

რაზეც გინდა

და

ვიზეც გინდა

და

ვინც გინდა...

ოღონდ ილაპარაკოს...








როგორ ხარ

ო

და

როგორც ყველა

ო





ნეტავ რა იგულისხმა........მმმ



Wednesday, March 24, 2010

სს

დამიბრუნეთ ჩემი სულის 1/2 მთებო

ან

სულ წამიღეთ

და

სულ

გამამთევკლდეებტყევეთ...





ჩემი სიმართლე ბრმაა

და

ამიტომააც

თვალებში ვერ ვუყურებ...........





მწყურია!

Wednesday, March 17, 2010

მ-ხ


00:42 წუთია

18 მარტი...

ყველა წესის და კანონის მიხედვით უკვე 42 წუთია უნდა მეძინოს..

მაგრამ ვერ ვიძინებ

კი არა და

არ ვიძინებ...


ჩემი მრავალრიცხოვანი თავებიდან ერთ-ერთი ალაბთ იტყვის, რომ 

ეს

უძილობა

კი არა და

დაუძინარობა

იმ ერთი ჭიქა ნალექიანი ყავის დამსახურებაა

სულ რაღაც 2 საათის წინ

რომ 

მივირთვი....


სხვა ნაწილი იტყვის რომ...

რომ ისა...


დღეები რბიან ვით კამათლები

შავ-თეთრი დღეების არის მრავლობა

ო


გასული თვეების რეპორტს ვთხოვ საკუთარ თავს

მინდა შეაჯამონ

ჩემში არსებული 

ქაოსი,

მიჩვენონ ახალი ტენდეციები რომლებმაც ბოლო დროს იჩინეს თავი

და

რაც მთავარია,

დასახონ გზები..

მაგრამ

ყველა დავალება ხომ იმიტომაა დავალება

რომ

ვალად გედოს

ანუჰხთ

იყოს და იყოს...


თუმცა არა, რატომ

აი ახალი ტენდენცია- აღმოჩენილი რამდენიმე წამის წინ...


ბოლო დროს "ფრთხილი" და "დაკვირვებული" "ხათო" დაწინაურდა..

აი ახლაც

თავზე მადგას და ცდილობს არაფერი ისეთი არ დავწერო

ისეთი

როგორიც მას არ უნდა...

მაგალითად ხათოს არ უნდა ვახსენო სიტყვა "დაღლა"

რადგან

მისი აზრით, ხათო არ იღლება!

ხათო არ შეიძლება დაიღალოს

და

არც დაიღლება!!!


ხათოს უნდა აკონტროლოს რაც აკეთებენ სხვა ხათოები

არა რას აკეთებენ კი არა

რატომ აკეთებენ..

აი მაგალითად, რატომ მოუნდა ახლა ამ ყველაფრის დაწერა

და

ხათო

ფიქრობს

ფიქრობს

ფიქრობს

და

არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებს დანარჩენ ხათოებში..

ყოველ დღეს ახალ-ახალ რაღაცეებს პოულობს

მაგრამ

არ იმახსოვრებს...

მაშინვე ივიწყებს

რომ

მერე ისევ თავიდან იპოვნოს

და

გაუხარდეს..

პატარ-პატარა გამარჯვებები....

20 მცირე ომი მოერევა

თუ

ერთი დიდი ომი?

კითხვის ნიშანი მოერევა თუ ძახილის ნიშანი?


ხათოს უნდა გაიგოს რა უნდა რომ გაიგოს...



ხათოს რაღაც უნდა


მმმ




Saturday, March 13, 2010

:შ


არა...

ჟურნალისტურ ეთიკაზე საუბარი არ მაქვს,

არც იმაზე, წაკითხული აქვს თუ არა ვინმეს ჟურნალისტიკსი საფუძვლები

და

მითუმეტეს არც იმაზე, რა უნდა იყოს პრიორიტეტი ჟურნალისტისთვის

როცა

გადაცემას ამზადებს...




მხოლოდ იმის დაწერა მინდა,

რომ

სულლლლ რაღაააც 2-3 წამში

ქართველების

90 % -მა

სრულიად უბრძოლველად დათმო თბილისი და საქართველო...





ტეხს


2 წლის მერე განსაკუთრებით........... 

Monday, March 8, 2010


აი გაზაფხულიც მოვიდა

მოვიდა კი არა, უკვე 8 დღეა მოვიდა...

მე კიდევ დღეს აღმოვაჩინე, რომ ასეთ უდიდეს მოვლენაზე

ერთი პოსტიც კი არ დამიწერია..

არა, იმიტომ კი არა, რომ

გაზაფხულის მოსვლა

იმაზე ნაკლებად გამიხარდა

ვიდრე დანარჩენი 25-ის

არა

უბრალოდ ისა......

ყველაფერი ხომ შედარებითია

და

ემოციაც ხომ შედარებითია...

როგორც ჩანს, ის 8 სმ უფრო დიდად EMOციური აღმოჩნდა ჩემთვის

და

შენთვის

და

მისთვის

ვიდრე გაზაფხულის მოსვლა...

ჰხოდა საიდან დავიწყო..

საიდან და ფილმიდან "მილიონი წელი ჩვენს ერამდე"..

პირველად სწორედ ამ ფილმში გავიგე რომ

არსეობს

ბუნებრივი კატაკლიზმები...

რომ შეიძლება მიწა გაიყოს

და

ადამიანი შიგნით ჩაიტანოს..

რომ თურმე ერთხელ შეიძლება იგრიალოს ამ ჩემმა საყვარელმა მთა-ველებმა

და

ცეცხლი გადმოგვაყაროს თავზე..

ჰხოდა ყველაფერი პირველი ხომ მაინც პირველია..

ასე იყო მაშინაც

ალბათ 20 წლის წინ...

საბრალო დედაჩემი,

ამ ფილმის ნახვიდან დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში

იძულებული იყო

ყოველ ღამეს თვალგახელილი მჯდარიყო ჩემს საწოლთან

შიშისგან გული რომ არ გამხეთქოდა : )))


მერე იყო 1999 წელი : )


სახლში დიიიიდი მშენებლობა გვქონდა გაჩაღებული

და

ამიტომ, ორი ადამიანი

გერმანელი საშა და სომეხი პატრიკა ( მგონი პატრიკა )

ჩემს სახლსი მთელი ორი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ ..

დღისით მუშაობდნენ და საღამოობით ოჯახის სრულფასოვან წევრებად იქცეოდნენ ხოლმე : ))

ჰხოდა ერთ-ერთი ასეთი "ოჯახისწევრობის" დროს, გადავწყვიტეთ ერთად გვეყურებინა მეზობლისგან წინა დღისით ნათხოვარი კასეტისთვის : ))) რაღა ბევრი გავაგრძელო..ფილმი იყო ვულკანზე...

ის ღამე როგორ გავათენე არ მახსოვს..

სამაგიეროდ მახსოვს მეორე დღე, როცა ტვ-მ დიდის სიხარულით გვამცნო

რომ

ღამით თურქეთში მომხადრი მიწისძვრის გამო, 18 ათასი თურქი იყო გარდაცვლილი..

აქ დაიწყო მეორე ეტაპი ღამის თევებისა და კოშმარებისა : ))


ჰხოდა მესამე ეტაპიც ფილმს უკავშირდება

: )

და ისეთივე ვერდიდადხარისხოვანდაკარგსიუჟეტიან ფილმს, როგორიც დანარჩენი ორი იყო..

ბევრი ფიქრის მერე საბოლოოდ მაინც გადმოვწერე 2012

შეძლებისდაგვარად ჩავაბნელე სახლი

და

ჩემ დასთან და მამიდაშვილთან ( ვასასიკოსთან) ერთად დავიწყე ფილმის ყურება...

ჰხოდა ჰაიტი და ჩილე არ კმაროდა

და

ახლა თურქეთი..
ჰხუხ

უბრალოდ ისა...


მაგრამ თუ ერთხელ სოფელს უნდა ბოლო მოეღოს

მაშინ...


კი არა და



დღეს წავედი და თმა შევიჭერი...

აბა ასე გაწეწილი ხომ არ შევხვდებოდი აპოკალიფსს



:ც






Sunday, February 21, 2010

ჯგფ


პოსტი იმაზე

თუ

რაზე..

ანუჰხთ...

მე რომ სხვების ბლოგებს არ ვკითხულობ

(არც ჩემსას) ეს ხომ ბევრჯერ ვთქვი?

ჰხო, ძალიან ბევრჯერ...

თუმცა რა ხეირი..

ამ დრომდე ჩემს ბლოგლისტში კი არა და ბლოგერთა სიაში

(ჩვენი ენა ქართული)

არ ჩამატებულა არც დაი ჩემი, არც ჩემი მეგობრები

და

არც ძაალიან ბევრი  ისეთი ადამიანი

რომელთა აზრიც,

რეალურად,

ჩემთვის მნიშვნელოვანია...

შესაბამისად, უნდა ვკითხულობდე კიდეც მათ ნააზრევ/ნაღვაწს

მაგრამ

არ/ვერ...

ნურც

თურც..

ჰხოდა რატომ გამახსენდა ეს ყველაფერი

თქვენ გგონიათ მაწუხებს ?

არამც და არამც...

უბრალოდ, დღეს მაიას ტომზე ჩემთვის საინტერესო ინფორმაციას ვეძებდი

ჯერ უცხოურ საიტებზე

მერე ქართულადაც ვსინჯე ბედი

და

იმდენ ქართულ ბლოგს წავაწყდი

სადაც არა მარტო მაიას ტომებზე

და

იროგლიფებზე იყო ნაწერ/ნამსჯელი

არამედ

თითქმის ყველა აქტიუალურ/თუ არააქტუალურ საკითხებზე

მოკლედ 

თუუურმე სადა ვბანაობ ...

სანამ მე აქ ვწუწუნებ და ჩემს უფიქრელ ფიქრებს ვაფრქვევ

თურმე ხალხი

საკუთარ თავს გასცდა

და

გლობალურ პრობლემებს ჭრის თავის ბლოგში..

ჰხუხ

სად შემიძლია მე მაგდენი... : D

კი არა და

კიდევ იქამდე მივედი

საიდანაც დავიწყე:

ადამიანმა ჯერ საკუთარი თავი უნდა შეიცნოს

რომ

სამყარო შეისწავლოს

თუ პირიქით?

როგორ უნდა გააკრიტიკო ადამიანის საქციელი გარკვეულ სიტუაციაში

როცა არ იცი

შენ როგორ მოიქცეოდი მის ადგილას?

ვის შეუძლია აიყვანოს თავი თვისი ხელში
და

არ დასვას?

ყველაფერი დიდიდან იწყება

და

პატარავდება

თუ

პატარიდან დიდობისკენ მიილტვის?

სად იწყება და სად მთავრდება

სილამაზე

სახელად ადამიანი?

დღეს კიდევ ერთი აღმოჩენა გავაკეთე

თქვენთვის ალბათ არ ახალი, ძველი..

არც ჩემთვის ახალი, ჩემთვისაც ძველი

მაგრამ

ამ ეტაპზე

ალბათ საჭირო:

რაც შეიძლება ბევრი უნდა ვიკითხო, რომ ცოტა მაინც ვწერო

და

არა პირიქით.....

რაღაც მწყრია..

წურვილზე უფრო მეტი

: )


Tuesday, February 16, 2010

წჯკ


რა გითხრათ, რით გაგახაროთ

გარეთქარი ქრის, ფანტელი ცვივა

ჩემი ჩიტუნა

აი დარდი, თუ გცივა

ო

კი არა და

გამოვიხარშე ადუღებულ წყალში..

არ სთქუათ, რომ თქვენ გინდათ სხვა ნეტარება

გარდა 

100% მდე ცოტა დაკლებული შხაპის ქვეშ დგომისა..

აი კანი რომ გეწვის

და

ჰაერი აღარ გყოფნის

და

გული მიგდის

და

საკუთარი კანნის დამწვრის სუნი რომ გაწუხებს

და

მაინც რომ ვერ ელევი მდუღარე წყალს...

მაზოხიიისტ! : D

ნუ ჩემი მაზოხისტობა ამ ბოლო 2-3-4 დღის განმავლობაში კიდევ ბევრჯერ გამოვლინდა

აღარც გამკვირვებია

საკუთარი თავისგან აღარაფერი მიკვირს...

აი, სხვებისგან გამიკვირდა..

არა, კი არ გამიკვირდა

უბრალოდ

ვერ მივხვდი

რატომ...

ჰხო, აი გასაგებია, რომ ზრდილობა და აღზრდა და განვითარება

ან სულაც ვერ განვითარება

იძლევა საბაბს იმისა

რომ

უბრალოდ, გამოხატო ორიოდე სიტყვით "წუხილი"

თანამშრომლის სამსახურიდან წასვლის გამო..

ჰხო, ალბათ დროთა კავშირის დარღვევა

და

ყოველდღიური რიტმმიდან ამოვარდნა

რომ

ისე აღარ იქნება,

როგორც

გუშინ

გუშინწინ

და 

იმისწინ

რომ

იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა

ვერა კარგია

უფრო სწორად

სახამუშოა..

მაგრამ

მონატრება?

და

გულის დაწყვეტა?

და ვის გამო, ჩემ გამო?

მართლა საოცარია

ჰხუხ


ჰხოდა ასე

ხვალიდან "წინ, წარსულიში" -ს მერამდენეღაცა სერია იწყება ჩემს ცხოვრებაში

"უკან მომავალში" -ს პერსპექტივით..

ასე ხდება ხოლმე

რაღაცას 

თუ

ვიღაცას

ამო

ვი

ჩემ

ებ

და ვერ ვხვდები რატომ...

მერე გადის დრო

გადის

გადის

გადის

და

დრო გავა

ეს ამოჩემება კი ვერ და ვერ და ვერ...

როგორც გუშინ....

სრულიად შემთხვევით

მციოდა

და

გავთბი



:ც




ძილინებისა, ხათო