Friday, June 8, 2012

დჯსჰფასჰფკლადჰნორხდა,ნ

დღეს ჩემი მეგობრის დაბადების დღეა
:)
ჰხო, მეგობრის...
თუ შეიძლება მეგობარი ეწოდოს ადამიანს,
რომელიც
10-15 წელია არ გინახავს...
რომლის ქმარსაც არ იცნობს,
რომლის შვილებიც არასდროს გჭერია ხელში...
არადა დღეს მართლა მისი დაბადების დღეა
მისი - ანუჰხთ მეგობრის...
რამდენი ადამიანი წარმოგიდგებათ თვალწინ, როცა სიტყვა "მეგობარს" გებულობთ?
ერთი?
ორი?
არცერთი?
ვერ გაიხსენეთ?
არა უშავს...
სხვა გაგიხსენებთ...
დღეს ჩემი მეგობრის დაბადების დღეა
და
მე არ ვიცი ნომერი, რომ მივულოცო
არ ვიცი სახლი, რომ მივულოცო
არ მაქვს მისი მაილ, რომ მივულოცო..
დღეს ჩემი მეგობრის დაბადების დღეა და
მახსოვს, რომ დღეს ჩემი მეგობრის დაბადების დღეა...
უბრალოდ, მახსოვს
და
რაღაცნაერად გული მიფრიალებს,
რომ
მისი დაბადების დღეა...







 ჰხვალ ჩემი მეგობრის ქორწილია...
ჰხო,
მეგობრის...





ზოგჯერ ცხოვრება ძალიან იფერებს რომ ცხოვრებაა და ისე იქცევა, თითქოს მართლა ცხოვრება იყოს....


მეღიმილება
ჩემთვის
დრო
და
დრო.....



Monday, June 4, 2012

8

იმ დღეს დავასტატუსე ფეისბუქზე
"სულ მეგონა, რომ 2008 წელს მოვკვდებოდი და არც შევმცდარვარმეთქი..."
არ მიხუმრია, სიმართლე ვთქვი..

7-8 კლასში რომ ხარ და მასწავლებლები ერთ ზედმეტ სიტყვას რომ არ ამბობენ გაკვეთილზე საგნის და წიგნში ისედაც დაწერილის გარდა და ეს ყველაფერი რომ სასტიკად მომაბეზრებელია და უცბაშად, კარი რომ გაიხსნება და ერთ-ერტი რიგითი საგნის ახალი მასწავლებელი რომ შემმოვა კლასში და უცბაშად თემიდან გადაუხვევს, ეგ შეგრძნება ალბათ ყველას გამოგიცდიათ და ალბათ ყველას გახსოვთ არა?არა? კაი :\

ჰხოდა ფიზიკაში კი სამწუხაროდ ბევრი ვერაფერი ვისწავლე, მაგრამ სამაგიეროდ მასწავლებლის გადახვეულ/გადმოხვეულმა ფრაზმებმა ღრმად  დაიმკვიდრა ჩემი ტვინის ხველულებში ადგილი და ჩემს ცხოვრებაში რაღაც-რაღაცეები შეცვალა თავისებურად... უკვალოდ ჰხომ არაფერი იკარგება...

ჰხოდა ერთხელად ამ მასწავლებელმა რიცხვებზე დაგვიწყო ლაპარაკი და ყველა რიცხვის შესახებ ისეთი რაღაცეები გვითხრა რომ,..
თურმე ნუ იტყვით და 3 აღმოსავლეთის სიმბოლო ყოფილა
4 დასავლეთის
და
7 მთლიანობის ანუჰთ აღმოსავლეთს პლუს დასავლეთი
მაგრამ ჯერ სად ხარ
მთავარი წინაა..
8
ჰხო 8
ესაო, ისაო...
აი რვა ჰხომ თითქოს არაფერიო, მაგრამ სინამდვილეში სიკვდილის რიცხვიაო
აი თუ არ გჯერათ სვანურს დააკვირდით, სვანურად რვა სიკვდილიაო თუ რაღაც...
მოკლედ, დღემდე არ ვიცი მაშინ მწარედ გვატყუებდა ეს მასწავლებელი
და
ჩვენს ყურებდაცქვეტილ-თვალებგაფაციციებულები ვუსმენდით
და
გვჯეროდა
და
დღემდე გვჯერა
თუ არა
არ ვიცი, მაგრამ
თუმცა ერთი ცხადია,
ამ დღის მერე, ჩემდა უნებურად დავიჯერე, რომ
2008 წელს მოვკვდებოდი
მერვე თვეს,,,
მერე  მოვიდა 01.01.01 და ყველა ამაზე ლაპარაკობდა ვა რა მაგარი თარიღიაო
და
მე კი ვიჯექი და ველოდი 08,08.08 -ს
02.02.02 რომ მოვიდა, მაშინაც 08.08.08 ს ველოდებოდი
და
მერეც და მერეც და მერეც და მერეც..
და მერე კი მოვიდა 08.08,08 და ომიც დაიწყო
და
მერე ეს ომიც დამთავრდა და მეგონა გადავრჩი,...
მეგონა თქვენც გადარჩით
და
მეგონა მორჩა, ამ დღით დავამთავრეთ კაცობრიობამ სიკვდილი,
მაგრამ თურმე სად ხარ...
თურმე სულ ტყუილად....


გუშინ ვიდექი ერთ-ერთი იმ ბევრ ერთ-ერთ ადამიანს შორის,
რომლებიც ჯამში ბევრ ადამიანს ქმნიდა
და
მეც ჩემ ერთერთურად ველოდებოდი დდტ ს და
გარშემო რომ სივრცეა
და
თავს ზემოთ ცა ღიაა
და
ლუდი კი ცოტაა და ბევრი წვალებით მოსაპოვარი, მაგრამ მაინც ჰხომ არის
და
თუ დაიღლები პირდაპირ შეგიძლია იქვე წამოწვე სადაც დგახარ
და
თუ გინდა იყვირე
და
თუ გინდა იცინე
და
მოკლედ თავისუფლებაა
და
სილაღეა
და
მუსიკაა
თანაც ისეთი... დდტ ური
და
უეცრად, ჯერ ერთმა იყვირა родина, მეორე მეორემ , მერე მესამემ
და
სულ მალე ყველა ყვიროდა родина родина родина родина родина родина
თან ისე
თოთქოს სიმღერას კი არა
შევჩუკისგან საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას მოიტხოვენო
და
უეცრად  მივხვდი, რომ მართალი ვიყავი
როცა ვფიქრობდი
რომ
2008 წელს მოვკვდებოდი
რომ ყველაფერი 2008 წელს დამთავრდებოდა...

ჰხომ ხვდებით რატომაც?
ვერ?
არაუშავს..........

Thursday, May 24, 2012

HB

ბავშვობაში ყოველ დღეს  ჩერდებოდა მატარებელი ამ სადგურზე
ახლა კი გაივლის რიხინ-რიხინით
ო
თუ რაღაც მაგდაგვარი ლექსი  ჰქონდა დაწერილი მიხეილ ქვლივიძეს
მახსოვს,,,,,
ჰხო დამავიწყდა, ლექსის სათაურია
"დაბადების დღე"..
ანუჰხთ მორალი: ბავშვობაში გვიხაროდა დაბადების დღე და ახლა კიდევ ისაო...
ჰმ
ნურას უკაცრავად,,
მოკლედ,
ჩემს საყვარელ ფრაზას მოვიშველიებ და ზუსტად გადმოვცემ
ჩემს დამოკიდებულებას ამ
დღისადმი

"ბედნიერებაა, რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი!!!"


სამი ისტორია ჩემი დაბდღეების ისტორიიდან:

1) ყოველ  24 მაისს საღამოს , მაშინ როცა დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა და ათასნაირი საჭმლის სურნელი იფრქვეოდა სახლში, მე ვიმიზეზებდი ათას მიზეზს და გავდიოდი სახლიდან, მივდიოდი ერთსა და იმავე გზაზე და ვიწყებდი განვლილი წლის შეჯამებას... რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი 6 წლის ასაკში? რა მოხდა მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში 7 წლის ასაკში, 8 წლის, 9 წლის, 10 წლის..... ვიწყებდი ფიქრს და მოსაგონარი და მნიშვნელოვანი ამბები თავზე საყრელი იყო და ჩემს თავს პირობას ვაძლევდი, რომ არასდროს დამავიწყდებოდა რით იყო მნიშვნელოვანი 7 წელი ჩემს ცხოვრებაში, რომ ამ წელს მასწავლებელმა კუთხეში დამაყენა და ქართულში საშინაო დავალება ვერ დავწერე კარგად და სუფთა წერისას მინდორში გადავედი და ბლაბლაბლა..და ეს ყველაფერი ისეთი დასამახსოვრებელი იყო, ისეთი მნიშვნელოვანი, ისეთი, ისეთი რომ ამის გარშემო ტრიალდება მთელი სამყარო... მართლაც და როგორია იყო 8 წლის და დაგავიწყდეს როგორ მიიღე ხუთიანი მხოლოდ შენ, მთელს კლასში.... :)
ახლა კი ვზივარ არა და ვწევარ და ვიხსენებ და ვერ ვიხსენებ რით იყო მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში 27 წელი...

მერე გავიდა დრო და ეს წინა სადაბადებისდღევო რიტუალი, თავისი მსვლელობა-გახსენებებით წარსულს ჩაბარდა.... 12-13 წელი იქნება იმ გზაზე აღარ ვყოფილვარ... არც 24 მაისს და არც წელიწადის სხვა დღეს..... მაგრამ სულ მახსოვს, როგორ ისა....


2)  24 მაისს ვიძინებდი ადრიანად... არა, ვერ ვიძინებდი... ვწვებოდი ადრიანად და ვერ ვიძინებდი... და მარტო იმიტომ არა, რომ ამ მეორე დღეს ჩემი დაბადების დღე იყო.... ჩემს მეზობლად ქალი ცხოვრობდა, ლიანა ... მე რომ 10 წლის ვიყავი, ის 50 წლის იყო... მე რომ 11 წლის ვიყავი, ის 51 წლის და ა.შ. ჰხოდა მაშინ მიკვირდა და ახლა აღარ მიკვირს, მაგრამ ამ ლიანასაც 25 მაისს ჰქონდა დაბადების დღე... და მე ძალიან მჯეროდა, რომ თუ დილით ადრიანად ავდგებოდი და ჯერ მე მივულოცავდი ლიანას დაბადების დღეს, ის წელი ჩემს ცხოვრებაში  ყველაზე ბედნიერი იქნებოდა... ვიღვიძებდი ადრიანად 6 საათზე, 7 საათზე და გავრბოდი ლიანასთან  საგულდაგულოდ მომზადებული საჩუქრით... ეს მართლა ძალიან სანერვიულო საქმე იყო, ვაი და დაესწრო მოლოცვა, მერე?... მერე ეს სადაბადებისდღევო რიტუალიც წარსულს ჩაბარდა, იმ ერთი შეხედვით მარტივი მიზეზის გამო, რომ ლიანა გარდაიცვალა.... და ახლა ვეღარავინ დამასწრებს დაბადების დღის მოლოცვას, მაგრამ....


3)  9 წლის იუბილე მქონდა... ჰხომ არ ეხუმრებით 9 წელს, მთეეეეეელი 9 წლის ვხდებოდი... იმ წელს დაიბადა ჩემი ძმა :) 3 თვის იყო... დედა დარბოდა ბავშვით ხელში დღე და ღამ... ვისღა ეცალა ჩემი დაბდღისთვის...მე კი 9 წლის ვხდებოდი, ხუმრობა ხომ არაა 9 წელი,.... ჰხოდა რას იზამთ მაშინ, როცა გინდათ რომ დიიიიდი დაბადების დღე გქონდეთ და სახლში კიდევ 9 წლის კი ხარ, მაგრამ ხვდები, რომ შენი დაბდღისთვის არავის სცალია....  ყველაფერი ძალიან მარტივად მოგვარდა: მივედი სკოლაში, გამოევდი შუა გაკვეთილზე დაფასთან და მთეეელი 32 მოსწავლე დავპატიჟე დაბადების დღეზე... ვუთხარი, რომ დედამ გემერილი ნამცხვრები გამოაცხო და ყველას მოუთმენლად ელოდება.... მერე გავიქეცი სახლში შეშფოთებული სახით და დედას ვუთხარი, რომ თურმე ჩემს მასწავლებელს მთელი კლასით გამიზნული ჰქონდა დაბადების დღის მოსალოცად ჩემთან სტუმრობა... ისიც ვთქვი, როგორ ვეხვეწეოდი ბავშვებს არ მოხვიდეთ, დედას არ სცალია მეღქი, მაგრააამ......  :)))))))) დაბადების დღემ მშვენივრად ჩაიარა... ბევრი ბავშვებით და ბევრი ნამცხვრებით :)


პ.ს. ზუსტად საათ ნახევარში კიდევ ერთი 25 მაისი მოვა ჩემს ცხოვრებაში... ვცდილობ გავიხსენო რა ხდებოდა ამ დროს 28 წლის წინ, მაგრამ არ მახსოვს.... ვფიქრობ, ნეტავ გარდაცვლილი ადამიანებიც თუ ზეიმობენ თავიანთი გარდაცვალების დღეს....მოკლედ მიტრიალებს თავში მილიარდნაირი აზრი და ფიქრი, მაგრამ ვგრძნობ, რომ 25 მაისის მოახლოებას ისეთივე გულისფანცქალით ველოდები ახლა, როგორც მაშინ, როცა 7 წლის ვხდებოდი და როცა 8 წლის ვხდებოდი და როცა 13 წლის ვხდებოდი და 16 და 20 და 27....

და მიხარია, მიხარია რომ ვარსებობ, თორემ რომ არ ვარსებობდე დედას გეფიცებით, მართლა ნაღველს მივეცემოდი..... 




Monday, May 21, 2012

რა რთული იყო შენი თავი..
ჰხო. შენი თავი და არა ის
ვინც გვერდით დგას და შენს თავს უყურებს
შენს ქცევებს აკვირდება
და
ყოველი მოქმედების ბოლოს ახნა-განმარტებას ითხოვს...
ოო, აი თუ ვერ ახსენი  მერე მტრისას..
ბრაზდება რომელია
აწყდება კლდე-ღრეს არა და კედლებს
და
დაეძებს რას თვითონაც არ იცის...
რა რთულია, იყო შენ კი არა არამედ ის, ვინს
ყოველ წამს გეკითხება მხოლოდ ერთ შეკითხვას
"რატომ?"
რატომ ასე და არა ისე?
რატომ ეს მაინცდამაინც ახლა?
რატომ ის, როცა ყველაფერი ასეა?
რატომ ეს, როცა ყველაფერი ისეა?
რა რთულია, როცა შენ შენ კი არ ხარ
არამდე, ის, რომელიც თვალებში გიყურებს და შენ კიდევ აღარ იცი სად გაექცე მის მზერას
და
სად წახვიდე და სად გადაიკარგო
და
იქნებ ნიჩაბი რომ გქონოდა დიდი ორმო ამოგეთხარა
და
ჩამძვრალიყავი შიგნით, ოღონდ ეს მზერა არ დაგენახა....
ახლა კი რაღა დაგრჩენია
საბანი გაქვს თავზე გადაფარებული და გგონია, რომ ეს დაგიცავს ყველა და ყველაფტისგან,,
გგონია, როგორც მაშინ გეგონა, ბევრი წლის წინ
რომ თუ ომი დაიწყებოდა
თუ სამყარო ყველა მის კლანჭს ერთად გამოაჩენდა
და
გადაყლაპვას დაგიპირებდა
შეძვრებოდი გამოქვაბულში და დაიმალებოდი//
დაემალებოდი ცხოვრებას
და განა არ ასრულდა
100რულდა
და
ახლა ზიხარ გამოქვაბულში და უყურებ ატომური აფეთქების შემდეგ გამუტანტებულ სამყაროს
და
ზოგჯერ გამოქვაბულიდან თუ გაამოხვალ
დილობ შეერწყა და შეეთვისო
მაგრამ ის მეორე
ის სხვა
ის დამკვირვებელი
თითქოს წინა ცხოვრებაში ჩარჩენილა
და
თითქოს იქიდან გიყურებს
ძალიან შორიდან ახლოს
და
ძალიან მკრთალად და მკვეთრად
და
განა რამეს გეკითხხება
განა რამეს გსაყვედურობს
განა რამეს გიშავებს
უბრალოდ იღიმება
იღიმება ისე მკაფიოდ
ისე 1000აზროვნად
ისე სევდიანსიხარულიანად
რომ შენამდე მოსული ღიმილი ყურებში შეკითხვად იქცევა და
გაიძახის
რატომრატომრატომრატომ.....




Tuesday, May 8, 2012

igkjgkj

ბედნიერება ტორტის დიდი ნაჭერივითაა
დღეს ვთქვი
არადა დიდი, ძალიან დიდი ხნის წინ ვიფიქრე...
ბედნიერება ტორტის დიდი ნაჭერივითაა, ძალიან ძალიან ძალიან რომ გინდა
ჭამ და კიდევ გინდა
და
კიდევ და კიდევ
და
შემოგეჭმევა უუუუშველებელ ნაჭერი
და
უცბად მიხვდები როგორ ამსუყდი
როგორ აღარ შეგიძლია ამდენი სიტკბო
როგორ გერევა გული ამხელა ტორტისგან...

ჰხო, ბედნიერება ტორტის დიდ ნაჭერს ჰგავს
და
ამიტომაც ყველაზე ხშირად გულის რევის შეგრძნებას იწვევს...

გულის ამრევი ბედნიერება






Sunday, April 29, 2012

მეორე ან მესამე ან მეოთხე კურსზე ვიყავით
ზუსტად არ მახსოვს
და
არც აქვს ამას დიდი მნიშვნელობა..
ჰხოდა ერთ ღამესაც
5 ვე ჩემთან შევიკრიბეთ
ან ნინოსთან..
არც ეს მახსოვს ზუსტად და არც ამას აქვს მნიშვნელობა...
მოკლედ შევიკრიბეთ და
აღმოვაჩინეთ, რომ ნინოს მობილურს დიქტაფონის ფუნქციაც ჰქონია
ანუჰხთ შეეძლო ჩვენი ხმა ჩაეწერა..
ჩავრთეთ და გავაკეთეთ ისტორიული განცხადება :
ჩვენი აზრით, ჩვენ 5ნი რა თანმიმდევრობით გავთხოვდებოდით : )))))
მაშინ არცერთს არც საქმრო ჰყავდა და არც შეყვარებული
ანუ უბრალოდ ქალურ ინტუიციას დავეყრდენით : )))))

ამ ისტორიული განცხადებიდან მეორე დღეს ნინოს ტელეფონი ტაქსში დარჩა და დაკარგა
მობილურთან ერთად ჩვენი წინასწარმეტყველებაც დაიკარგა
მააააააააააააგრამ
აქედან ვერ ამოშლიო
თუ როგორ არის ეგ? : )))

ჯერჯერობით ყველაფერი
ჩვენი ნაწინასწარმეტყველევის მიხედვით მიდის
ჯერ ელისო

ახლა ნინა
 ვინ იქნება შემდეგი?
ვიცი მაგრამ არ გეტყვით ჯადომ ძალა რომ  არ დაკარგოს : ))))



პ.ს. გემუდარებით, იყავით კარგად.........

Monday, April 9, 2012

6ტ879ტ87

ჩემმა დეიდაშვილმა თქვა გუშინ:
" ჩვენგან განსხვავებით, ღმერთისთვის დრო არ არსებობს
და
თუ მისთვის დრო არ არსებობს, მაშინ როდის მოხდა მისი ჯვარცმაო?"
იქნებ, აჰხლა, ამ წამს ხდებაო
და
თუ ღმერთისთვის არც დრო არსებობს და არც სივრცე
იქნებ აქ ხდება
ახლა
და თუ ასეა,
იქნებ მე ერთ-ერთი მათგანი ვარ,
ვინც მოედანზე იდგა
და
განყვიროდა
ჯვარს აცუ ო

:როლ:


არავინ არაფერი არ იცის............


:\