Wednesday, August 24, 2011

ალდკჰცხ ალდჯფჰ


რა შუაშია ფოსფორის შუქი
საფლავი ღამით ზოგიერთი ანათებს მხოლოდ
ო

კი არა და

რაღაც ეგეთი...

ანუიჰხთ
რა შუაშია გავლენები...
არადა როგორ არ არის შუაში...
მმმ

უცნაურია უცნაური შეგრძნება
უცნაური ანუჰხთ ვერნაცნობი
ვერნაცნობი ანუჰხთ არახშირი..
მმმ რაც იშვიათია ყველაფერი უცნაურია?
რეავიცი რეავიცი
ავირიე....
არა კი არ ავირიე, უბრალოდ ისა....
სიზმარს რომ ხედავ და რეალობა რომ გგონია და რომ ვერ იღვიძებ და ცდილობ და მაინც ვერ იღვიძებ და ძილბურანში უცნაური შეგრძნება რომ გაქვს მანამ სანამ არ მიხვდები რომ ვერც გაიღვიძებ იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ის სიზმარი რომლიდანაც გამოფხიზლება გინდა რეალობაა და უკვე გაღვიძებულს კიდევ ვერ გააღვიძებ თუ არ ის...
მიყვარს დილაობით წიგნის კითხვა
დილაობით იმიტომ რომ
სანამ გონებას ყავა, გონების მტერი, გააღვიძებს
ყველაფერი სხვანაირია
და
შეგრძნებებიც სხვანაირია
და
ის წიგნიც სხვანაირია რომელსაც კითხულობ....
მაგრამ როცა უკვე საღამოა და
დღის დოზა დიდია შენში
და
ყავის დოზაც დიდია შენში
და
გადაღლილობაც დიდია შენში
და
წიგნი ისევ ისე მოქმედებს შენზე
როგორც დილით ყავისდოზამიუღებელზე
ე.ი. ისა....

არადა მაინც უცნაურია, როცა კითხულობ ნახევრად ფანტასტიკური ჟანრის წიგნს სადაც წიგნის ერთი არარეალური პერსონაჟი წიგნის მეორე ნახევრად რეალური პერსონაჟისგან გამუდმებით ღია ბარათებს ღებულობს და უცბაშაც წიგნში ჩადებულ პატარა ფურცელს მოჰკრავ თვალს და წამის მეასედებში გაიფიქრებ რომ იქნებ იმ ნახევრად რეალურმა მეც მომწერა წერილი და მეც ისეთივე არარეალური ვარ როგორც ის ო
კი არა და
ვინ დამარწმუნებს რომ მეც სხვისი წარმოსახვის ნაყოფი არ ვარ,
სხვის გონებაში მცხოვრები
სხვისი ნააზრევი
სხვისი ფიქრი
ან
უფრო უფიქრობა

Thursday, August 18, 2011

gdfgsdgs

ასეთი ჩვევა მაქვს
როცა რაღაც კონკრეტულის მეშინია,
უნდა დავდგე და გაფართოებული თვალებით ვუყურო დიდხანს
დიდხანს
დიდხანს
სანამ
არ გადამაშინდება....

ბავშვობაში, როგორც ყველა ბავშვს, მეც მეშინოდა სიბნელის....
დარწმუნებული ვიყავი რომ,
საწოლის ქვეშ ღამრამობით ვიღაც იყო შემძვრალი
და
ფარდის იქიდან
ვიღაცის შავი ხელი მოჩანდა...

ვფიქრობდი რომ საბნის თავზე გადაფარვა და დამალვა უარესი იყო
ამიტომაც ვძვრებოდი საწოლის ქვეშ ვინ იცის რამდენჯერ ღამე და
რამდენჯერ ვწევდი ფარდას რომ დავრწმუნებულიყავი არავინ იყო....

ჰხოდა რატომ გამახსენდა...

ბავშვი მოიყვანეს დღეს საავადმყოფოში
6-7 წლის
თავის ტვინის სიმსივნეთი

ვიცოდი რომ არ უნდა გავსულიყავი გარეთ
და
არ უნდა მენახა
მაგრამ რა თქმა უნდა მაშინვე გავედი და მაშინვე ვნახე...

საკაცეზე იწვა და ტიროდა წამიყვანეთო

ახლა ვიცი რომ ამ ბავშვის სახე დიდხანს არ დამავიწყდება
და
როცა დროდადრო შემომახსენდება
გული ისევ ისე დამიმძიმდება
როგორც
ახლა
ამ წუთას...

ვიცი მაგრამ ისიც ვიცი რომ
ცნობისმოყვარეობა
თუ როგორი იყო ეს ბავშვი
უფრო დიდხანს გამყვებოდა
და
უფრო დიდხანს დამტანჯავდა
ვიდრე
არცოდნა....

ამიტომაც ვეძებ კითხვებზე პასუხებს
თუნდაც ეს პასუხები ისა....





Saturday, July 30, 2011

ტურეოჯ

სინას მთაზე ამსვლელი ათასობით ადამიანიდან
ყოველი მეორე გიდს ერთსა და იმავეს ეკითხებოდა
"აბა რომელ ადგილას გამოეცხადა მოსეს უფალი და დაწერა 10 მცნება"ო
ჰხალხის უმრავლესობა ჩემი ჩათვლით, კონკრეტულად იმ ადგილის სანახავად ვიყავით მისული...

გიდმა გვითხრა, არავინ იცის სად მოხდა ეს
ცხადია რომ სადღაც აქ,
ამიტომ ყურადღებით იყავით, ყური დაუგდეთ საკუთარ გულს
და
სადმე, რომელიმე ადგილას, თქვენვე მიხვდებით სად იყო ეს ამბავი ო
2-3 საათიანი ასავლელი გზა ერთი და იგივე პეიზაჟისაგან შედგებოდა
ერთნაირი კლდეებით და ქვებით
არაფრით განსხვავებული ერთმანეთისგან....
არაფერი ისეთი ნიშანი რომ მიმხვდარიყავი იქ არა, აქ ო..
სხვა რა გზა მქონდა
დავუგდე ყური საკუთარ თავს
და
ცოტა ვიარე თუ ბევრი ვიარე
ერთ სხვისგან არაფრით განსხვავებულ ადგილას გავჩერდი და ვთქვი რომ ალბათ აქ იყომეთქი...

ჰხოდა ახლაც მიყურადებული ვარ
ერთმანეთუსგან არაფრით განსხვავებულ დღეებში ველოდები ჩემი თავი როდის მეტყვის ეს სწორედ ის დღეა ო...


ჯერჯერობით დუმს...

Wednesday, July 13, 2011

ტაქსის ისტორია #919286789698

ქვემოთ მოცემულია ნამდვილი ისტორია
წაიკითხეთ ტექსტი და გამოყავით მთავარი ქვეპუნქტები
დაახასიათეთ მთავარი გმირები
და
ჩამოაყალიბეთ ფსიქოლოგიური პორტრეტები

ტექსტი


სამსახურიდან დაახლოებით 6ის ნახევრისათვის გამოვედი. 6 საათი პიკისაათთან ასოცირდება და გადაჯეჯგილ ქუჩებთან და ვიფიქრე სანამ ჰხალხი სამსახურებიდან გამოსულა ცოტა უფრო თავისუფალ ქუჩაში ვიარომეთქი, სად მაქვს სიცხეში და საცობებში დგომის თავი ... :შ

გავაჩერე პირველივე ტაქსი. საერთოდ, როცა მეჩქარება არ ვუყურებ როგორი ტაქსია და როგორი მძღოლი ზის და ბლაბლა... არა, როცა არ მეჩქარება მაშინაც არ ვუყურებ ჰხოლმე, მარა ახლა მითუმეტეს.... მოკლედ, გავაჩერე ტაქსი და ტაქსის მძღოლს რომ შევხედე, უცბაშად კინაღამ გადავიფიქრე წასვლა... მარა მაინც ჩავჯექი, რა დროს არჩევა იყო...

ტაქსის მძღოლი იყო ტიპური ქართველი ძველი ბიჭი. შავი სათვალეებით მოღრუბლულ ამინდში, შავი მაისურით და ოდნავ მოშვებული წვერით... ტაქსში ჩართული იყო რადიო პალიტრა, შალვა რამიშვილის გადაცემა... ეტყობოდა დიდი ინტერესით უსმენდა... დროდადრო მეუბნებოდა, ჰხედავ დაია რა დღეშია ქვეყანაო : D

მოკლედ შუა გზაში ამ ძველმაბიჭმა ტაქსის მძღოლმა ბენზინის ჩასხმა გადაწყვიტა მანქანაში და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო: D ბენზინს ვინც ასხამს რა ჰქვია იმას? სტაიანჩიკი კი არა... მმმ... მოკლედ რაც ჰქვია... ჰხოდა ეს ბენზინის ჩამსხმელი ბიჭი იყო ამ ტაქსის მძღოლზე უფრო ძველი ბიჭი... კარები გამოგვიღო და რა გინდა ძმა ო იკითხა... ჩემმა ტაქსის მძღოლმა ჯერ 10 ლარის პრემიუმი მოითხოვა, ცოტა ხანში კი გადაიფიქრა და არა 10 ლარის არა, 15 ლარისო... ჰხოდა ამ სახელირომარვიცი იმან ჰკითხა ეგეც პრემიუმი თუ სხვა რამეო და ქუთეისელმა ძველმა ბიჭმა ტაქსის მძღოლმა 10 ლარის პრემიუმი თუ მინდოდა 15 ლარის სუპერი ჰხომ არ მომინდებოდა ბიჭო! ო ...
ჰხოდა დაიწყო და რა დაიწყო.... უცბაშად ახტა და დახტა ეს ბენზინის ჩამსხმელი, მერე რომ გამიმეორო მაგით რამე დაგემართებაო, ვაიო, ვუიო.,.... ვისა ჩემი, ვის აკადრე სიტყვის შებრუნებაო და მე ამ დროს ვზივარ შუაში, ნახევრად გაღიმებულგაოცებული და ჰხან ერთს შევყურებ ჰხან მეორეს...

მოემზადეთ,აქ იწყება მეორე ყველაზე საინტერესო :|

ხმაურზე გამოვიდა ამ ბენზინგასამართისადგურის მენეჯერი (ჩაცმულობით მენეჯერი).. რა ჰხდება და ხმაურია ო და ამ ძველმაბიჭმატაქსისმძღოლმა, თქვენ ვინღა ჰხართ, როგორ მოგმართოთო და ამ მენეჯერმა, თავისდა საუბედუროდ, სახელთან ერთად გვარიც დაასახელა!!! გვარი იყო აზერბაიჯანთურქულქურთული... რაღაც მამედოვი ან ასლანოვი ან რაღაც მაგდაგვარი...

ჰხოდა ყველასგან უეცრად ესძვეკიბიჭიქატსისმძღოლი, გადმოვიდა მანქანიდან და ამ მენეჯერს სახეში დაარტყა:||| თან მეორე ჰხელით პასოპორტი ამოიღო და ცხვირზე მიაფარა, კარგად დააკვირდი ეროვნებაში ქართველი რომ მიწერია და სანამ რამეს იტყოდე გაიხსენე რომ შენ თათარი ჰხარ და მე ქართველიო O_O
ერთ დარტყმას მეორე მოჰყვა
მეორეს მესამე
ბილწსიტყვაობისთვის სამწუხაროდ არავის აჯარიმებენ, თორემ საქართველოს ბიუჯეტი გადაასმაგდებოდა :შ

ჰხოდა ერთი კი ვიფიქრე რა ვქნა, სხვა ტაქსში ჰხომ არ გადავჯდემეთქი, მარა მერე მივხვდი რომ მთელი რისხვა ახლა ჩემი მისამართით წამოვიდოდა და ამიტომ გამოვაღე კარები და დავიწყე ყვირილი, რა დროს ჩხუბია, მაგვიანდებათქო :საყვარელიჰხათო:
ვინ მომისმინა : D
ჩემი კივილი დარჩა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა ო თუ რაღაც...

ნუ მერე როგორც ხდება ჰხოლმე, მოვარდა დაცვა
ჩატენეს ჩემი ტაქსის მძღოლი მანქანაში
მანამდე გაცვალეს ნომრები და გააიასნეს რომ ჰხვალ კაი ბიჭებთან გაირჩევა ეს ამბავი და გინებების კორიანტელი გაგრძელდა მანქანაში, ტექსტით " თქვენთან ბოდიში, ჩემო დაია მარა მე მაგის ასე და ისეო....

ჰხოდა ამ ტაქსის მძღოლმა მითხრა, მაგ ვიღაც თათარს მე ტაქსისი მძღოლი ჰხომ არ ვგონივარო(:შ) ... 10 წელი სპეცრაზმელი ვიყავიო(აშკარად იქნებოდა, დარწმუნებული ვარ რომ არ მოიტყუა), ჰხოდა 2008 ში ცხინვალში ტყვია მომხვდა მუხლში და დავკოჭლდი და სპეცრაზმში ასეთი ვის ვჭირდები ო ... და ეს ყველაფერი ვისი ბრალია? რა თქმა უნდა იმისიო რა ჰქვია... გვარსა და სახელს არ დავასახელებ...

ამასობაში მივედი დანიშნულების ადგილას, გადავიხადე ფული და დამშვიდობებისას მითხრა ბოდიში ასე რომ მოხდა, მარა მაგას მე მაინც შევხვდები და დედისასედაისე ვუზამო...

ასე დასრულდა ეს ისტორია
მე წავედი ვჭამე 4 ნაყინი, ის წავიდა და ან გაუარა ან არ გაუარა...

ჰხოდა თქვენი არ ვიცი, მაგრამ ამ ამბავის მიმართ უცბაშად ერთმანეთის საწინააღმდეგო რამდენიმე გრძნობაემოცია გამიჩნდა...
ისეთი, საბოლოო ჯამში, საერთოსახალხო სიბრალულში რომ გადამეზარდა
და
რაღაცნაერად კიდევ ერთხელ მივხვდი რომ არ არსებობს ერთი სიმართლე...
და
კიდევ მივხვდი, რომ...
მაგრამ მე უფრო ის მაინტერესებს თქვენ თუ მიხვდით რამეს :შ

Saturday, July 9, 2011

ლკჰკლჯგ


9 ივლისია 11:47 საათი
ყველა წესის და კანონის მიხედვით
ახლა მე უნდა ვიყო აბუდელაურების ტბებთან
არა ტბებთან არა
მწუნე ტბასთან
კარავი უნდა იყოს გაშლილი
პარალონი ეფინოს მიწაზე
და
უნდა თვალებდახუჭული შევცქეროდე მზეს...
ყველა წესის და კანონის მიხედვით!
მაგრამ მე ჰხომ იმიტომ ვარ მე რომ
წესები
და
კანონები ისა....

ჰხოდა ახლა 9 ივლისია
11:49 საათი
მე არ ვარ აბუდელაურების ტბებთან
მიწაზე არ ვწევარ
და
არ შევცქერი მზეს...

სახლში ვარ
თბილისში..
იატაკზე ვზივარ
და
მზის ნაცვლად მონიტორს შევცქერი...

კომპიუტერში ჩართულია ხევსურული სიმღერები
და ოთახში სიდუმილეში ვიღაც მღერის
მივდივარ, მივყვები ჭიუხში მთასვლელებს
ო

ვუსმენ და არ დაიჯერებთ
სუნს ვგრძნობ
დეკას სუნს




ჩემი ხევსურეთი ჩემთან მოვიდა, თვითონ <3

Thursday, June 30, 2011

არსდფხდფ


ერთხელ ერთი ემოცია გაიზარდა
გაიზარდა
გაიზარდა
და
თავის კანში ვეღარ დაეტია....
ახტა/დახტა
და
გარშემო ვერავინ რომ ვერ იპოვნა
ერთ ბავშვში ჩახტა...
მას შემდეგ ამ ემოციამ ბავშვის სახე მიიღო
და
ყველგან და ყოველთვის ამ ბავშვის სახით ეემოციურებოდა ჰხალხს...
ემოცია, როგორც დანარჩენი სხვა ემოციები, ფორმაცვალდებადი იყო
ამიტომ
ძნელი იყო მისი გავლა...
ერთი ნაემოციარს ის ის იყო უნდა გაევლო
რომ
უცბაშად ახალ სახეს ღებულობდა
და
მერე იმ თავსაც რომ მოსჭრიდი
კიდევ
სამი ამოსდიოდა....

ყველაზე მეტად და ხშირხშირად ეს ემოცია
თავის
შესაძლებლობებს სიზმარში სცდიდა..

გადასახლდებოდა ბავშვის სახეში
და
დარბოდა სიცილით ადამიანების სიზმრებში...
ადამიანებს ძილში ეღიმებოდათ და თვითონაც დასდევდნენ ბავშვს და იყო სიზმარი ჟIვილ-ხივილიანი
და
ის ის იყო რომელიმე ადამიანი თავის სიზმარში თავისივე დასიზმრებულ ბავშვს დაეწეოდა რათა გულში ჩაეკრა ან იქნებ თმებიც კი მოეჩეჩა
რომ
უცბაშად ემოცია მთლიანად ბავშვის თვალები ხდებოდა
და
თანაც რაღაცნაირად სხვებზე უფრო სევდიანსაყვადურიანი...
ისეთი, რომ ადამიანს ძილიდან ერთი მზერით გამოაგდებდა სიღვიძილეში
და
მერე გამოღვიძებულსაც არ ტოვებდა
და
გულს ჩაუთხრობდა და დაანაღვლიანებდა...

ჰხოდა არ იცოდნენ ადამიანებმა რა აწყენინეს ასეთი ამ დიდ თვალება ბავშვს
და
სევდა უმანჭავდათ ზოგს ისედაც დამანჭულ სახეს...

ადამიანებს ეშინოდათ დაძინების
და
კიდევ უფრო ეშინოდათ გამოღვიძების
რადგან შესაძლოა გამოღვიძებულნი ქუჩაში უკვე არასიზმრიან, თუმცა ნასიზმრად ბავშვს გადაყროდნენ
და
სიზმრიდან უსიზმრობაში გადმოსვლა ჰხო უფრო მარტივია
ვიდრე პირიქით...
ამიტომაც ისა...

გადიოდა დღეები და თვეები და ბოლოს წლებმა გაირბინეს
თანაც
ხუთმა
ან
ოთხმა
ანდაც
სამმა
ან იქნებ
არც ერთმა...

ჰხოდა ერთ დღესაც, როცა ადამიანების ნაწილს
ემოცია ჯერ კიდევ ახსოვდათ
მაგრამ
ბავშვის სახე
დროს გავლაში გაეტარებინა,
უცებ
ქუჩაში მიმავალ ადამიანს ეს ბავშვი შეხვდა თავისი დიდი თვალებით,
რომელიც არც კი იცოდა რომ ემოცია იყო...
ჰხოდა ადამიანი შეკრთა და
დაელოდა როდის გაეღვიძებოდა
მაგრამ
უკვე გაღვიძებულის გაღვიძება კიდევ უფრო რთულია
ვიდრე
ერთხელ გაღვიძებულის დაძინება
და
ამიტომ ადამიანიც იძულებული გახდა დალოდებოდა
როდის გახდებოდა სიზმარი რეალობა
და
როდის ჩასახლდებოდა ბავშვის ჯერ კიდევ გაღიმებულ თვალებში
ემოცია სახელად საყვედური
რომელიც
ამ სიედაც პატარა ადამიანს კდიევ უფრო დააპატარავებდა
და
ვინ იცის
იქნებ კუზის კი ამოსვლოდა...

მაგრამ ბავშვმა ადამიანის დანახვისას თვალებში კიდევ უფრო მეტი ღიმილი შეუშვა
ვიდრე
მანამდე ჰქონდა
და
ადამიანის წლობით დასევდიანებული გული
გათბა
და
დაიწყო გალღვობა
და
მოისხა სიხარული
და
ბავშვთან შეხვედრისას მოსალოდნელი ემოციური შიში გაუშვა თბილ ქვეყნებში სამოგზაუროდ....

ასე დაიბადა ახალი ემოცია
რომლის სახელიც ადამინმა ჯერ არ იცოდა
იმ
მარტივი მიზეზის გამო რომ
ამ მოვლენიდან
მოყოლებული
აქამომდე მას ჯერ არ დაუძინია
და
ნამდვილი ემოცია
ჰხო
ძილში მოდის
და
მერე ხდება
რეალური......


პ.ს. ნამდვილი ამბავი...........





Monday, June 27, 2011

ნჯკ;ლნჯკნჯ;კ


ვერ ვიტან ჩემს თავს დაიმედებულს...
იმედის პატარა ძაფს რომ ძლივს ჩაავლებს ჰხოლმე ფრჩხილს
და
მერე რომ თანდათან არღვევს თავის მომავალს
და
ისეთ დიდ აბლაბუდას გამოაცხობს,
რომ
თვითონვე იხლართება
და
იჯერებს , რომ
ამ ძაფით შესაძლოა ის ამოქარგოს,
რისი
არსებობაც თვითონვე არ სჯერა...

ვერ ვიტან, ჩემს თავს უიმედოს
ყველა კოშკის ყველა კარი რომ ერთად ჩაეცხრაკლიტურება ჰხოლმე ცხვირწინ
და
გარს უვლის უმიზნოდ,
არც ლოდების შენგრევას ცდილობს
ზის
და
უმზერს
როდის ჩამოიშლება კედელი წყლის წყვეტივით,
როდის გალღვება
და
აორთქლდება....

ვერ ვიტან ჩემს თავს ოქროს შუალედში
მყოფს
ისე რომ დატივტივებს დროში
თითქოს ზღვის ტალღებზე ნებივრობდეს
და
თითქოს
თავის ყველა უჯრედს ერთიანად გრძნობდეს
და
აკონტროლებდეს
რომ
მარჯვენა ნახევარსფერო
მეათასედისათასობით უფრო მძიმე არ აღმოჩნდეს
მარცხენაზე
და
არ გადაიხაროს...

ვერ ვიტან ჩემს თავს, რომელიც ვერ იტანს თავის თავს
და
რომელიც ფიზიკის მასწავლებლივით დასტრიალებს დაფასთან გამოჩახებულს
რომ
ერთი პატარა შეცდომა მაინს დაინახოს
და
საშემოდგომო გამოაყოლოს....

ვერ ვიტან ჩემს თავს, რომელიც ცდილობს
დამჯერი მოსწავლესავით კარგად მოიქცეს
და
გულდასმით მიაპყროს სასმენელნი საჩინონი იგი თვალთა, გულთა და ყურთა....




ვერ ვიტან ჩემს თავს
დაბრძენებულს
გასულელებულს
დაჭკვიანებულს
დადუმებულს
ახმაურებულს
ცენტრში მდგომს
კუთხეში მიმალულს
თავს ათას კაცს შორის
და
თავს უდაბნოში მარტოდმარტო მყოფს
ბარში
ავდარში
წუიმაში
მზეში.............






....დაეყრდნო თავსა შენსა, რათა არ დაეცე
შეიყვარე თავი შენი ნუგეშისცემისთვის
და
ყოველ დილით, სალამ/ქალამი უთხარი თავსა შენსა
სიტყვა პასუხის გასაგონად....

ბედნიერებაა რომ ვარსებობს
თორემ
მერე გენახათ თქვენ ნაღველი........