Tuesday, March 15, 2011

აჯსჯასჯა;


აუჰხთ და
იქნებ იმ ათასობით ადამიანიდან
ერთს მაინც ეძინა და კარგ სიზმარს ხედავდა როცა მიწისძვრა მოხდა
და
ვერც კი მოასწრო გაღვიძება და ისე დაიღუპა...
და
იქნებ ერთი ყავას სვამდა ნახევრად მძინარე და გაღვიძება ეზარებოდა
და
მაგ დროს დაიღუპა
და
შეიძლება ერთი სახლიდან გადიდოდა და კარს კეტავდა და არაფერზე ფიქრობდა
როცა დაიღუპა
და
ალბათ ერთი მაინც იჯდა ლიპტში და ელოდებოდა როდის გაიღებოდა კარები
უცბაშად მიწა რომ იძრა და დაიღუპა
და
ვინ იცის, იქნებ ერთი ფიქრობდა რომ მივალ სამსახურში
ამ საქმეს გავაკეთებ
და
ყველაფერი კარგად იქნება ამის შემდეგ ო და უცბაშად დაიღუპა
და
იქნებ ვიღაცას გული ატკინეს და ტიროდა და ამბობდა ნეტავ მიწა გაიპოს და თან ჩამიტანოს
და
უეცრად მიწა გაიპო და თან ჩაიტანა
და
ორს თუ არა სამს მაინც ჰხომ ჰხონდა დაბდდღე და იქნებ ტორტსაც კი აქრობდა
და
თან სურვილს უთქვამდა
და
უცებ დაიღუპა
და
ალბათ ვიღაც ვიღაცას სიყვარულს უხსნიდა
და
უეცრად დაიღუპა
და ალბათ ვიღაც მშობიარობდა კიდეც იმ დროს
და
ვიღაც ფიქრობდა ნეტავ ასე უმიზეზოდ საშინელ ხასიათზე რატომ ვარ ო
და
კიდევ ვიღაც გეგმებს აწყობდა
და
ვიღაც ფიქრობდა, ნეტავ გავიგო რისთვის ვცოცხლობ ო
და
ვიღაც გენიოსი იყო და ჯერ მხოლოდ იმან იცოდა რომ გენიოსი იყო
და
იქნებ ვიღაცა კიბოს წამალსაც გამოიგონდა ა და თქმა ვერ მოასწრო
და
ერთი მაინც ხომ პოსტავდა ბლოგზე იმ მომენტში
და
გამოქვეყნება არ დასცალდა
და
ვინ იცის
რა იცის
არავინ არაფერი იცის...

ყველაფერი იქნებობითაა


კი არა და

დაღუპულთა სულები დათარეშობენ ჩემს სივრცეში
და
ყველა თავის ამბავს მიყვება
თავიდან ვერ ვიშორებ.....

: \


ნეტავ როგორი იქნება ბოლო წუთი
ნეტავ როგორი




Saturday, March 12, 2011

დსკდადკა;


მახსოვს, როგორ მინდოდა ჰხოლმე ჩემს სახლში ბევრი ხალხი მოსულიყო..
მთელ მეზობლებს ჩვენს სახლში მოეყარა თავი
დიდი-პატარა, ყველა ჩვენთან ყოფილიყო..
ძალიან მინდოდა
ძალიან ძალიან
დავხუჭავდი თვალებს და ვიგონებდი ათას ამბავს, როგორ შეიძლება შემომეტყუებინა ჩემს სახლში ბევრი ხალხი...
ჰხოდა ერთხელ ბაბუა კი არა და პაპა გარდაიცვალა....
უეცრად
დილით ცუდად გახდა და საღამოს 19:40 წუთზე გარდაიცვალა..
და მახსოვს როგორ მოიყარა თავი მთელმა სამეზობლომ ჩემს სახლში..
ყველა მოვიდა
ვიზეც და რაზეც მიცნებია მაშინდელი 12 წლის ცხოვრების განმავლობაში
და
მახსოვს ჩემი რეაქცია,
ჩემი დიდიდიდი სურვილი, რომ ოღონდ ყველაფერი ისევ ისე ყოფილიყო როგორც წინა დღით,
ოღონდ პაპა ისევ ცოცხალი ყოფილიყო
ოღონდ ეს ამდენი ხალხი გამქრალიყო ჩემი სახლიდან
და
ის 19;40 საათი ისეთივე 19;40 საათი ყოფილიყო
როგორც წინა დღეს
და
როგორც კიდევ იმის წინა დღეს
და
კიდევ იმის წინა დღეს....



კიდევ ის მახსოვს, რომ ყოველ დღე
კი არა და დღეში 40939483 ჯერ ელ.ფოსტის შემოწმებისას ყოჰოო ზე დღის ნიუსი ჩნდებოდა....
ჩნდებოდა რა, დღესაც ჩნდება...
რომ
ობამა შეხვდა პუტინს
და
ამერიკაში ახალი მაკდონალდსი გაიხსნა
და
ლონდონში წვიმს
და
პარიზში ცხელა...
და აი ყოველ წუთას, ფოსტაზე შესვლისას და ამ ნიუსების დათვალირებისას
გულში უეცრად გამიელვებდა ჰხოლმე
რომ
რა იქნება, ერთხელაც საქართველოზე ეწეროს რამე
რა იქნება, მსოფლიო იცნობდეს საქართველოს
რა იქნება, გერმანიისთვის ნაცნობი და არანეტავესრომელკონტინენტზემდებარეობს ქვეყანა ვიყოთ...
და მერე მახსოვს ომის დროს, რაჭიდან ჩამოსულმა პირველი მაილ შევამოწმე და დღის ნიუსებში საქართველო დავინახე მთავარ ადგილას...
მეორე დღესაც
მესამე დღესაც
და
როგორც მაშინ, 12 წლის ასაკში,
რას არ დავთმობდი, რომ ოღონდ აც ყველაფერი ისევ ისე მიწყნარებულიყო
და
გათავისადგილასდაბრუნებულიყო
როგორც
ეს აგვისტომდე და ომამდე იყო...

ჰხოდა რატომ შემომახსენდა ეს ყველაფერი...
რა ხანია ვფიქრობ რომ სამყარომ მიიძინა
რომ
აღარაფერი ხდება საინტერესო
ისეთი, რომ ჩემი ყურადღება არა მარტო მიიპყროს, დაიტოვოს კიდევაც თავისთან....
და ახლა
იაპონიის კადრების შემხედვარე
როგორც მაშინ და კიდევ როგორც მაშინ
ფიქრებში დროის მანქანას ვიგონებ
და
უკან ვაბრუნებ, რომ ყველაფერი ისე არ იყოს როგორც არის....
..


ჰხათო, რით ვერ ისწავლე, დააკონკრეტე ჰხოლმე სურვილები ვაჰთ...
თორემ უკვე მეშინია
საკუთარი
20ნებების
რადგან
ისინი
უკვე
ყოველ ფეხის ნაბიჯზე რეალურდებიან


:შ

Saturday, February 19, 2011

ჰჯკლჰჯკლჰკ/ლ


გუშინ ძილის წინ კიდევ ერთხელ გავიხსენე "აგვისტოს ომი"...
ჩემმა ვასასიკომ "ფეისბუქმა რა ქნა" თუ რაღაც მოიტანა სახლში
და
გადავშალე და ერთი ბლოგერის პოსტი შემომეკითხა
ომზე იყო...
ჰხოდა რომ დავწექი ძილის წინ კიდევ ერთხელ შემომახსენდა ის დღეები...
მერე არაფერი
ავდექი
ჩავიცვი
და
წავედი
ქართულ-რუსულ ქორწილში
და
სულ აღარ ვფიქრობდი აღარც აგვისტოზე და აღარც ომზე
თუნდაც იმიტომ რომ
გარეთ აგვისტოს შესაფერისი ამინდი ნამდვილად არ იყო
და
არც განწყობა იყო ომისსაფიქრად შესაფერისი...
მოკლედ ყველაფერი ჩვეულებრივად იყო
სანამ
პატარძლის რუსმა სტუმრებმა სადღეგრძელო არ შესვეს
და
მიკროფონში რუსის მიერ ნათქვამი რუსული არ გაისმა...
ჰხო რუსის მიერ ნათქვამი, იმიტომ რომ
რაოდენ კარგადაც არ უნდა იცოდე რუსული
ვერასდროს ვერ წარმოთქვამ სიტყვას ისე
როგორც რუსი ამბობს ამას...
მითუმეტეს თუ ეს რუსი კაცია
და
ამ დროს განსაკუთრებით კარგად მესმის რუსი ქალების
რომლებიც ასე მიძალებულნი არიან ქართველ კაცებს...
თუმცა ეს სხვა თემა...
უბრალოდ ისა...
დღეს კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ
ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი გვიან ხდება
ყველა ემოცია
და
ყველა გრძნობა
მაშინ მოდის, როცა
ამის დრო აღარაა
და
როცა ის დრო უკვე გავლილია...
ჰხო
დღეს 19 თებერვალია
მალე 3 წელი გავა აგვისტოს ომიდან და თანდათან ეს პერიოდი იმ თარითღს დაემსგავსება
რომელსაც მხოლოდ 08.08 ში გავიხსნენებთ
და
აწი მხოლოდ წლებს დავუთვლით რომ
ეს იყო 2 წლის წინ..
ეს იყო 3 წლის წინ
ეს იყო 10 წლის წინ...
გვახსოვდეს აგვისტოს ომი
და
ა.შ...
ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი გვიან იწყება
და
მეც გვიან მივხვდი
რომ
ამ ქართულ-რუსული სადღEგრძელოებსია
და
თბილისი-მოსკოვის მეგობრობის ფონზე
მე ჯერ ვერ ვაპატიე
ვერც რიგით რუსს
რომელმაც
არც არაფერი იცის
ჩემს სამი წლის წინ შეწყვეტილ შვებულებაზე
და
იმ სიზმრებზე
რომლებიც კვირაში ერთხელ მაინც მესიზმრება
და
სიზმარში ბომბებს მიშენს....
ვერ ვაპატიე...
და არც ვცდილობ ვაპატიო
იმიტომ რომ
იმიტომ რომ
იმიტომ რომ
იმმიტომ!!!








პ.ს. ქორწილში ოსური შეუკვეთეს და მუსიკოსებმა არ დაუკერეს... ალბათ სიტუაციის დაძაბვას მოერიდნენ... ოსურის ნაცვლად მორიგი უნინჭო რუსული პოპესტრადის ნიმუში დაუკრეს და ჩემმა თანამსრომლებმა ამ სრულიად შეუსაბამო მუსიკაზე იცეკვეს ოსური.... აარადა არ ვარ არც სენტიმენტალური... არც პატრიოტიზმის დონეა საშუალოზე მაღალი ჩემში, არც საქართველოს მივიჩნევ მსოფლიოში ყველაზე მაგარ ქვეყნად, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში ჩემში მაინც ცოცხლობს რაჭის ერთი ჩვეულებრივი მთვარიან მგლის ყმუილიანი ღამე და ჩვენი ღრმა რწმენა, რომ "შესაძლოა, რაც მაგრები ვართ, ქართველები არ ვართ, მაგრამ რუსებს მაინც ვჯობივართ"

Saturday, February 12, 2011

ლჯკჯნ


მახსოვს მობილურები არ იყო მაშინ...
მობილურები კი არა, არც სინათლე იყო და არც გაზი
და
დაბინდებისთანავე დაძინებაზე გემრიელი გასართობი არ არსებობდა...
მახსოვს, მამა ხშირად იგვიანებდა ხოლმე და რადგან არც მობილური არსებობდა არც გაზი და არც სინათლე, მე არ ველოდებოდი მამას, ვწვებოდი და ვიძინებდი..
სამაგიეროდ დედა ათენებდა ღამეს,
იჯდა სიბნელეში და ელოდებოდა...
ეს დიდი ხნის წინ იყო
ძალიან დიდი,
მაგრამ
მაინც მახსოვს ჩემი მაშინდელი ემოცია
ვიწექი და ვფიქრობდი, ნუთუ ოდესმე მეც გავხდები ცოლი, მეც მეყოლოება ქმარი რომელიც დააგვიანებს და მეც უნდა ვიჯდე და ველოდო როდის მოვა, მიუხედავად იმისა, რომ ცივა, ბნელა და ძილზე კარგი გასართობი არ არსებობს...
სად იყო ჯერ მაშინ გამოგონილ ნათქვამი ის დიდადდიებული გამოთქმა "ოჯახი ხრამიაო" :D
მაგრამ კი ვგრძნობდი
ვგრძნობდი კი არა, განვიცდიდი და სასტიკად მეშინოდა, რომ ოდესმე მეც მომიწევდა ცოლის მძიმე ტვირთის ტარება და ქმრის ლოდინი ბნელცივდაუმობილურო სივრცეში :D
რამდენი რამ შეიცვალა მას შემდეგ
თბილისი და საქართველო "სინათლის ქვეყნად" იქცა და უშუქობა შევარდნაძემ წაიღო სახლში...
გაზი, მიუხედავად იმისა რომ ამბობენ ძვირიაო, მაინც ყველა ოჯახში გიზგიზებს და თუ არ გიზგიზებს არც ეგაა პრობლემა... ბუნება ზრუნავს ბავშვობისდროინდელგამყინვარებული ზამთრის გათბობაზე...
მობილურები უკვე ადამიანს დაბადებისას თან მოჰყვება და მიუღწეველდაკარგულვერგაგებულითუსადხარ ვეღარ იქნები.....
მაგრამ ის ემოცია, მაინც შემომრჩა
და
აი ახლაც, ამდენი ხნის მერე, გულის სიღრმეში მაინც სასტიკად მეშინია, რომ შეიძლება ოდესმე მეძინებოდეს და იმის გამო, რომ "ის" სახლში ჯერ არ მოსულა უნდა ვიჯდე და ველოდო :D ( ნურას უკაცრავად) :D.....

ჰხოდა ისა...
ოდესმე, როცა ჯერ დისერტაციას დავიცავ გავლადობის გავლელ გავლასთან დაკავშირებით
და
მერე როცა ჩემს ცხოვერბაზე მემუარების 18 ტომეულსაც გამოვცემ
და
მერე ფილმსაც რომ გადავიღებ რომელიმე საავადმყოფოს ძველ ჩაბნელებულ დერეფანში
და
ნეპალშიც რომ წავალ
და
ნორვეგიაშიც
და
კუბაშიც
და კიდევ
ბევრიბევრიბევრი რაღაცეების მერე
მეცნიერულად სად შემიძლია და ჰხათოურად დავამტკიცებ
რომ
ადამიანი
ადამიანად
მხოლოდ პირველი 5 წელი იქმნება
და
დანარჩენი ცხოვრება
უბრალოდ ამ 5 წლის გადამღერებაა
სხვადასხვა ჟანრში
სხვადასხვა მიმართულებით
სხვადასხვა ფორმატით
თუმცა
ერთშინაარსობრივაურიანად.....

Thursday, January 27, 2011

ghgkj.gkj.gkj.gkjgkj


დღეს სამსახურის ლიპტს ველოდე 15 წუთზე მეტხანს
ან ცოტა ნაკლებხანს, არ ვიცი..
როგორც იქნა მოვიდა
და
ის იყო შესვლა დავაპირე, რომ
საკაცე დავინახე
და
სანიტრის გაბრაზებული ხმაც გაისმა
"რას აჭერთ ამ ღილაკს ხელს, ორი საათია მიცვალებულს დავატარებ ლიპტით და პირველ სართულზე ვერ ჩავიყვანეო"....
მოკლედ დღის მანძილზე გადატვირთულგადიდებულგაღიზიანებული ხასიათი გამომიკეთდა...
კარგად ვიცინე...
დღის განმავლობაში სამჯერ -ოთხჯერ მოვყევი ეს ამბავი
და
სხვებიც ვახალისე...
მერე ისიც გამახსენდა, დააახლოებით 10 წლის წინ მცხეთაში მივდიოდი
და
უჩვეულოდ ცარიელი ავტობუსი გავაჩერე,
მძღოლმა მახსოვს რაღაც ჩაიბურტყუნა , წესიერად არ მოვუსმინე, ისე ავედი ავტობუსში
და...
მოკლედ, თურმე 2 საათის წინ საავადმყოფოში გარდაცვლილ ადამიანს მოასვენებდნენ,
ეგრევე, საწოლში როგორც გარდაიცვალა, ისევე აასვენეს ავტობუსში...
მახსოვს, ავტობუსის იატაკზე ჩვეუკლებრივი ზეწარი იყო გადაფარებული და იქვე ესვენა ფეხშველა ფეხებით...
ცოლი ეჯდა თავთან,
გაოგნებულგონზე ვერ მოსული სახით
და
ისტერიულად იმეორებდა,
"რა ვქნა,სახლში ჯერ არავინ იცის და ასე რომ მივაყენებ, როგორ შეეშინდებათო..."

ჩემი ძალად მოკრძალებულობის ამბავი ხომ იცით,
შემრცხვა მძღოლისთვის მეთქვა, გააჩერეთ, ჩამოვალთქო
და
ამიტომ მთელი გზა მიცვალებულთან ერთად ვიმგზავრე...
ჰხოდა აგერ უკვე ათი წელია გასული ამ ამბიდან
და
შესაძლებლობას არ ვტოვებ, ეს ამბავი სიცილით არ მოვყვე ...

ჰხოდა დღის ბოლოს, დაღლილდაქანცული "მარშუტკაში" ჩემს საყვარელ ადგილას რომ მოვკალათდი
და
გარეთ რომ უკვე ღამე იყო
და
27 იანვრისთვის შეუფერებლად გაზაფხულის შხაპუნა წვიმისნაირი წვიმა რომ მოდიოდა
და
მუსიკაც ყურებში შესაფერისსაამინდო რომ იყო,
კიდევ ერთხელ გამახსენდა ჩემი
ეს მიცვალებულებთან დაკავშირებული თავგადასავლები
და
ჯერ გამეღიმა,
მერე უცებ დავფიქრდი, ნეტავ ლიპტში შემთხვევით გადყრილი მიცვალებული
ქალი იყო თუ კაცითქო,
ან მოხუცი იყო თუ ახალგაზრდა
ან იქნებ ბავშვიც იყო
და
იქნებ ლიპტთან, პირველ სართულზე დამდუღებულსახიანი ახლობლებიც ელოდებოდნენ
და
ახლა, ამ წუთას, როცა ამას ვწერ, ალბათ რომელიღაც ოჯახში ცხარე ცრემლებით გლოვობს
თავის მიცვალებულს
და...
მოკლედ, არც ისე სასაცილოა ეს ამმაბი, როგორც მე ერთი თვალის მოსმით თუ გონების გაელვებით მეჩვენა...

რთულია იყო ყველასთვის გულდასაწყვეტი მიცვალებული..

ალბათ, სადმე აუცილებლად გამოჩნდება ჩემნაირი ადამიანი, რომელისთვისაც შენი ტრაგედია მხოლოდ მხიარულების საბაბია....
მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ზურგზე ხელის თითზე ჩამოსათვლელად, მაგრამ მაინც ჩამოსათვლელად მეგულება 1-2-3 ადამიანი, რომლისთვისაც ამ ეტაპზე ჩემი უეცარი გარდაცვალება შესაძლოა შვება იყოს, მაინც მგონია, რომ ბევრისთვის ეს გულის ტკივილის საბაბი იქნება
და
სწორედ ამიტომ ჩემი სიკვდილი მანამდე მოიცდის, სანამ საშუალო სტატისტიკურ მიცვალებულად არ ვიქცევი...


არ ვიცი ადვილია თუ ძნელია საშუალო სტაისტიკურ ადამიანად ყოფნა,
მაგრამ ცხადია,
რომ
მე
ეს
მოვახერხე!
ორი ნაბიჯის იქიდან დამკვირვებლური თვალებით დანახულ მეზე თუ ვიმსსჯელებთ
გასაშუალსტატისტიკურება ნორმისა და საზღვრების ფარგლებში მიმდინარებს..
25 წლამდე დრო გაატარა და 25 ზე გადაირია

ანუჰხთ
შეუძლებელიც იმდენად შესაძლებელია, რამდენადაც ჩემნაირი ადამიანის სურვილი საშუალო სტატისტიკურ დღეს საშუალო სტატისტიკური ზომის ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმისა... :||


და ეს მაშინ, როცა დააახლოებით 365 დღის წინ ჩემთვის ქუსლიანი ფეხსაცმელი საკმარისი იყო ადამიანისთვის წითელი არა და შავი ხაზის გადასასმელად...

ყველაფერი საზღვრებში ჯდება
ყყველაფერუ ბუნებრივია
არაფერია გასაკვირი, იმის გარდა რომ არაფერია გასაკვირი...

ძნელად ვეგუები ცვლილებებს
თუმცა
უფრო ძნელად ვეგუები მათ არ არსებობას,
ამიტომაც
მე თანახმა ვარ,
თანახმა ვიყო იმაზე რაზეც თანახმა არ ვარ...

არადა ყოველთვის ვიცოდი, რომ
მე
იმდენად ჩვეულებრივი ვარ
რომ
ჩემი გადამეტებული ჩვეულებრივობა
არაჩვეულებრივს მხდის..


არაფერია გასაკვირი.....

სულსულსულ
არაფერი

Saturday, January 15, 2011

ჯბჰჯფტყვრყ/ უ/ლუ/


ყოველთვის მეგონა, რომ ჩემს ცხოვრებაზე წიგნს დავწერდი : )


მემუარების წერას ცნობილი და საზოგადოებისათვის საინტერესო ადამიანები იწყებენ
და
რადგან არც ერთი ვარ და არც მეორე
და
საინტერესოც
დიდიდდიდი მხოლოდ ჩემი თავისთის შეიძლება ვიყო,
ამიტომ
წიგნის წერასაც მხოლოდ ჩემი თავისთვის ვფიქრობდი ( ეგოისტი),
ვფიქრობდი რა..
ზოგჯერ ახლაც ვფიქრობ...
აი ასე...
როცა
რაღაც ხდება
ან კარგი
ან ცუდი
მთავარია, რომ შენს თავს ხდება
და
შენ კი(დევ) ამ დროს ფიქრობ ამ ამბავს როგორ დაწერ...
უფრო სწორად, ეს ამბავი რომ წაგეკითხა,
როგორ იქნებოდა დაწერილი...
ან კიდევ უფრო მარტივად (ან სულაც უფრო რთულად)
როგორია გვერდიდან დანახული საკუთარი ისტორია...
ჰხოდა წერა ხომ ყველას შეუძლია მოყოლისგან განსხვავებით,
ამიტომ მეც წერის გზას ვირჩევ

ეს ამბავი კი ასე დაიწყო
დილის 6 საათზე პეკინის შუადღითგადაჭედილ და დილაადრიან დაცარიელებულ ქუჩაზე მანქანამ შემოუხვია...
ასე წერიას იმიტომ ვიწყებ რომ
პირველად წერის სურვილი ზუსტად იმ დროს გამოჩნდა დილის 6 საათზე მანქანამ რომ შემოუხვია...
ჩვეულებრივი დილა
იყო
ჩვეულებრივი მანქანის შემოხვევით, მაგრამ
მაინც არაჩვეულებრივი
აი როგორც :ოსტატი და მარგალიტაში:
იმ უსაზღვრო სიჩვეულებრივობაშიც რომ იცი
რომ
სადღაც ვიღაც ანუშკამ ზეთი უკვე დაღვარა...

ჰხოდა ვფიქრობ, რამე ახალი ბლოგი ხომ არ გამეკეთებინა
შინაარსით ჰხათო ჰხათოს შესახებ
სადაც იმ ამბავსაც მოვყვები
რომლის მოყოლაც ახლა მინდა
მაგრამ
შინაგანი ცენზურა წითელს მინთებს
და
რომელიც ასე იწყება

"....დილის 6 საათზე პეკინის შუადღითგადაჭედილ და დილაადრიან დაცარიელებულ ქუჩაზე მანქანამ შემოუხვია..."

Friday, January 7, 2011

ეპოეპწოკჯეოწჯ

2011 წელო
ზამთრის სვანეთში წამიყვანე\
და
ზამთრის ბათუმში წამიყვანე\
და
გაზაფხულის ირანში წამიმყვანე
და
გაზაფხულის კაბადოკიაში წამიყვანე
და
ზაფხულის ბახმაროში წამიყცვანე
და
ზაფხულის ტობოვარჩხლიზე წამიყვანე
და
შემოდგომის თუშეთში წამიყვანე
და
შემოდგომის ხევსურეთში წამიყვანე
და
ნებისმიერ სეზონზე
ნეპალში წამიყვანე
და
ნებისმიერ სეზონზე
ნორვეგიაში წამიყვანე
და
ნებისმიერ სეზონზე
კუბაშიც წამიყვანე
და
ნებისმიერ სეზონზე
მატარე
და
მატარე
და
მატარე
და
არ გამაჩერო...
მაბოდიალე
ბევრიბევრიბევრი


ბევრს ვითხოვ?
ცოტა მაინც ამისრულე.....