Thursday, September 17, 2009

?

რა განსხვავებაა

ბევრ

ჭამასა

და

ბევრ

ლაპარაკს შორის???

Tuesday, September 15, 2009

...


გადაწყდა!

ხუთშაბათს ექიმთან მივდივარ...

ჰხო

ზუსტად ასთრე

დარკეს და ხუთშაბათს მოვაო

მანამდე მეჩხუბნენ

:უსერ:

ჰხოდა დამეზარა კიდევ შეკამათება

ბოლოს და ბოლოს და ბოლოს

როგორც ნინო იტყოდა

ცხოვრებაში ყველაფერი ოდესღაც პირველად ხდება

და

კაი..

ჯანდაბას

ჩემს ცხოვრებაში ექიმთან ვიზიტი პირველად ზეგ შედგება :\

არ ვიცი რა ჰქვია ექიმის შიშს

უფრო სწორად

დიაგნოზის შიშს

თორემ  აგერ სახლში 2 ექიმი მყავს და აშკარად არ მეშინია არცერთის

ჰხუხ

ჰხოდა რაც შეეხება დიაგნოზს...

ყველა შიში საბოლოოდ თავს იყრის ერთ შიშში

და

ეს არის სიკვდილის შიშიო

ალბათ ასთრეცაა..

თუმცა..

აი დავჯექი და უცებ წარმოვიდგინე

როგორ მივალ ხუთშაბათს უშველებელ პირქუშ შენობაში

როგორ გავივლი ბნელ დერეფანს

და

როგორ შევალ პატარა ჭუჭყიან ოთახში

სადაც იდგება საშინელი წამლების სუნი...

დერეფანში იბოდიალებს უამრავი უბერუსახიანი ადამიანი

რომელთათვისაც სულ ერთია შენი დიაგნოზი

სულ1ია იცოცხლებ თუ არა

სულ ერთია

ექიმი დაიწყებს ჩემს გასინჯვას და გასინჯვიდან 2 წუთის შემდეგ სახეზე აღებეჭდება სიტყვა

”საშინელება”

მე მივხვდები რომ ყველაფერი მორჩა

და

დავინდობ ექიმს და ვეტყვი, რომ არაუშავს.. რომ მერე რა...

მერე ალბათ ოპერაცია დამჭირდება

ყველაზე ცუდი იქნება ოპერაციამდე პერიოდი..

ახლობლები, ვინც გაიგებენ ჩემს ამბავს

თავს ვერ შეიკავებენ

და

ჩემი თანდასწრებით იტირებენ

და

მე ვიგრძნობ საშინელი დანაშაულის გრძნობას

რომ

ჩემი ავად ყოფნით ამდენი ხალხი ასე დავთრგუნე...

გამახსენდება ჩემი სიზმრები დიაგნოზამდე

ვიტყვი რომ

ვუიჰხთ ბოლო პერიოდში სულ მიცვალებულებს ვხედავდი

და

”რაღაცა არსებობს”...

ოპერაციას დანიშნავენ ხუთშაბათ დღეს

მანამდე დილით წავალ ეკლესიაში და ვეზიარები

საოპერაციოში შესვლამდე შევეცდები მქონდეს მხიარული სახე

და

ყველას დავანახო რომ არაფერია..

რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ....

მერე ალბათ საოპერაციოში ნარკოზზე დამემართება ანაფილაქსიური შოკი

და

ეკრანზე გამოჩნდება შავი ფონი

წარწერით

1984-229

:უსერ:

: ))))))))))))))))))))

ორი მაინც ვიყო...

მეორეს გავუშვებდი ექიმთან

ჰხუხ

კი არა და

ეს იყო წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა

გმადლობთ 

ყურად და თვალად ღებისათვის

:ც

Monday, September 14, 2009

:]


ლაქები მზესაც გააჩნია

ო

მაგრამ მზე რა შუაშია....

აი სითეთრეს რომ უყურებ დიდხანს

დიიიდხანს

მერე რაღაც სიყვითლე რომ ჩნდება თითქოს

და

სხვაგან რომ გაიხედები

და

ის ლაქა რომ არ გშორდება

და

გეჩხირება თვალებში,....

ეგრე დამემართა 

მმმ...

კი არა და

ბავშვიბაში ჩემი ყველაზე საყვარელი გასართობი იყო

თვალს ვისრესდი ძალიან

და

ძააალიან

და

მერე რომ გავახელდი

ჰაერში რაღაც ფიგურებს ვხედავდი

ბეეეევრს

და

მათგან ერთი იყო ცეცლოვანი თვალის მაგვარი რაღაც

და მე

პატარა მე

დარწმუნებული ვიყავი

რომ ეს უცხოპლანეტელი იყო

რომელსაც მარტო მე ვხედავდი

და

ეს ფაქტი უნდა შემენახა საიდუმლოდ

ჩემი საიდუმლო

ჰხეხ

გუშინ ბეჭდების მბრძანებლის სამივე სერია რომ გავიცოდნისდედე

და

ის ცეცხლოვანი თვალი რომ დავინახე

შემომახსენდა..... : ))

ჩემმა ცხოვრებამ

ცხოვრება და მოღვაწეობა

ჩემს

გარეშე განაგრძო

მე უბრალოდ ჩუმად ვზივარ

და

თვაყურცხვირს ვადევნებ

და

ვითვლი

ყოველ

წამს

და

ყოველ

სუნთქვას

და

ყოველ ნაბიჯს

და

საკონტროლო პაკეტი დავკარგე....

გავკოტრდი

მაგრამ

საიდუმლო დარჩა

ჩემი საიდუმლო

:უსერ

Sunday, September 13, 2009

.



....................ისევ,

როგორც

უ

წინ..............................................

Tuesday, September 8, 2009

:\


კი, შემეშინდა

და

ძალიანაც გადავფითრდავიგულისკანკალე კიდეც

მაგრამ

აბა 

დაფიქრდით

და

თუ დაფიქრდებით

წარმოიდგინეთ,

მიწა რომ ხარ

და

ამდენი ადამიანი ყოველ დღე

ზედ გაცოცდება

და

გთელავს

და

გჩიჩქნის

და

გირჭობს ხეებს

და

არც კი ახსოვხარ

და

არაფრად გაგდებს

როგორ უნდა მოითმინო

როგორ უნდა შეძლო

რომ

5-10 წელიწადში ერთხელ მაინც

არ ამოიხვნეშო

და

ერთი შენი გაზმორებით არ გაახსენო

რომ

არსებობ!!!

Monday, September 7, 2009

20


ჟამსა უსაქმურობისასა და ფორუმ.გე –ს რეფრეშისასა

ერთ ისეთ სიტყვას მოვკარი თვალი

რომ

თემაში შევედი

"მწვანე ქალაქი"

ო

:ც

ჰხოდა ისა... რა ხდებოდა შიგნით არ წამიკითხავს

და

რა უნდოდათ და რას წერდნენ და რატომ

მაგრამ თვითონ სათაური ისეთი იყო

ჩემთან შედარებით მაშტაბური

და

შევამცირე

და

გავმწუნესოფლე...

მერე ნებები შევაგროვე

20

და.....

20ნებები მწუნე სოფელზე...

იყო და არა იყო რა 

ვიყავი

მე

და

იყო 11 ოჯახი

და

იყო  ბურულბურულ დაბურული ტყე

და

რა გასაკვირია რომ იყო მწუნე

და

ტყის არსებობა

ხომ გულისხმობს ტყის არ არსებობასაც

და

ამ არსებობა/ არ არსებობას

საზღვარზე

სადაც

მთავრდება სალათისფერი მინდორი და იწყება ჭაობისფერი ხეები

იდგა და დგას და იგდმევა

სანამ

ეს ნაწერი დასრულდება

12 წითელსახურავიანი სახლი

რა ღა თქმა უნდა

რომ

ხის

და

სახლები განლაგებული იყქნება ჭადრაკისებურად

და

ამ 11 სახლში იცხოვრებენ

1 მხატვარი

1 პოეტი

2 მუსიკოსი

2 მწერალი

1 ფოტოგრაფი

1 არქიტექტორი

1 გამომგნებელი

1 მოქანდაკე

1 ფსიქოლოგი

და

მე

:ც

და ყოველ დილით გავა სახლიდან მხატვარი

წაიყვანს  მინდორში საბალახოდ 2 ბეკეკოს

და

თან გაშლის თავის სახატავს და დახატავს და დახატავს და

თან ბეკეკოებსაც შეხედავს ხოლმე

რომ

არ შეუჭამოს მგელმა იმ დაბურული ტყიდან ...:უსერ:

და

მწერალიც  წაიყვანს საბალახოდ თავის  ცხენს

და

ფოტოგრაფი გაატყევებს ძროხებს

და

ფსიქოლოგმა რომ ქათმები და წიწილები გამოიყვანოს ეზოში

იქნებ

რამე 

ფსიქოლოგიური იდეებიც მოუციდეს თავში

და

თან ყველას ერთი პატარა ბაღჩა–ბაღი ექნებათ

დაბარავენ

დათოხნიან

ხეებს დარგავენ

ბეეეეეეევრს

და

ვაზსაც ჩაყრიან

და

საღამოს რომ დაღამდება

12 ოჯახიანი მწუნე სოფლის ცენტრში

დაინთება დიიიიიდიიი კოცონი

და

ყველა ყველა

11 შემოქმედახლისშე,ქმნელმაძიებელი

და

1

მე

შემოვუსხდებით

ამ დიიიდ კოცონს

და

თან ცაზე ხან იქნება ვარსკვლავები

ხან

არა

ხან მთვარეც ამოვა

ხან

არა

და

ამ ხანმთვარიან ხან უვარსკვლავებო ცის ქვეშ

დიიიდი კოცონის ირგვლივ

11 ადამიანი

შეეცდება

პასუხი გასცეს

კიტხვას

"რატომ?"

და მეც იქ ვიქნები სადმე რომელიმე კუთხეში

ჩუმად

და

მოვუსმენ

მანამ სანამ არ გამივლის............ :\

და თუკი ყველა 20ნება

ასრულებადია

თუ

კი

სურვილები ვერ ძლებენ

აუხდენელად

მაშინ...

იიისა

:ვ

Sunday, September 6, 2009

:უსერ


3-4-5

დღის წინ

გიორგი კეკელიძემ დადო ფაცებოოკ ზე ეს ლექსი

http://www.lib.ge/body_text.php?7823

(..თოთხმეტი წლისა )
ანონიმი ავტორი

(ამოკაწრული ვარძიაში, მონასტრის კედელზე)



თოთხმეტი წლისა აღმკვეცეს მონაზვნად,
აქვე შევსრულდი სამოცდათოთხმეტის...
რა ლამაზი იყავი ბიჭო...


3-4-5 დღეა 

ვერ ამოვიგდე თავიდან

ანუჰხთ

ისა...

კი არა და

მერე სხვისგან გავიგე ვარძიაში კი არა ვანის ქვაბებშია ეგ წარწერა

დედათა მონასტერი რომ იყო ოდესღაც იქო

ანუჰხთ

სავარაუდოდ ვიღაცაც ვიღაცა უყვარდა და მაგის გამო 14 წლის მონოზვნად აღკვეცეს და აი 74 წლისა გახდა და მაინც უყვარს....

ჰხოდა რომ ეწერა

”ამოკაწრული ვარძიაშიო”

და

ახლა ხომ ვარძიაში მამათა მონასტერია

და

მე მეგონა ბერის დაწერილი იყო...

და 

ამ ტექსტის წაკიტხვისას ჩემმა თავმა ასეთი სიუჟეტი გადაიღო

რომ

14 წლის ბიჭი თავისი ნებით აღიკვეცა ბერად

და

აი მთელი 60 წელი უფლის სამსახურს შეალია

და

სადღაც 74 წლის ასაკში

გულში მაინც შემორჩა ეჭვი რომ

ცხოვრება სხვანაირადაც შეიძლებოდა

და

საკუთარი დაბერებული სახის დანახვისას 

მაინც შემოაფიქრდა

რომ

”რა ლამაზი იყავი ბიჭო”

ო

:უსერ:

და ისა...

მოვლენის ასე განვითარება უფრო მესევდიანა

ვიდრე ის

რომ

ვიღაცას ვიღაცა უყვარდა

და

60 წლის მერეც უყვარს

: \

და ამ ჩემი შეხედულება/დასკვნებიდან

ახლა ვცდილობ

საკუთარ ტვინში

ჩემთვის დაბნელებული

ხვეულები გავანათო

და

ახალი აღმოჩენები გავაკეთო

:დ

კი არა და

გინდათ გოლი? მიიღებთ გოლს!

ო

სთქუა მანდ და........

2:0