
მთეეეეეეეეეეეეელი 51 კგ ვარ :|
აი ასე
სულ რაღაც 2 კვირაში 3 კგ მოვიმატე :| :|
ანუჰხთ
2010 წელს მინიმუმ 70 კგ შევხვდები
მარტივი ლოგიკა
: | :| : |
ბედნიერებაა, რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

ისევ რიცხვებამდე მივედი
უფრო სწორად სიტყვებში ჩამარხულ საიდუმლოებამდე
3წუხარო...
სიმ7...
და უცებ ისა
სამოთხე...
ანუჰხთ
3+4=სამოთხეს
მმმ
არ დავფქირებივარ ამ სიტყვას ასე რიცხობრივად არასდროს..
მერე გამახსენდა უნივერსიტეტში მოსმენილი ლექცია
რომ
3 დასავლეთის სიმბოლოა
და
4 აღმოსავლეთის
და
ყველაზე სრულყოფილი ციფრია 7
ანუჰხტ 3+4
ანუჰხთ
დასავლეთს + აღმოსავლეთი
და
იქნებ სამოთხეც ააქედან მოდის
ანუჰხთ
თუ სამოთხე ყველაზე სრულყოფილყოველმხრივი ადგილია
და
თან ამ სიტყვა რიცხობრივად ასე გადმოირიცხვება
3(სამ)4(ოთხ)ე
ჰხუხ
იქნებ....
შემოდგომა მოვიდა წითელ–ყვითელ ფერებით
ჯერ არ
მარა
ხომ გაყვითლდგაწითელგაყავისფერალაგალაგმაინცგამწუანდება
სიმრავალფეროვნე
მამრავალფეროვნებს
და
მაინც...
რა კავშირშია
ნოემბერი რიცხვ "5" – თან და ასო "ხ" –სთან?
და
ყველაფერი,
რასაც ისინი შეიცვავენ
რატომაა
შინდისფერი?
და
ყველაფერი შინდისფერი რატომაა სევვდიანნისლიანი?
ნოემბრის
მე
შინ
ისა
: \

შემოდგომა მშვიდობისა
კი არა და
პირველი სექტემბერი მშვიდობისა
ბედნიერებისა
ჯანმრთელობისა
გახარებისა
გალაღებისა
გალაჟვარდებისა
პირველი სეტემბერი მაინც პირველი სექტემბერია
ალბათ იმიტომ
რომ
ჩემთვის
ყველაფერი შემოდგომიდან იწყება
მერე აღმოვაჩინე რომ
საეკლესიო კალენდრის მიხედვით
1 სექტემბერი ახალი წელი ყოფილა
ასრე თუ ისრე
ჩემთვის პირველი სექტემბერი ახლის დასაწყისია
უფრო სწორად ახალ ეტაპზე გადასვლის
ან უფრო აწორედ ახალ კლასში გადასვლის
სკოლა
ჰხეხ
დღეს არ მინდა, დაუფიქრებლად
ყოველგვარი ჩემი წინასწარ განზრახულობის გარეშე
თეთრი მაისური ჩავიცვი
მერე შემომახსენდა
რომ
1 სექტემბერს ჩათეთრმაისურება 11 წელი გრძელდებოდა
არა 11 არა
მახსოვს
მე–8 კლასში მწუნე მწუნე მწუნე
ტანსაცმელი მიყიდა დედაჩემმა
და
სულ ჩამამწუნა
და
მერე ისა...
მეორე დღეს სკოლაში დაიბარეს
ვის გაუგია ისაო
მწუნე ტანსაცმელი პირველ სექტემბერსო
:უსერ:
მაგრამ პირველი პირველი სექტემბერი მაინც სულ სხვა იყო
ჰხეხ
მითუმეტეს რომ
ჩემი პირველი სეტქემბერი
სულაც არ ყოფილა 1 სექტემბერს
:უსერ:
სულ მიკვირდა ბავშვების, რომლებიც სკოლაში წასვლის წინ ტიროდნენ
მე რაც მახსოვრობა მაქვს
იქიდან მახსოვს რომ
სკოლაში წასვლას ველოდი
:დ
არადა მახსოვრობა 9 თვიდან მაქვს :ბოლი
მოკლედ
სკოლაში წასვლას და სწავლის დაწყებას
ვე
ლოდი
მთეეელი 6 წელი
და ისა...
მთეეელი 1 წელი დედაჩემი მირჩევდა რა ჩამეცვა პირველ კლასში წასვლის წინ
და
ისიც მახსოვს, რომ
რამდენიმე თვით ადრე
როცა სკოლაში წასვლა მოახლოვდა
დავჯექი
დავფიქრდი
ვიფიქრე
ვიფიქრე
და
მერე ვიტირე
რა ყოფილა ეს ცხოვრება
აი სადაცაა სკოლაში წავალ
ასე მალე თუ დავბერდებოდი
რას ვიფიქრებდიმეთქი :დ:დ
მოკლედ დავუბრუნდეთ
სკოლაში წასვლის 31 აგვისტოს
სამი დღით ადრე დაუთოვებულ გამზადებული ტანსაცმელი
და
ჩანთა მემილიარდეჯერ
რომ
გადმოვალაგე
დედაჩემმა უცებ
ვუი ეს რა არისო
და
ისა...
მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო
სკოლაში წასვლის წინა დღეს
აღმოჩნდა
რომ
ბატონები თუ ჩუტყვავილა თუ წითელა
თუ
რაღაც მაგდაგვარი მჭირდა
:უსერ:
სულ ასე იყო
და
სულ ასეა
ჩემი წინათგრძნობა
არასოდეს
შეესაბამება რეალობას..
ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში ვადანაშაულებდი საკუთარ თავს
ასეთი დიდი მოლოდინი რომ არ გქონოდა
ყველაფერი კარგად იქნებოდათქო
ჰხახ
მაინც ევრ მოვკალი მოლოდინი ჩემში
ჩართული ვარ მუდმივი მოლოდინის რეჟიმში...
აი ამ წამსაც
ჰხეხ
რაც შეეხება ჩემს "1 სექტემბერს" ეს ორი კვირის დაგვიანებით მოხდა...
საშინლად განვიცდიდი, რომ
პროგრამას ჩამოვრჩი
და
მეგონა ცხოვრებაში ვეღარ დავეწეოდი :დ:დ
ისე მეშინოდა ამ ფაქტის
რომ
შეშინებული ვიმეორებდი ყველაფერს
რაც სხვებს უკვე ნასწავლი ჰქონდათ..
ჰხოდა პირველ დღეს მასწავლებელს დარიგებულისამებრ ვუთხარი "გამარჯობა"
და
დავჯექი
და
მერე ერთი ბავშვი შემოვიდა
და
იმანაც "გამარჯობა" –ო
და
მასწავლებელმა უთხრა, როგორ გასწავლე მე
"გამარჯობა" კი არა და "დილა მშვიდობისა"
ო
და
იმ ბავშვმაც გაიმეორა "დილა მშვიდობისა"
ო
და
მე ხომ მეშინოდა ვეღარ დავეწევი პროგრამას
უნდა ყველაფერი ვისწავლო რაც იმათ ნასწავლი აქვთ მეთქი
და
უცებ წამოვხტი გაკვეთილიდან
ავიღე ჩემი ჩანთა
და
მოვიხურე კარები
და
დავაკაკუნე თავიდან
და
მთელი ხმით გამოვაცხადე
"დიიილა მშვიდობიიისა"
და
დავჯექი ისევ ჩემს ადგილას...
:უსერ: :უსერ : უსერ:
მასწავლებლის გა20ებული თვალები მახსოვს..
ეთერი ერქვა
:ვ
ასთრე იყო ეს ამბავი...
რაც დრო გადის
იმ
პატარა "ხათო" სთან
სა1ოს ვეძებ
ცოტცოტას
ვპოულობ
და
მიხარია.......:ც

არ მინდა წერა...
ველოდები როდის გამივლის
რა არ ვიცი
"თანდაყოლილი სიარაფრე" ალბათ..
რაღაცეები ხდება
რაღაცეები არ ხდება
რაც ხდება სულ 1 ია
რაც არ ხდება – მაკლია
პირიქით რომ იყოს
მაინც იგივე იქნებოდა
შევეჩვიე
მაგრამ ვერ შევეგუე
"გულის ქვეშ მუდმივ შიმშილს"..
ვცდილობ ამინდს არ შევუწყო ხასიათი
ვცდილობ
ჩემი შეგრძნებებ/შეემოციურეობები უფრო ძლიერი იყოს
ვიდრე
მზე
და
მთუარე
და
დღე
და
სიღამე
და
სიბნელე
და
წუიმა
და
ბლაბლაბლაბლა
ტყუილად ვფარტხალებ
რაღა თქმა უნდა
ახლა რომ გარეთ მზე იყოს და გულში დარი
ის ვულკანი არ ამოიფრქვეოდა
რაც წეღან ამოიფრქვა
მიზეზებს ვუძებნი კავშირებს
და რა
არც რა.....
ბევრს არაფერს მაძლევს ცოდნა
ფაქტები რჩება ფაქტად
კითხვები რჩება კითხვებად
პასუხები – პასუხებად
და
ეჭვი..
რა იქნებოდა, რომ...
რომ...
რომ...
რა იქნებოდა და ის არ იქნებოდა რაც არის
მაგრამ
თუ არ იქნებოდა ის, რაც არის
არ იქნება ის
რაც
უნდა იყოს...
არადა რა უნდა იყოს
ჰხეხ
ყველაფერი ჩემგან იწყება
და
ჩემგან მთავრდება
მინდა მქონდეს განახლების ღილაკი
მინდა მქონდეს წაშლის ღილაკი
მინდა ვინმემ ახალი პროგრამები ჩამიწეროს თავში
მინდა დავრესტარტდე
მინდა წავშალო ტვინის ც და დ დისკები
მინდა მოდელი შემეცვალოს
მაგრამ
რომც.. რა...
კომპიუტერი კომპიუტერად დარჩება
ანუჰხთ
მე – მე –დ
როცა საკუთარ თავს აღემატები
შეუთავსებლობა წარმოიშვება
კი არა და
სა20არია
25 წელია
ყოველ დღეს
ერთსა და იმავე სახეს ვუყურებ სარკეში
და
ვერ შევეჩვიე
ვერც შევეგუე
არც გამიარა...........
სიზმარში აბსოლუტურად სხვანაირი ვარ
ეს ალბათ იმას ნიშნავს
რომ......
ისა...





პირველად ვნახე თოვლიანი რაჭა
და
მითუმეტეს პირველად ვნახე თოვლიანი რაჭა აგვისტოში
შეფასებები ყოველთვის ასეთია
ვარიანტი 1) კარგი იყო
ვარიანტი 2) ცუდი იყო
ვარიანტი 3) არაუშავდა რა
აირჩიეთ სასურველი ვარ იანტი
და
თქვენ მოგიებთ ხოხბის ჩახოხბილს
:ვაშა: :ვაშა:
იანტიც ხარ და უარესიც
ჰმ
კი არა და
როგორც ხდება ხოლმე
შევხვდით
ჩავბარგდით
ვიარეთ ვიარეთ ვიარეთ
და
კიდევ უფრო ბევრი ვიარეთ
და
მივედით
დავიძინეთ გავიღვიძეთ
ვიარეთ ვიარეთ ვიარეთ ვიარეთ
იმაზე ნაკლები ვიდრე უნდა გვევლო
ვჭამეთ
ვიცინეთ
ვიცეცლვიკოცონეთ
გავიყინეთ
დავიძინეთ
გავიღვიძეთ
ვიარეთ ვიარეთ ვიარეთ ვიარეთ ვიარეთ
იმაზე მეტი ვიდრე უნდა გვევლო
ჩავბარგდით წამოვედით
დავიძინეთ
გავიღვიძე
და
ახლა ამას ვწერ
ჰხუხ
საყურადღებო ფაქტები:
1) დასკვნა ნომერი 721037103
სიარულისას ფიქრი უფრო თავისუფალია
მას შეუძლია
საერთოდ გაგშორდეს
და
დაგტოვოს უფიქვრელი....
2) ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ
მოვკვდები...
3200 მეტრზე
ორი ხელით ჩუელებრივ მწუნე ბალახზე ჩამოკიდებულს
და
ორივე ფეხით უფსკრულში გადაკიდებულს
მხოლოდ ერთი რამ მადარდებდა
რომ
ჩავვარდნილიყავი,
მერე ისევ თავიდან მომიწევდა აცოცება იქ, სადაც უკვე აცოცებული ვიყავი...
არადა რომ ჩავვარდნილიყავი
ნამდვილად აღარ მომიწევდა მეორედ აცოცება
ჰხახ
3) აგვისტოს ომის წლისთავზე
ჩვენ
ჰხო ჩვენ შევძელით
ყოველგვარი ბოროტგულშიჩადებულსიძულვილის გარეშე
სამ რუსთან ერთად
საქართველო–რუსეთის მეგობრობის სადღეგრძელო დაგველია!
მართალია მიწა ყველას თავისი აქვს
მაგრან
ცა ყველას ერთი გვახურავს
ო
თუ როგორ არის ეგ?
ალბათ მაგიტომაც
რაც უფრო უახლოვდები ცას
მით მეტ საერთოს პოულობ ადამიანებთან...
4) მაგარი ვინმეა ნისლი .... :დ
5) გვიმრები მიყვარდებიან, მაგრამ ვერ ვუმხელ.... :უსერ:
6) ჩემსა და პასუხიმგებლობას შორის უფსკრულია
7) მე შემიძლია, არ შემეძლოს...
და ბოლოს
8) რაჭა – ჩემი ფესვურძარღვულსისხლიანი სიყვარული.......!

დამთაგეს
ვაშა! ვაშა : ))
კი არა და
რაც პირველად ბავშვიბის მოგონებები თუ რაღაც წავიკიტხე
'რომელიღაც ბლოგზე
იმის მერე ვფიქრობ, ნეტავ მე რა მეგონათქო
და
ისა...
ბევრი ვერაფერი გავიხსენე :უსერ:
უფრო სწორად რაც მეგონა, სწორად მეგონა და ახლაც ისე მგონია :დ
აი წერომ მომიყვანაო და კომბოსტოში მიპოვნესო და ეგეთი სისულელეების არასდროს მჯეროდა...
კი არა და
მაინც...
1) მეგონა, რომ ვიყავი ძალიან ლამაზი და საყვარელი და ქუჩაში ვინმე თუ არ მეფერებოდა მივდიოდი და ვეკითხებოდი, ხომ ძალიან ლამაზი და საყვარელი ვარ მეთქი და მერე იძულებულნი იყვნენ მომფერებოდნენ :უსერ:
2) მეგონა, რომ აუცილებლად მოვხვდებოდი სამოთხეში და მახსოვს ჩემი პირველი რეაქცია, ვიღაცამ მითხრა რომ ეგრე თუ გააგრძელე ჯოჯოხეთში მოხვდებიო და სერიოზული დეპრესია მქონდა, როგორ მეე, ასეთი კარგი და საყვარელი როგორ შეიძლება ჯოჯოხეთში მოვხვდეთქო :დ
3) კიდევ მახსოვს ერთი ფარდაგი, რომელზეც ტყე და ცხოველები იყვნენ გამოსახული და ეს ფარდაგი ჩემს საწოლტან იყო ჩამოკიდებული და დარწმუნებული ვიყავი, რომ ფარდაგის უკან ნამდვილად ცხოვრობდნენ ეს დათვები და მგლები და მელიები და სულ ემშინოდა შემთხვევით ფარდაგი არ გამოწეულიყო და არ ჩამოხვენილიყვნენ :როლ:
4) კიდევ მეგონა, რომ ღამე ცაზე შავ ნაჭერს აკრავდნენ და ეს ნაჭერი ნემსით იყო გახვრეტილი და იმიტომ ჩანდა იქიდან სინათლე ანუ ვარსკვლავები და ერთ ადგილას მეგონა ის შავი ნაჭერი გაიხათქო და მაგიტომ ჩანს ასე დიდად სინათლე კი არა და მთვარე ლოლ
5) ჰხო, კიდევ დარწმუნებული ვიყავი, რომ როცა ვიძინებდი, ჩემი საწოლი მიფრინავდა იქ რასაც ვხედავდი სიზმარში და მეშინოდა რომ გავიღვიძებდი მალე არ გამეხილა თვალები, რომ საწოლს მოესწრო ოთახში დაბრუნება :უსერ:
6) ჰხო, ეს დღემდე შემომრჩა... მგონია კი არა და დარწმუნებული ვარ, რომ როცა სახლში არავინაა, ნნივთები მოძრაობენ და ამიტომ, როცა ვიცი რომ არავინ დამხვდება სახლში მაშინაც 5 წუთს ვრეკავ კარზე და ნივთებს ვაფრთხილებ, მოვედი და დაეწყვეთ ისევ ისეთქო : ))))))
7) მეგონა, რომ ბაბუაჩემი იყო შოშია :უსერ: და მეშინოდა არ გაფრენილიყო ზამთარში....
8) მეგონა, რომ როცა 25 წლის გავხდებოდი, მეყოლებოდა ქმარი და 2 შვილი : )) და სახლში მედგმებოდა მრგვალი მაგიდა და წარმოდგენილი მქონდა როგორ ისხდნენ ამ მრგვალი მაგიდის გარშემო ჩემი ქმარ–შვილი და მე როგორ შემომქონდა საცივი : ))))))))))))) და მე, ჩემს წარმოსახვაში ვიყავი, მაღალი, გამხდარი, უკან შეკრული კიკინა მქონდა, თმები გადაწეული შუბლზე და კაბა მეცვა წელზე რეზინით და მერე რომ იშლება და ფართოვდება :უსერ: და თან ეს კაბა ცისფერი იყო რატომღაც :როლ:
არადა აი ახლა ვარ 25 წლის და მაცვია შავი შორტები, იასამნისფერი მასური, მწუნე კეტები, მოვარდისფრო შარფი მიკეთია და წითელი თმა მაქვს თვალებში ჩამოფხატული და ქმარი 2 შვილი კიდევ ისა...............: დ :დ :დ
კი არა და
ჰხუხ
დავასრულო ბავშვიბაში მოგზაურობა
და
დავუბრუნდე დისლოკაციის ადგილს
კი არა და
დათარგვა თუ რაღაც არ ვიცი როგორ ხდება
და
ისთრე რომ ჩამოვწერო ნიკები
არ შეიძლება?
:უსერ:
უბრალოდ
მაინც
პერწკლი

რა კარგია, რომ ახლა შენობაში ვარ
და
ვზივარ
და
ადგომა არ მჭირდება
ტორემ
გზაში რომ ვიყო
სადმე
უკვე წაქცეული ვიქნებოდი
კი არა და
წნევა მაქვს
ააალბათ
40/20 ზე
ან არც
მთავარია, რომ
დედამიწის ღერძად ვარ აქმ წამს ქცეული
და
ყველაფერი ჩემს გარშემო ტრიალებს
ჰხუხ
ამოჩემებული სიზმარი:
ვწევარ უვიწროვეს ფიცარზე და არ ვარ დაბმული,
ერთი მოძრაობა და გადმოვვარდები
ზღვის დონიდან
4ე7274274217107 მეტრზე
და
მთეეეეეეელი სისწრაფით მაბზრიალებს
ვინ
ღაც...
ჰხუხ
ყველა სიზმარი ახდენადია
ო
და
აი....
ჰხუხ
ნეტავ ახა გული არ წამივიდეს
სირცხვილია სამახურში...
ნეტავ ახლა ვინმემ ყავა გადამისხას ძარღვებში
ცოტა ოდენი ენერგია
ხალხო
სუულ ცოტა ოდენი..
ენერგიის მათხოვარი
შემათხოვარი
შემ ვედრ ებ ელ ი
ჰხუხ
ვიცი, რომ უნდა ვიმოძრაპ
უნდა ვწერო
რომ არ გავითიშო
ბოდვაი საკვირველი
კი არა და
პრობლემა
მეგრიშასპრობლემება
ანუ რა არის მთავარი...
არ ვიცი, რამ იმმოქმედა როცა "გრიშა ანუ მთავარი" წავიკითხე პირველად
(დოჩანაშვილია)
დიდი ხნის წინ იყო
და
ისე ვერ იმოქმედებდა
და ისე ვერ აღვიქვამდი როგორც ახლა
მაგრამ
ალბათ იმოქმედა
ნიკიც ხომ ამ მოთხრობიდან ავირჩიე...
ჰხუხ
წელიწადში
ან ტვეში
ან
კვირაში
ან
დღეში
1
მაინც
ადამიანი ერთსა და იმავე წერტილში ბრუნდება
ერთი და იგივე შეკითხვით
რისთვის?!
რა არის ის,
მ თ ა ვ ა რ ი
რისთვისაც
იტყვი
აი, ამისთვის........
რა არის???!!!!
ცხოვრება ეჭვია, სახელად "იქნებ ამისთვის?"
და
ცხოვრება პასუხია, "არა, ამისთვის არა, თუურმე..."
და
ცხოვრება ძებნაა, იპოვნო "რისთვის"
და
ცხოვრება იმედგაცრუებაა, "ვერ ნაპოვნის გამო"
და
ცხოვრება ნაპოვნის დაკარგვაა
ნაპოვნის გავლაა
და
ისევ და ისევ და ისევ
ყველაფერი გავლადია!
და
მთავარის პრობლემა!
რა არის მთავარი?
ის, რომ მთავარი არაფერია?
: |