Saturday, September 7, 2013

:)

გასაღები გადავატრიალე. ჯერ ტორმუზს ავუშვი ფრთხილად ფეხი, შემდეგ ნელნელა კონუსს.. მანქანა დაიძრა ჰხუხ.. ამოვისუნთქე, ანუ ყველაფერი სწორად გავაკეთე... -იცი ამ რვეულში რეები წერია? ეშმაკურად იცინის - ეს "შპარგალკაა"... - რა შპარგალკა, რის მერე რა მოდის? - ვეკითხები სწრაფად... დაძაბული ვარ, დიდად არ მაინტერესებს რვეულის ამბავი - არა, აქ სახელები მიწერია რომელ მოსწავლეს რა ჰქვია... რთულია ყველას დამასოვრება, სანამ შეეჩვევი - აააჰ, არადა რომ იცოდეთ როგორ მინდა ისე მალე ჩავაბარო, რომ ჩემი სახელის დამახსოვრება ვერ მოასწროთ - ვეუბნები სიცილით.. გულწრფელად ვამბობ ... მართლა გულით მინდა, ისე მალე ჩავაბარო რომ ვერავინ მოასწროს ჩემი დამახსოვრება.. - არა, მალე ჩაბარებაზე არაა.. ჰხომ იცი მასწავლებლებს ყველაზე ძლიერი და ყველაზე სუსტი მოსწავლეები ამახსოვრდებათ :) შეგიძლია ხვალვე ჩააბარო და მაგით დაგვამახსოვრო თავი - ისევ ეშმაკურად იღიმის... როგორც ყოველთვის სიტყვებს და ფრაზებს ვეჭიდები :) იქნებ მართლა..იქნებ, იქნებ, იქნებ... ეს უკვე იმედია... იმედი კარგია თუ არ დაგეზარება და აცოცხლებ :) ფრაზები კი.. ყველაფერი ფრაზებით იწყება.. არ აქვს მნიშვნელობა სად ამოიკითავ ამ ფრაზებს წიგნში კომპიუტერში თუ თვალეში :) მე ფეისბუქში ამოვიკითხე 4-5 წლის წინ... "30 წელს გადაცილებული ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, უიღბლოა" არ ვიცი რატომ დამამახსოვრდა ასე მძაფრად,, ალბათ იმიტომ, რომ ჩემს მეგობრებსაც დაამახსოვრდათ :) ალექსმა, რომელსაც 1 წელიწადში 30 წელი უსრულდებოდა, სასწრაფოდ მანქანა იყიდა... სულ შენი ბრალია, შენი სტატუსებისო... შემეშინდა მეც უიღბლო არ ვყოფილიყავიო - ხუმრობდა :)) მეც ვხუმრობდი ამ თემაზე, ჯერ დრო მაქვსთქო მერე დრო მოჩოჩდა მოჩოჩდა მოჩოჩდა და ამ ზაფხულს, ჩემი 29 წლის იუბილე რომ ვიზეიმე ზარზეიმწვიმევით, უცბაშად შემეშინდა, უიმე სულ ცოტა დამრჩა, უნდა მოვასწროთქო... ვსთქუ მე და მოვასწარი :) მოვასწარი ერთდროულად რამდენიმე რამ 1) მართვის მოწმობის აღება უმოკლეს ვადაში 2) რეალურად გაცნობიერება იმის, რომ იღბლიანობა - უიღბლობა, მანქანიანობა-უმანქანიანობით და 30 წლამდე-30 წელს ზემოთ ობით არ იზომება 3) კუნფუ პანდა ყოველთვის მართალია - შეუძლებელი არაფერია! 4) ყველაზე ცუდი რაც არის, საკუთარი თავის დაპროგრამებაა "მე ამას ვერ შევძლებ", "ეს მე არ მეხება"... თუ არ გჯერათ, იხილეთ მე-3 პუნქტი "შეუძლებელი არაფერია!" 5) ყველაზე კარგი რაც არის, საკუთარი თავის დაპროგრამებაა "მე ამას შევძლებ", "ეს მე მეხება"... ისევ მე-3 პუნქტი - "შეუძლებელი არაფერია!" და კიდევ.. წვიმა, რომ ვყოფილიყავი, ალბათ ვიფიქრებდი "რამ შემქნა წვიმად, რატომ არ მოველ ადამიანადა"- სთქო :)