Tuesday, May 10, 2011

ფგფგდგდფგჯგჰჯ2





დღე მეორე




"კარგია გაღვიძებული ადამიანი, მაგრამ უფრო კარგია ადამიანი რომელსაც ძილშიაც არ სძინავს თავის სამშობლოს სიყვარულით გულაღტყინებულსა"- ო .... კარგია არა ისა.... თქვენ ჩემი გაღვიძება არ გინახავთ, განსაკუთრებით მაშინ როცა ტკბილად გძინავს და უსაფუძვლო ხმაური გაღვიძებს... მაგრამ რა სიჩუმე უნდა მოითხოვო, როცა ერთ ციცქნა ოთახში 35 ადამიანს სძინავს... ჰხუხთ... მოკლედ დილა დავიწყე ბუზღუნით, ამინდი იყო შესაფერისად საბუბუზღუნო... აი წვიმის წვეთები ჯერ კიდევ ჰხაერში რომაა და ცა რომ ისეთივე ფერია როგორიც გუბე... თბილ ოთახში, ღუმელთან ჯდომას და ძილ/ბურანში ყოფნას რომ არაფერი სჯობს...




თვალის გახელვისთანავე მივხვდი, რომ წამოსვლამდე თემა უნდა გადამეკითხა მაინც..... ნუნისში მანამდე ერთხელ უკვე ვიყავი ნამყოფი და თვალწინ სულ მწუანე ბიბინა მინდორი და მზის გულზე ძილი მელანდებოდა... სხვა რა უნდა მდომნოდა თბილისის ყოველდღიურობით გარუტინებულს, არადა თურმე ისა.... წინ გზა მელოდა, თან დიიიდი... არ ვიცი გადავწყვეტდი თუ არა წასვლას წინასწარ რომ მცოდნოდა, რომ ბევრი უნდა მევლო, თან არც თუ ადვილად კი არა და ფაქტობრივარ რთულად სავალ გზაზე... ალბათ დავფიქრდებოდი და სულ მცირე ვინერვიულებდი მაინც... კიდევ კარგი არ ვიცოდი : D



















გზას გავიყევით დილის ათი საათისათვის... კარგია, როცა არ იცი სად მიდიხარ, იმიტომ რომ მიდიხარ მიდიხარ მიდიხარ მიდიხარ და გგონია აქ არა და იქ მაინც გავჩერდებიო, ან ამ აღმართს ავივლი და დასასრული იქ არისო, ან მაქსიმუმ იმის იქითო, ან კიდევ იმის იქითო... მოკლედ არცოდნა უდრის იმედს : D




ნაწვიმარ ტყეს სხვა მუღამი აქვს... ანუჰხთ გაზაფხულზე ნაწვიმარი ფოთოლი მწუანეზე უფრო მწუანეა და კიდევ უფრო ანუჰხთ ეს ყველაფერი ლამაზზე ლამაზია... მიდიხარ, მიბოდიალობ უგზო/უკვლოდ და ფიქრობ რომ აი ისევ ის ვარ, რაც თბილისში ვიყავი, ისევ იგივე ფიქრ/შეგრძნებებით ვაბიჯებ ტალახში, როგორი გრუზვუგრუზველობითაც ასფალტზე მივნაბიჯობ ჰხოლმე, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც სხვანაირია.... ანუჰხთ გამოდის რომ გარემო არ ცვლის ადამიანს, თუმცა ცვლის მის დამოკიდებულებებს გარემოზე... ზოგჯერ როცა ძალიანძალიან ვიღლები ვფიქრობ, რომ ახლა სადმე ტყე/ღრეში ბედნიერი ვიქნებოდითქო და უცებ ტყულმპ... თავს ამოყოფ ამ ტყე/ღრეში და ბედნიერი არ ხარ, ისევ ის ხარ, მაგრამ .... მოკლედ, ახალს არაფერს ვიტყვი - მთა ადამიანს იმ ადამიანად ჰქმნის, რა ადამიანიცაა...არც მეტი, არც ნაკლები....


ბოდიალისას ფიქრი ისეთივე აბდაუბდაა ჰხოლმე, როგორც ის ნაბიჯები, როცა დაღლილი აღმართს მიუყვები....





პირველი ნაგლეჯი თოვლი 5 საათიანი სიარულის შემდეგ გამოჩნდა... მერე თანდათან მოუმატამოუმატამოუმატა და ბოლოს გადათეთრდა მთა და ბარი.... გამახსენდა წამოსვლამდე გადაკითხული ჯეკ ლონდონი თავის "თეთრი მდუმარებით".... თოვლი არ იყო თეთრი, იმიტომ რომ უკვე მაისის იყო და მდუმარება არ იყო მდუმარება, რადგან ტყეს შესეული 35 ადამიანი, იმის მიუხედავად რომ ლაპარაკის თავი აღარავის ჰქონდა, მაინც ხმაურობდა თავისი არსებობით .... : )




ჩემს მრავალ სა20არ ჩვევაწარმოდგენათაგან ერთ-ერთი ისაა, რომ ასე მგონია ლაშრობა/ბოდიალის დროს არაფერი დამიემართება.. იმიტომ რომ მე იქ სიცოცხლისთვის ვარ წასული და წარმოუდგენელია მოვკვდე :D ეს იმდენად მჯერა, იმდენად იმდენად იმდენად რომ საწვიმარს რომ ფეხი დავადგი და ხრამში გადავიჩეხე, ერთადერთი რაც წამის მეათედებში გავიფიქრე ის იყო, "რა სისულელეა, რა გადაჩეხვა, როგორ შეიძლებამეთქი..." :D


არასოდეს თქვა არასოდეს ო თუ როგორ არის ეგ? ...როგორ და ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსა ო ... ჰხოდა ასეც მოხდა... ყოველთვის ვბრაზდებოდი, რომ დადიან ეს გოგოები ამ მთაში და შუა მწუერვალზე დაიწყებენ ვაიმე ვეღარ დავდივარ ვინმემ მატაროსო და რომ გახდებიან სხვისი სათრევები, თუ არ აქვთ სიარულის თავი, რას დაბოდიალობენ დაეტოვნონ სახლშიმეთქი : ჰხოდა უკვალოდ არცერთი სიტყვა არ იკარგებაო და ყველა ჩემი ნაფოქრალი თავზე დამეცა... ჩაჩეხვის შემდეგ ორი ნაბიჯი ვერ გადავდგი დამოუკიდებლად.... ასე გავხდი სხვებისთვის ზედმეტი ტვირთი და საკუთარი თავისთვის ჯერ ისევ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი :D






კოლექტივო მხარი მხარს ო


მივყვეთ ტრაქტორების ჯარს ო.....





დავგოგობიჭდით, ჩავჭიდეთ ხელი 1მანეთს და გავუყევით გზას





შეგრძნება, რომ ვინმე დაგეხმარება, უფრო გადუნებს... როცა იცი რომ სხვა იფიქრებს შენს ნაცვლად, ფიქრს წყვეტ და მექანიკური ხდები... დავზომბიროვდი






12 საათიანი გაუჩერებლივი მოძრაობა და გაურკვევლობა სად ხარ სად მიდიხარ ვინ ხარ რა გინდა რა გიხარია რას მოდიოდი საერთოდ ისევე ანგრევს ადამიანის ფსიქიკას, როგორც უცაბედად თბილ ღუმლიანოთახში თავის შეყოფისთანავე დავიწყებული დაღლა ქრება ჰხოლმე ჰხაერში და ყველაფერი ცუდი უცბაშად ისეთ ლამაზ ფერებში გამოჩნდება რომ მზად ხარ მაშინვე არა და მეორე დილითვე თავიდან გაიმეორო ყველაფერი : )





მხიარულებამ დაღლა არ იცის ო კი არა და არ ვიცი საიდან შერჩა ხალხს იმდენი ენერგია რომ 12-13 საათიანი დამღლელდამქანცველი მოგზაურობის შემდეგ დილის 7 საათამდე ემღერა და ეცეკვა და ეცინა და სიხარულისათვის გარეთ გამოსვლის საშუალება მიეცა...





ტკბილია ძილი, განსაკუთრებით მაშინ როცა გეძინება


და


კიდევ უფრო განსაკუთერბით მაშინ, როცა ფიქრობ რომ "ხვალ უფრო, ვიდრე დღეს...."







მეორე სერიის დასასრული...













მესამე სერიაში თქვენ ნახავთ




"უკან ტყე და წინ ბუნება"