Tuesday, July 27, 2010

კკ;კლკ


ანუჰხთ რა ხდება თურმე..

ადამიანი თავისი ცხოვრების ერთ ნაწილში აგროვებას მასალას

ანუ ეძებს თავგადასავლებს

და

მეორე ნაწილში კი

ფიქრობს სად დაუშვა შეცდომა

რომ

მესამე ნაწილში უფრო დიდი შეცდომა დაუშვას

და

მეოთხე ნაწილში უფრო მეტი საფიქრალი ჰქონდეს...


ჰხოდა ჩემი ეს აზრის მაგვარი მოსაზრება

თუ

მართებულია,

მაშინ გამოდის, რომ

ახლა ის პერიოდი მაქვს

როცა კარ და კარ

გზა და გზა

თვალ და თვალ

დავიარანარცვიარები

და

ვეძებ 

სამ კვერცხს

2 ჭიქა ფქვილს

და

ცოტა ერბოს,

რომ

შემდეგ ერთი კარგი ფიქრი გამოვაცხო....



ჰხოდა ადამიანებო!

თქვენ იმისთვის ხართ

რომ

კარგკარგი

და

გემრიელგემრიელი

განსასჯელტვინისსაჭყლეტი

სურსათსანოვაგმასალები მომაწოდოთ..

დამეხმარეთ,

მასასხეთ ორი თავი თავგადასავაგასმოსავალი,

ხათოს ახალი და თბილთბილი ფიქრები შია



:ს


Wednesday, July 14, 2010

ჰლჰ’ლკ


რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ

ადამიანი

სრულყოფილი იბადება...

ყველანაირი თვალსაზრისით სრულყოფილი...

და დროთა განმავლობაში

განვითარების ნაცვლად

დეგრადაციას განიცდის...


ჰხოდა თუ ადამიანი სრულად ყოფილი იბადება

ანუჰხთ მასში თავიდანვეა ჩადებული ყველა ის თვისება

რომელიც მომავალში წარმოიჩენს

თუ

წარმოაჩენს თავს...


მოკლედ სრულყოფილებამდე ახლა

ნამდვილად ბევრი მიკლია...

მაგრამ

25 წლის წინ არა და

26 წლის წინ კი

შსაძლოა ისა.... :ც


ჰხოდა რატომ დავიწყე ეს ყველაფერი...


ვერავინ დამიმტკიცებს, რომ ჩემში ვირტუალური ურთიერთობებისკენ სწრაფვა

გლობალიზაციამ

და

ინტერნეტიზაციამ

და

კომოიუტერიზაციამ განაპირობა...


არაფერიც!



ჯერ კიდევ სამი წლის ასაკში მშუენივრად ვახერხებდი

ამეკრიფა შემთქვევითი ნომრები ტელეფონზე

და

პირველივე შემხვედრთან გამება საუბარი...


ჰხო, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2 კლასის ჩათვვლით 24 ასო/ბგერას ვერ გამოვთქვამდი

მეეჭვება

ამას საუბარი არ ერქვა..

უფრო გაურკვეველი ბგერათაშეთანხმებები იყო,

მაგრამ

ამას რა მნიშვნელობა აქვს...


ჰხოდა ეს ამბავიც მაშინ დაიწყო...

მე2 მე3 კლასში...

ერთხელაც სახლში მოსულმა რაღაც ნომერი ავკრიფე

და

პირველივე ”ალოზე” შემხვედრ ქალბატონს

იმ დღის ქართული ენის გაკვეთილი ჩავაბარე...


მახსოვს, როგორ მომისმინა ბოლომდე მოთმინებით,

როგორ შემაქო

და

მთხოვა, კიდევ დამერეკა მისთვის...


ეს უკვე ვირტუალური ურთიერთობის სხვა ასპექტში აგადსვლა იყო..

აი დაახლოებით ისეთი

ახლა სადმე რომ დაპოსტო

და

ვინმე გამოგეხმაუროს

და

მერე სკყპეში ჩამატება გთხოვოს

: ))


მახსოვს კიდევ რამდენი ვიფიქრე მეორე დღეს

ამეკრიფა თუ არა იგივე ნომერი

და

ბოლოს ისევ დავრეკე

ასე გაგრძელდა კარგა ხანს,

ვრეკავდი და ტელეფონი ვამბობდი ყველა ლექსს რაც კი გამეგონა,

ტელეფონში ვკითხულობდი ყველა მოტხობას, რომელიც მეორე დღისთვის მქონდა სასწავლი

ტელეფონშივე ვყვებოდი ვეფხისტყაოსნის გაუთავებელ სტრიქონებს

და

ტელეფონის ყურმილიდან ვგრძნობდი

სითბოთი და მოთმინებით სავსე დუმილს...


მხოლოდ ის გავიგე რომ ამ ქალბატონს ნინო ერქვა..

და

კდიევ ის, რომ

ჩემი ასაკის შვილიშვილი ჰყავდა - ნინო...



ერთ დღესაც, მორიგი დარეკვის შემდეგ

როდესაც ჩემმა ლაპარაკმა ტელეფონში ნახევარ საათს გადააჭარბა,

მან ძალიანძალიან მოწიწებით მომიხადა ბოდიში

და

მთხოვა, რომ საღამოსთვის გადამერეკა მისთვის,

რადგან

ძალიან აგვიანდებოდა მეზობლის ქორწილში : )))


შევპირდი რომ დავურეკავდი..


მაგრამ ხომ ვამბობ, ყველა თვისება ადამიანში თავიდანვე ჩადებულიათქო...


ჰხოდა ხათომ უთხრა ხათოს, რომ ეს მხოლოდ მიზეზი იყო..

რომ მის ვირტუალურ მეგობარს აღარ სურდა მასთან მეგობრობდა

რომ სრულიად გამიზნულად მოიმიზეზა ქორწილი

რომ

ხათომ შეაწუხა ქალი თავისი გაუთავებელი ლაპარაკით...



მოკლედ მას შემდეგ აღარ დამირეკავს

აღარასდროს

: )



მაგრამ სამყაროში რომ არაფერი მთავრდება

იმიტომ

რომ

არაფერი იწყება....




ზუსტად 15 წლის შემდეგ გავიცანი ნინო...


ნორვეგიული ენის შესწავლის სურვილმა ბავშობაში დაწყებულ ისტორიას მეორე სერია უსახსოვრა : ))


და ერთხელაც, შემთხვევით მისი ტელეფონის ნომრის ჩაწერისას

მიყოლებით ამოტივტივდა ჩემს თავში ყველაფერი...


ასე თუ ისე

მე

ჩემი ბავშვობის ვირტუალური მეგობრის შვილიშვილი ვიპოვნე : )

აი ის ნინო

რომელზეც მიყვებოდა

რომ

ჩემი ტოლი იყო,

რომ ჩემსავით უყვარდა ლექსების თქმა : )




და აი გუშინ,

თითქმის 20 წლის შემდეგ

პირველად ვნახე ჩემი დიდი ვირტუალური მეგობარი...

ვნახე ისე, როგორც არ უნდა მენახა...

ვნახე

და

ვერ ვუთხარი

რომ

მე ის ვარ..

ჰხო ის, რომლის ზარსაც თურმე ყოველ დღე ელოდა

და

თურმე მართლა დიდი ინტერესით ისმენდა ჩემს სატელეფონო ბუტბუტებს : )



ჰხოდა გუშინ ვუყურებდი

და

თვალწინ ბავშვობისდროინდელი წარმოსახვები ერთმანეთს ენაცვლებოდა...

მახსოვს, როგორი იყო იგი ჩემს წარმოსახვაში...

როტორი წარმომედგინა სახლში ის ადგილი, სადაც მისი ტელეფონი იდო

და

ტელეფონში ყოველი ზარის გახსვლის შემდეგ,

მახსოვს

როგორ ვხედავდი გონებაში მის ნაბიჯებს, რომელიც ტელეფონს უახლოვდებოდა...





ჰხოდა ახლა ნამდვილად ვიცი

რომ

ყოველი დაფარული ადრე თუ გვიან განცხადდების...


და

რომ 20 წლის წინ დაწყებული ვირტუალური მეგობრობა

ახლა უკვე რეალურად გაგრძელდება...

რეალურ სამყაროში

და

ამ ყველაფრის შემდეგ როგორ არ დავიჯერო

რომ

შესაძლოა, თქვენ ყველანი

მართლა რეალური ადამიანები ხართ

და

რომ

მართლა შეიძლება

თქვენი დანახვა

და

თქვენი მოსმენა...


მერე რა, თუ ეს შესაძლოა 20 წლის მერე მოხდეს...

მერე რა, რომ

შესაძლოა

არც არასდროს მოხდეს...


მთავარია, რომ ბუნებაში მართლა არსებობს ის

რაც

არ არსებობს


: )

Monday, July 12, 2010

ჯპოუ


ჰხახ

დაახლოებით მე5 პოსტია დღეს და გუშინ დაწერილი

რომელიც

დავბლოგე და მზის სინათლე არა და

ღამის სიგრილე ვერ ვანახე

: \

ჰხეხ..

შინაგანი ცენზურა

და

არა მარტო შინაგანი...

”შენი ბლოგი ვნახე”

თი

და

ფაცეზე ”ოფიციალურ პირთა” მიერ ”მეგობრობის” თხოვნებით დაწყებული

შინაგანი აკრძალვები

წერის დროს...

”არ დაწერო, თორემ ამას ის წაკითხავს..

ან სულაც ის..

ის თუ არა , ის..”


არადა წერა რა არის

თუ არა

შენი აზრების და ემოციების და უემოციობის

თავისუფლად გამოვლენის მცდელობა..

როგორც კი გამოხატვის თავისუფლებას რაღაც ემუქრება,

როგორც კი წერა ”სხვისთვის მისაღებ ფორმებში” იწყება,

მაშინვე ყველანაირი მუღამები კვდება...

უმუღამოდ კიდევ ისა.... : \


ჰხოდა რამდენჯერაც ეს თემა გამიაქტუალურდა

იმდენჯერ ვინანე,

ვინანე რომ....


ინკო

გნი

ტო...



ფორუმ.გე ზე ჯერ კიდევ ახსოვს 2-5-9 ადამიანს ჩემი ნიკი

თურმე...

და

თანაც სა20არ კონტექსტებში

:როლ:


ვიღაცეები ჯერ კიდევ ეძებენ ვიღაცეებს

მხოლოდ იმიტომ რომ

არ იციან

ის ვიღაცეები

ვინ არიან.... :როლ:


და ალბათ რა კარგია

როცა შეგგიძლია, რომ ადამიანს შეუქმნა ილუზია

რომ

”ის” 1ად1 მართლა არსებობს...

რომ რეალურად დაიარება დედამიწაზე

”ის”..

და

თუნდაც მხოლოდ ამ ილუზიისთვის

სამუდამოდ გაივირტუალურო თავი.. :როლ:


5 წელია ველაპარაკები

და

ისიც არ ვიცი

გოგოა

თუ

ბიჭი


:როლ:



არადა რა მნიშვნელობა აქვს - გავიფიქრე, მარა ვერ ვუთხარი...


:როლ:


კი არა და


 რა მნიშვნელობა აქვს ზღვარს

და

მითუმეტეს

რა მნიშვნელობა აქვს მის გავლებას

თუ

რეალობა ისევე ევირტუალურება ადამიანს,

როგორც

ვირტუალურობა ერეალურება.... :როლ:



იქნებ სულაც ყველანი მთელი ცხოვრება ერთ ადგილას ვსხედვართ

და

ყველაფერი ჩვენი წარმოსახვის ნაყოფია...

ყველა

ფერი...


რა ადვილია იმის წერა

რასაც 

შენვე

არ ეთანხმები..

თურ

მე


.. :როლ:





Friday, July 2, 2010

დწეწქე


ჰხეხთ 

სულ ასეა..

როცა ჩემი ტვინი მზადაა ბლოგაობისთვის, 

მაშინ

ამ ტრანსპორტში ვზივარ,

ან სადმე 2000 მეტრს ზემოთ ვიმყოფები სუბალპურ ზონაში

ანდაც ადუღებული წყალით ვიმდუღები ასეთ სიცხეშიც კი..

არადა ჰგავხსნი მერე ამ ფანჯარას

გავივლი რეგისტრაციას

დავაწვები ნეწს და სადღაა აზრები და უაზრობები..

ამ თეთრი ფურცელივით კი არა და გვერდივით იცლება და სუფთავდება ჩემი ტვინი...


მორიგი დასკვნები

არც თუ ახალი

არც ძველი

არც მნიშვნელოვანი

არც უმნიშვნელო

ჯუსტ, რა...


სახე

ლი


ხათუნა - ნიშნავს, რომ წარმომთქმელმა შუაში მიწა გაჭრა და ადიდებული მდინარე გამოუშვა გაცოფებული შხეფებით..

ვერასდროს გადმოვა ჩემს მხარეს

და

არასდროს გაადავალ მის მხარე...

უხიდობა..

მხოლოდ დროდადრო გადაძახილი ნაპირიდან ნაპირამდე...


ხათ - ნიშნავს, რომ ვიღაცას გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს, საიდანღაც მოტანილი

და

სიმართლისგან 78,5 კმ ით დაშორებული...

შორიდან ყველაფერი ლამაზად ეჩვენება

და

ამიტომ ღიმილს იწვევს, რადგან თუ მომიახლოვდა და ახლოდან დამინახა

მიხვდება, რომ ისა....


ხათო -  ნიშნავს, რომ ვიღაცას ჰგონია, რომ მხოლოდ მან იცის, რომ მე მე ვარ და თან უნდა მეც ვიცოდე, რომ ის ის არის...



პატაპუტინა - ნიშნავს, რომ ვიღაცას სძინავს და სიზმარი ესიზმრება...არ გააღვიძოთ, დაე ეძინოს... 


ხათუ - ნიშნავს, რომ ზამთარია.. და ბუხართან ჩათბუნული ბავშვი ზის... ეძინება სასტიკად, მაგრამ  ელოდება როდის მოვა ახალი წელი...


სხვა? სხვა არც რა....


 და კიდევ...


ხალხი მოაჯადოვეს...

მაგრამ ხალხმა ჯერ არ იცის, რომ მოჯადოვებულია

და

მე კიდევ არ ვაპირებ რომ ვუთხრა..

რა აზრი აქვს, 

ან არ დამიჯერებენ

ან დამიჯერებენ და ინერვიულებენ

მაინც ვერაფერს შეცვლიან...

ჰხოდა მეც ვცდილობ არ შევიმჩნიო, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში არ ხდება..

ხალხს ესიზმრებათ, რომ მე რაღაცეებს ვაკეთებ

ისეთ საქმეებს..

აი დიდები რომ აკეთებენ და ჩვენ რომ გვეუბნებიან, დასხედით კუთხეში, ხელი არ შემიშალოვო..

ხალხს სჯერა, რომ მე შემიძლია დიდი ვიყო..

და ხალხი მოდის

და 

მეუბნება, რომ მე კარგად ვაკეთებ  იმას, რასაც ვაკეთებ

და

მე თავს ვწევ, რომ არ შემეტყოს, რომ მათ სძინავთ

და

მადლობას ვუხდი

და

გულში კი ვიცინივიცინივიცინი

და

მერე კიდევ ხალხი მოდის და მეჩხუბება, რომ მე მათ რაღაც დავუშავე

მნიშვნელოვანი..

და

მაშინაც ვცდილობ არ შემეტყოს, რომ მათ სძინავთ და მე მღვიძავს

და

მაშინაც ვიცინივიცინივიცინი

გულში

ჩუმად...

ზოგჯერ ეს დაგუბებული სიცილი ჩემში აღარ ეტევა

და

თვალებიდან გადმომდის

და

ხალხი ამას ამჩნევს 

და

ეჭვობენ, რომ შესაძლოა მათ სძინავთ

და

შესაძლოა, ისინი ვინმემ გააღვიძოს

და

შესაძლოა, მათი სიზმარი მართლა სიზმარი აღოჩნდეს

და

ისინი იწყებენ გამოფხიზლებას, ჭმუნვას, წრიალს

და

მე უკან ვაბრუნებ თვალებიდან ჩემს სიცილს

და

მათთვის ნაცნობი გაზრდილი სახით მათ სიზმარს კიდევ უფრო რეალურს ვხდი..

სიზმრულად რეალურს...


გეღვიძოს

ნიშნავს

გეძინოს

და

იყო

დიდი

ან

პატარაზე დიდი

ან

დიდზე უფრო დიდი

ან

დიდზე უფრო პატარა

ანდაც

პატარაზე პატარა...


იყო, ნიშნავს გეძინოს და სიზმარში რეალობა გესიზმრებოდეს...