Sunday, January 4, 2009


ეს არის ახალი წელი?

ეს მომიტანა ამ ახალმა წელმა?

ამისთვის ველოდი ახალ წელს?

ამისთვის ვიდექი თოვლში  12 საათზე და ვისროდი ხლაპუშკებს?

:დ

კი არა და

ჰხო....

სულაც არ მოსულა ახალი წელი.... არაფერი ახალი არ დაწყებულა

ისევ ძველ სამსახურში ვზივარ

ისევ ძველებურად მცივა

ისევ ძველი საქმე მაქვს გასაკეთებელი

ისევ ხათო მქვია

და

ისევ კვახაძე ვარ......

ისევ ძველებურად ვფიქრობ

ისევ  ძველი პრობლემები

ისევ ძველი სიხარული

ისევ........

არადა როგორ მინდა ახალი წელი

ნამდვილი ახალი წელი

ახალი

!

ყველას ცხოვრებაში ახალი წელი სხვადასხვა დროს მოდის....

ამიტომაც 

ერთი და იგივე ასაკის ადამიანები, სულაც არ არიან თანატოლები....

ამიტომაც

შეიძლება შენი თავი 80 წლის ადამიანში აღმოაჩინო...

ალბათ 80-მა ახალმა წელმა შენთან მოსვლა სულ რაღაც 20 წელში მოასწრო...

ალბათ ასეა...

ჰხო...ნამდვილად....

ყველას ცხოვრებაში ახალი წელი სხვადასხვა დროს მოდის

ჩემთან რამდენჯერ მოვიდა არ ვიცი

სამაგიეროდ ვიცი, რომ 24 -ჯერ არ მოსულა...

ან ცოტა მეტჯერ, ან ცოტა ნაკლებად...

და კიდევ ის ვიცი, რომ

ჩემი ახალი წელი

ყოველთვის

ყოველთვის გაზაფხულობით მოდის.....

გაზაფხულამდე კი დარჩა

1

თვე

და

23 დღე.............

1 comment:

Anonymous said...

tramadol online 250mg tramadol high - tramadol 714